Facebook Twitter

ბს-992-956(კ-08) 7 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ა. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 02.10.08წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად. ა. ს-ს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ა. ს-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის ერთი თვით გაგრძელება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.10.08წ. განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.10.08წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. ა. ს-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება _ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ან უტყუარი მტკიცებულების წარდგენა, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას.

ა. ს-მა სასამართლოს კვლავ მიმართა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით და განცხადებას თან დაურთო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა და ოჯახის დეკლარაცია. აღნიშნული მოწმობა თან ერთვოდა ა. ს-ის საკასაციო საჩივარს. სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა ამ საფუძვლით კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ და მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. კასატორს განემარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან იმ მხარეების გათავისუფლებას, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილებით დამტკიცებული “სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” მე-7 მუხლის შესაბამისად საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 52001 (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), ხოლო სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” მოწმობით დგინდება, რომ ა. ს-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საიდენთიფიკაციო კოდით ¹......... და სარეიტინგო ქულა შეადგენს 84380-ს. ა. ს-ის ქულა აღემატება საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულის ოდენობას, რის გამოც რეგისტრაციის მოწმობა ვერ იქნება მიჩნეული საკასაციო პალატაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლად.

ამგვარად, ა. ს-ის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.08წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.