Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-973-933(კ-07) 30 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. ტ-ის, თ. მ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. ტ-ის, თ. მ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლების მიუთითებლობის გამო, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორებს დაევალათ წარმოედგინათ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრათ ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

აღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნათ 2007 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურებიდან ირკვევა, რომ კასატორებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინების ასლი ჩაბარდათ 2007 წლის 8 ნოემბერს, მაგრამ კასატორების მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა 2007 წლის 26 ნოემბერს. შესაბამისად, ა. ტ-მა, თ. მ-მა და რ. კ-მა გაუშვეს სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღიანი საპროცესო ვადა, ამასთან, კასატორების მიერ კვლავ არ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ა. ტ-ს, თ. მ-სა და რ. კ-ს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდათ 2007 წლის 18 ნოემბრის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორების მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა 2007 წლის 26 ნოემბერს, რაც საფუძველია საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველად დარჩეს ა. ტ-ის, თ. მ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.