¹ბს-941-898(კ-06) 17 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
15.06.05წ. ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მისი უფლებების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა _ მისი ჯიხურის დადგმა იმ ადგილზე, სადაც ადმინისტრაციული ინსპექციის მიერ მის აღებამდე იდგა და მატერიალური ზიანის 9000 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ........ ¹48-ში განთავსებულ მეტალის მსუბუქი კონსტრუქციის სატელეფონო ჯიხურში, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იყო საგადასახადო ინსპექციაში და იხდიდა კუთვნილ გადასახადებს. სატელეფონო მომსახურების გარდა ეწეოდა აგრეთვე შერეული საგნებით ვაჭრობას. აღნიშნული ჯიხური მისმა ოჯახმა 1996 წელს შეიძინა და მასში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა 2004 წლის 16 იანვრამდე _ ვიდრე ადმინისტრაციული ინსპექციის თანამშრომლები ჯიხურს აიღებდნენ. ნ. კ-ემ აღნიშნა, რომ მისი ჯიხური აღებულ იქნა სათანადო საბუთების შემოწმების გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, ჯიხურის განთავსების და მასში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნდა.
მოპასუხე ქ. თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 07.11.02წ. ¹ო4.10.56 დადგენილების თანახმად, 2002 წლის აპრილიდან უნდა შეზღუდულიყო ყოველგვარი ფორმის გარევაჭრობა ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე, მათ შორის ........ პროსპექტზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.01.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.06წ. განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.01.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. კ-ემ ვერ წარმოადგინა 2001 წლის შემდეგ აღებული გარე ვაჭრობის ნებართვა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს არ გააჩნდა ასევე ჯიხურის მიერ დაკავებული ტერიტორიის საკუთრების ან მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი. სააპელაციო პალატის აზრით, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციული ინსპექციის მიერ მიწათსარგებლობის სათანადო საბუთის და გარე ვაჭრობის სათანადო ნებართვის არ არსებობის გამო .......... პროსპექტის ¹48-იდან კანონიერად იქნა აღებული ნ. კ-ის ჯიხური.
სააპელაციო სასამართლოს 14.09.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ. კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის დებულება არის ადმინისტრაციული ინსპექციის საქმიანობის, მისი ფუნქციების და ამოცანების განმსაზღვრელი დოკუმენტი, სავალდებულოა შესასრულებლად ინსპექციის თანამშრომლებისთვის და არა სასამართლოსათვის.
კასატორი თვლის, რომ უნებართვოდ განთავსებული ჯიხურის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ინსპექციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა შეედგინა ოქმი, ხოლო დებულების მე-4 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, უნდა განესაზღვრა დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები.
კასატორი თვლის, რომ ჯიხურის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობის არარსებობის ფაქტი არ უნდა გამხდარიყო ჯიხურის განთავსების უკანონოდ მიჩნევის საფუძველი.
კასატორის აზრით, მის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 30.01.04წ. @¹2-6 გადაწყვეტილება, ვინაიდან იგი არ ახორციელებდა გარევაჭრობას. კასატორი თვლის, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით მას არ სჭირდებოდა ვაჭრობის ნებართვა.
კასატორმა თბილისის სააპელაციო პალატის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.06წ. განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება ან მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 15.12.06წ. განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს მიეცათ უფლება წარმოედგინათ მოსაზრებები ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არაკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, კერძოდ საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა თუ: საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო პალატის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმად, ნ. კ-ეს სადავო ჯიხურის განთავსების ნებართვა არ გააჩნდა. მიწაზე (მსუბუქი, მოძრავი) კონსტრუქციის განთავსება შესაძლებელია მიწაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა) არსებობის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონით და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული წესით. ადმინისტრაციული ინსპექცია მოქმედებდა შესასრულებლად სავალდებულო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ ქ. თბილისის მთავრობის 10.07.03წ. ¹09.11.196 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ ადმინისტრაციული ინსპექციის დებულების" საფუძველზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ინსპექციას ევალება უნებართვო ჯიხურების განთავსების გამოვლენა, მათი აღკვეთის ღონისძიების განხორციელება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები, კერძოდ არ დასტურდება თვით ზიანის არსებობა, ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები (ზიანის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენება, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, ზიანის მიმყენებლის ბრალი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.