ბს-1449-1407(კს-08) 4 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,წ.-ის” წარმომადგენლის – პ. კ.-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 23 აპრილს შპს ,,წ.-მ” სარჩელით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს კონტროლის პალატისა და ბაღდათის საგადასახადო ინსპექციის მიმართ საქართველოს კონტროლის პალატის 2003 წლის 14 მაისის შუალედური აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც შპს ,,წ.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 81847 ლარის გადახდა.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შპს ,,წ.-ის” სარჩელზე სათანადო
მოპასუხედ ცნობილ იქნა მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატა და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,წ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის 2003 წლის 14 მაისის შუალედური აქტი მოსარჩელისათვის 81847 ლარის დარიცხვის თაობაზე და დაევალა საქართველოს კონტროლის პალატას გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,წ.-ის” მიმართ საბიუჯეტო დავალიანების დარიცხვასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს კონტროლის პალატამ და შპს ,,წ.-მ”.
აპელანტი საქართველოს კონტროლის პალატა ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
აპელანტი შპს ,,წ.-ი” ითხოვდა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატისა და შპს ,,წ.-ის” სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,წ.-ის” სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,წ.-ის” წარმომადგენელმა პ. კ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო შპს ,,წ.-ის” წარმომადგენლის – პ. კ.-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა გაეცნო კერძო საჩივარს და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ შპს ,,წ.-ის” თანამშრომელს – გ. გ.-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2008 წლის 26 სექტემბერს (ს.ფ. 194), ხოლო შპს ,,წ.-ის” წარმომადგენელმა – პ. კ.-მ კი აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 9 ოქტომბერს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლში მითითებული თორმეტდღიანი ვადის გადაცილებით, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,წ.-ს” კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2008 წლის 8 ოქტომბრის 24 საათამდე, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარი შეტანილია 2008 წლის 9 ოქტომბერს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,წ.-ის” წარმომადგენლის – პ. კ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 399-ე, 401-ე, 414-ე, 415-ე, 420-ე მუხლებით და
Dდ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,წ.-ის” წარმომადგენლის – პ. კ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,წ.-ს” დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.