ბს-199-188(კს-07) 10 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
განიხილა ი. ტ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.07წ. განჩინებაზე.
სასამართლომ გამოარკვია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.07წ. განჩინებით ი. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. ტ-ის მიერ. ვინაიდან საქმის მასალებში დაცული არ იყო ი. ტ-ვის გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების დასტური, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.03.07წ. განჩინებით ი. ტ-ეს მიეცა ვადა შესაბამისი მტკიცებულების წარმოსადგენად, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.07წ. განჩინების ჩაბარების თარიღის დადგენა. ამასთანავე, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან გამოთხოვილი იქნა სადავო განჩინების ჩაბარების დასტური. საკასაციო პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა კონვერტის ასლი, რომელსაც მისივე ხელით მეორე მხარეს მითითებული აქვს, რომ ვინაიდან შაბათს და კვირას ფოსტა არ მუშაობდა, 09.02.07წ. დათარიღებული წერილი გადასცეს 14 თებერვალს. ი. ტ-ის მიერ მითითებული გარემოება არ არის დადასტურებული ფოსტის თანამშომლის ხელმოწერით. ამასთანავე, მასზე დასმული საფოსტო ბეჭედზე მითითებულია თარიღი _ 09.02.07წ. 02.04.07წ. ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ წარმოდგენილი იქნა ი. ტ-ვის 18.01.07წ. განჩინების ჩაბარების დასტური. საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ საქართველოს ფოსტის შეტყობინებაზე ი. ტ-ის ხელმოწერით დადასტურებულია საფოსტო გზავნილის 09.02.07წ. ჩაბარების ფაქტი. საქართველოს ფოსტის “.... ფოსტამტის” მომართვით დასტურდება, აგრეთვე, რომ საფოსტო გზავნილი ი. ტ-ეს 09.02.07წ. ჩაბარდა პირადად. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის, რომ მისი კერძო საჩივარი ფოსტას გადაეცა 23.02.07წ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ტ-ის კერძო საჩივარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 12 დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ტ-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.