Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-975-935(კ-07) 29 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. ჯ-ასა და ტ., დ. და მ. რ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ბ-ის მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ლ. ჯ-ასა და ტ., დ. და მ. რ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, ლ. ჯ-ასა და ტ., დ. და მ. რ-ების საკასაციო საჩივარი შეტანილი იყო მ. პ-ას, როგორც კასატორთა წარმომადგენლის მიერ, ხოლო საქმეში არ მოიპოვებოდა ლ. ჯ-ასა და ტ., დ. და მ. რ-ების მიერ მ. პ-ას სახელზე გაცემული მინდობილობა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და ლ. ჯ-ასა და ტ., დ. და მ. რ-ებს დაევალათ მათთვის ხარვეზის შესახებ 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ მ. პ-ას სახელზე გაცემული სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა. კასატორებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ლ. ჯ-ას, ტ., დ. და მ. რ-თვის ჩაბარების თაობაზე საფოსტო დასტურებიდან ირკვევა, რომ კასატორებს აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდათ 2007 წლის 1 ნოემბერს. შესაბამისად, კასატორებს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურათ 2007 წლის 15 ნოემბერს. ლ. ჯ-ასა და ტ., დ. და მ. რ-ებს მათთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსიათ 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ლ. ჯ-ასა და ტ., დ. და მ. რ-ების საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ლ. ჯ-ასა და ტ., დ. და მ. რ-ების საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.