¹ბს-1000-957(კს-07) 6 თებერვალი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე(მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნინო ქადაგიძე
განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ვ-ამ” 19.09.05წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის, საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 20.06.05წ. შემოწმების აქტის, 27.06.05წ. ¹28/2450 “საგდასახდო მოთხოვნის”, 25.07.07წ. ¹624 ბრძანების, საქრთველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 11.08.05წ. ¹1986-ს ბრძანების ბათილად ცნობა შპს “ვ-თვის” აქციზისა და გარემოს მავნე ნივთიერებით დაბინძურების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 05.09.05წ. ¹6 სხდომის ოქმისა და 12.09.05წ. ¹05-09/1495/15777 შეტყობინების ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხელთა საგადასახადო ინსპექციის 20.06.05წ. შემოწმების აქტი, 27.06.05წ. ¹28/2450 “საგადასახადო მოთხოვნა”, 25.07.05წ. ¹624 ბრძანება; ასევე ბათილად გამოცხადდა საქართველოს ფინანსთA სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 11.08.05წ. ¹1986 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 05.09.05წ. გადაწყვეტილება. მოსარჩელეს უარი ეთქვა აქციზის გადასახადში 123 503 (ას ოცდასამი ათას ხუთას სამი) ლარის ოდენობით ჩათვლის გაუქმების, ჯარიმის – 30 876 (ოცდაათი ათას რვაას სამოცდათექვსმეტი) ლარისა და საურავის – 36 636 (ოცდათექვმეტი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარის დარიცხვის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხელთა საგადასახადო ინსპექციის 20.06.05წ. შემოწმების აქტის, 27.06.05წ. ¹28/2450 “საგადასახადო მოთხოვნის”, 25.07.05წ. ¹624 ბრძანების, ასევე საქართველოს ფინანსთაA სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 11.08.05წ. ¹1986 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 05.09.05წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 22.06.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთაA სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ და შპს “ვ-ამ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 05.10.07წ. განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.07წ. გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.07წ. გადაწყვეტილება ჩაბარდა 08.08.07წ., ხოლო სააპელაციო საჩივარი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იყო 23.08.07წ., მხარისათვის განჩინების გადაცემიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 05.10.07წ. განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.10.07წ. განჩინების გაუქმება, შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მიღება და არსებითად განხილვა მოითხოვა. საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაჰბარდა არა 08.08.07წ., არამედ 09.08.07წ. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო საჩივრი მის მიერ წარდგენილი იქნა 23.08.07წ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.07წ. გადაწყვეტილება გაეგზავნა 06.08.07წ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 08.08.07წ. (იხ. ს.ფ. 266). გზავნილი ჩაჰბარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს, რაც დადასტურებულია ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭდითა და მისი თანამშრომლის ხელმოწერით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციუყლ საქმეთა კოლეგიის 22.06.07წ. გადაწყვეტილება გადაეცა 08.08.07წ., ხოლო სააპელაციო საჩივრით ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს 23.08.07წ., სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის გადის გასვლის შემდეგ მიმართა. აღნიშნული გარემოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკმარის საფუძველს ქმნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების ვადის დარღვევით და მიაჩნია, რომ კანონიერად იქნა იგი სააპელაციო სასამართლოს მიერ განუხილველად დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420 მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.10.07წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.