¹ბს-1095-1047(კს-07) 5 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ა.-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. დ.-ა, კ. ზ.-ი
თანამოპასუხე _ ქ. ნ.-ის საკრებულო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 15 სექტემბერს ...-ის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ნ. დ.-მ და მისმა შვილმა – კ. ზ.-მა მოპასუხე თ. ა.-ნის მიმართ.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ თ. ა.-ის დავალდებულებას, რათა მას შეეწყვიტა მაზუთის წვა მათი სამეურნეო შენობის სიახლოვეს, მოეშალა მის მიერ არაკანონიერად აგებული და ნეიტრალურ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ტამბური და პურის საქვაბე, აგრეთვე არაკანონიერად აშენებული ქვის გალავანი, განთავსებული “...-ის” შენობასა და ... შენობას შორის, ამ უკანასკნელზე უშუალო მიბჯენით; ძალადაკარგულად ყოფილიყო ცნობილი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ახალმშენებლობის პასპორტი და არქიტექტორის მიერ გაცემული პროექტები და ცნობები; გაუქმებულიყო ...-ის ქალაქის საკრებულოს 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილება თ. ა.-თვის 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე; აღუდგენოდათ ყოფილ შენობასა და “...-ს” შორის განთავსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება; ნეიტრალური მიწის ნაკვეთი, მდებარე ... შენობასა და “...-ს” შორის, გაყოფილიყო ორ თანაბარ ნაწილად; უკანონოდ ყოფილიყო მიჩნეული თ. ა.-ის მიერ წარმოებული მშენებლობა “...-ისა” და ყოფილ ... შენობებს შორის.
...-ის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
2006 წლის 19 ივნისს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ა.-მა.
თ. ა.-ი შეგებებული სარჩელით ითხოვდა კ. ზ.-ის არაკანონიერად აგებული ტამბურის მოშლასა და არაკანონიერად გახსნილი კარების ამოშენებას.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ქ. ...-ის საკრებულო.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. დ.-სა და კ. ზ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ა.-ს დაევალა უკანონოდ აშენებული მაღაზიის, განლაგებული გაურკვეველი დანიშნულების ობიექტისა და მეორე სართულზე ასასვლელი რკინაბეტონის კიბის საკუთარი ხარჯებით დანგრევა, “...-ისა” და მოსარჩელეთა ავტოფარეხის კედლებს შორის აშენებული ქვის გალავანის 0,8 მეტრის სიგრძეზე დანგრევა მოსარჩელეთა ავტოფარეხის მხრიდან; თ. ა.-ს დაევალა მოსარჩელეთა მიერ მისი მიწის ნაკვეთის გამოყენების თმენა. ...-ის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით თ. ა.-თვის გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან გამოიყო 14 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ზომებით: სიგრძე _ 11,6მ, სიგანე _ 1,2მ, თ. ა.-ის საკუთრებაში არსებული და ყოფილი ... შენობაში განთავსებული საქვაბის ჩრდილოეთის კედლის უშუალოდ ძირში, ორივე მხარის საერთო სარგებლობისათვის; ბათილად იქნა ცნობილი შპს “ტ.-ის” მიერ 2006 წლის 2 თებერვალს შედგენილი თ. ა.-ის ახალმშენებარე მაღაზიისა და სხვა ობიექტის ტექნიკური პასპორტი; ქ. ...-ის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრის მესაკუთრის განყოფილებიდან ამოირიცხა ჩანაწერი: “თ. ა.-ი, ...-ის ქ. ¹21, შენობა ..., 75 კვ.მ (... შენობასა და “...-ის” შუაში).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნები ...-ის ქალაქის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე, კერძოდ: თ. ა.-თვის ყოფილ ...-ის შენობასა და “...-ის” შენობას შორის მდებარე მიწის ნაკვეთის გათავისუფლების დავალების თაობაზე; თ. ა.-თვის “...-ის” შენობის უკანა ტერიტორიაზე, პურის ცხობის დროს, მაზუთის წვის აკრძალვის შესახებ; თ. ა.-თვის “...-ის” უკანა მხარეს, მის მიერ თვითნებურად აშენებული ტამბურის იძულებითი წესით დანგრევის შესახებ. აგრეთვე “...-ის” უკანა მხარეს მდებარე მიწის ნაკვეთის, როგორც ნეიტრალური ნაკვეთის, მოსარჩელესა და თ. ა.-ს შორის გაყიდვის შესახებ.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით თ. ა.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: კ. ზ.-ს დაევალა მისი სტომატოლოგიური კაბინეტის შესასვლელ კარებთან თვითნებურად მიშენებული ტამბურის საკუთარი ხარჯებით დანგრევა, ხოლო შეგებებული სარჩელი კ. ზ.-ის მიმართ სტომატოლოგიურ კაბინეტში სადავო მიწის ნაკვეთის მხრიდან თვითნებურად გახსნილი შესასვლელი კარების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მაღაზიის შენობისა და ასასვლელი კიბის დანგრევის, “...-სა” და მოსარჩელის ავტოფარეხს შორის, მის მიერ აშენებული ქვის გალავნის მონგრევის, მისთვის გამოყოფილი 200კვ.მ მიწის ფართობიდან მოპასუხის სასარგებლოდ 14კვ.მ მიწის გამოყოფის, ტექბიუროს მიერ მის სახელზე გაცემული ტექპასპორტის გაუქმების, საჯარო რეესტრიდან 75კვ.მ მიწაზე მისი საკუთრების ამორიცხვის, პურის საცხობის ტერიტორიაზე მაზუთის წვის აკრძალვის, სტომატოლოგიური კაბინეტის შესასვლელი კარების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა მისი შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2006 წლის 16 ნოემბერს თ. ა.-მა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ: ...-ის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით მის სახელზე გამოყოფილ 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში; 1988 წელს მის სახელზე შედგენილი პურის მაღაზიისა და აბანოს გენერალური გეგმისა და მომდევნო წლებში სამშენებლო პროექტების გაუქმების ნაწილში; მაღაზიის ზედა სართულზე მდებარე კაფეს გარე განთავსების კიბის, ტამბურისა და კედლის დანგრევის ნაწილში; საქვაბის წინ მდებარე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობიდან საერთო სარგებლობისათვის 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში; მაღაზიის საქვაბისა და კაფეს ტექნიკური პასპორტის გაუქმების ნაწილში; საჯარო რეესტრის ...-ის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ამორიცხვის ნაწილში; მაზუთის წვის აკრძალვის ნაწილში; კ. ზ.-ის მიერ უკანონოდ გამოყენებული სტომატოლოგიური კაბინეტის კარების დაკანონების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებით თ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცა უფლებამოსილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ...-ის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ტექპასპორტის გაუქმების ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა.-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული მისი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით თ. ა.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შპს ,,...-ის” მიერ 2006 წლის 2 თებერვალს შედგენილი თ. ა.-ის ახალმშენებარე მაღაზიისა და სხვა ობიექტების ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობის, ...-ის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ¹65/12/25/033 მესაკუთრეების განყოფილებიდან ჩანაწერის ,,თ. ა.-ი, ...-ის ქ. ¹21 შენობა 152, 74 კვ.მ (შენობასა და “...-ის” შუაში) ამორიცხვის და ...-ის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 25 სექტემბრის ¹9 გადაწყვეტილებით თ. ა.-ის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად.
დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება და განისაზღვრა, რომ აღნიშნული საქმის განახლების შემდეგ, საქმე განსჯადობით გადასცემოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მახარეების – ნ. დ.-სა და კ. ზ.-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ თ. ა.-ის სახელზე გამოყოფილი 20 კვ.მ მიწიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის საერთო სარგებლობაში გამოყოფის ნაწილში, თ. ა.-ის სააპელაციო საჩივრი ასევე განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის ამ ნაწილშიც განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თ. ა.-ის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14 კვ.მ მიწის ნაკევთის საერთო სარგებლობაში გამოყოფის ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა განსჯად – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. Aახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე თ. ა.-ის სააპელაციო საჩივრის წარმოება – მის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის საერთო სარგებლობაში გამოყოფის ნაწილში, წარმოება შეჩერდა” - თ. ა.-ის სააპელაციო საჩივარზე, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, შპს ,,ტ.-ის” მიერ 2006 წლის 2 თებერვალს შედგენილი თ. ა.-ის ახალმშენებარე მაღაზიისა და სხვა ობიექტების ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობის, ქ. ...-ის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ნომრის ¹65/12/25/033 მესაკუთრეების განყოფილებიდან ჩანაწერის: ,,თ. ა.-ი, ...-ის ქ. ¹21 შენობა 152, 74 კვ.მ (შენობასა და “...-ის” შუაში) ამორიცხვის ნაწილში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. Aაქვე განისაზღვრა, რომ აღნიშნული საქმის წარმოების განახლების შემდეგ საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა.-მა.
კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა.-ის წარმომადგენლის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმე თ. ა.-ის სახელზე გამოყოფილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის საერთო სარგებლობაში გამოყოფის ნაწილში, განსახილველად გადაეცა განსჯად _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. ამავე განჩინებით აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში დაშვებულ იქნა კერძო საჩივარი.
მიუხედავად განჩინებაში გასაჩივრების წესის მითითებისა, კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრის საფუძველზე სადავოდ ხდის საოქმო განჩინებას სრული მოცულობით და ითხოვს მის გაუქმებას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა კერძო საჩივარში წარმოდგენილი საფუძვლები, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ძირითადად სადავოდ ხდის მიწის ნაკვეთის საერთო სარგებლობაში გამოყოფის ნაწილის საქმის სამოქალაქო პალატისადმი დაქვემდებარების საკითხს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება, სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირაა გათვალისწინებული საპროცესო კანონმდებლობით.
განსჯად სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხს არეგულირებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო.'
ამდენად, როგორც მითითებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, საგნობრივი განსჯადობის თაობაზე დავის წამოწყება წარმოადგენს სასამართლოთა კომპეტენციას, რის გამოც საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნულის თაობაზე მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ ნაწილში კერძო საჩივრის დაშვების შესაძლებლობას.
რაც შეეხება განჩინების კანონიერებას საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების პროცესუალური წანამძღვრები.
საქმის შეჩერების სავალდებულო საფუძვლებს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი. მითითებული მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
მოცემული საფუძვლით საქმის შეჩერებისას სასამართლო განსაზღვრავს თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებისა და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
კერძო საჩივრის ავტორი, მართალია, მთლიანად სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას, მაგრამ არ წარმოადგენს არც ერთ საფუძველს, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, შეემოწმებინა, მოხდა თუ არა სასამართლოს მიერ საქმის შეჩერება ზემოაღნიშნულ გარემოებათა შესწავლა-გამოკვლევის გარეშე, რაც, თავის მხრივ, კერძო საჩივარს ამ ნაწილში ხდის დაუსაბუთებელს.
საოქმო ჩანაწერების უსწორობის თაობაზე წარმოდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და არასრულობაზე. შენიშვნები უნდა დაერთოს საქმეს. შენიშვნებს საქმის განმხილველი მოსამართლე განიხილავს მათი შეტანიდან 5 დღის ვადაში და გამოაქვს განჩინება შენიშვნების შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილი წესით არ წარუდგენია შენიშვნები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, იმსჯელოს ოქმის სისწორეზე და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარს ამ ნაწილში უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის მოტივით.
ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინება;
3. თ. ა.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.