¹ბს-973-927(კ-06) 1 მაისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ა. თ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 26.04.05წ. ¹კ-944 ბრძანების ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ. 2-7/.
საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ა. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 26 აპრილის ¹კ-944 ბრძანება /იხ. ს.ფ. 36-39/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 45-46/.
საოლქო სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად გაუქმებულ იქნა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 81-87/.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 91-93/.
საკასაციო საამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით ა. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმე ხელახლა განსახილველა გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას /იხ. ს.ფ. 104-110/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქალაქო საამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. 168-173/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის /იხ. ს.ფ. 179-180/.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. თ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 189-190/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის მიერ წარმოდგენილი იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 193-194/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. თ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 189-190/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის ა. თ-ის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის ა. თ-ის მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე ემყარება იმ საფუძველს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება სასამართლოში მანამდე არსებული პრაქტიკისაგან /კასატორის მიერ მითითებულია საკასაციო სასამართლოს 2003.18.09 განჩინება ¹ბს-96-284-კ-03/. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული მოტივის საფუძველზე საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს 2003.18.09 განჩინებაში სულ სხვა სამართალურთიერთობა იყო სახეზე, კერძოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემით ფაქტობრივად განახორციელა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების რევიზია, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა უკანონოდ. მოცემულ შემთხვევაში ა. თ-ის სარჩელი სულ სხვა საფუძველს ემყარება, კერძოდ, რომ მას გააჩნია კანონიერი ინტერესი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად გამოცხადებული აქტი სასამართლოს მიერ იქნეს ცნობილი ბათილად, ხოლო საკასაციო საჩივრის მოტივები არ პასუხობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ ა. თ-ის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ა. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
a. ა. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
b. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
c. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.