Facebook Twitter

¹ბს-218-206(2კს-07) 26 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები: 1. რ. ზ-ი; 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 და 27 თებერვლის განჩინებები

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 22 დეკემბერს სს ,,რ. ბ. ს.” დირექტორმა ნ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს შრომის ინსპექციის ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურისა და რ. ზ-ის მიმართ შრომის სახელმწიფო ინსპექციის 2005 წლის 8 დეკემბრის ¹3/39 დასკვნის ბათილად ცნობის თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება სს ,, რ. ბ. ს.” სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს შრომის ინსპექციის ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფლებამონაცვლის დადგენამდე. Aამავე სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება სს ,, რ. ბ. ს.” სარჩელზე და საქართველოს შრომის ინსპექციის ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,, რ. ბ. ს.” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შრომის ინსპექციის ¹.... სამმართველოს შრომის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის ქვემო ქართლის რეგიონში 2005 წლის 8 დეკემბრის დასკვნა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრეს რ. ზ-მა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

Aაპელანტები სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებით რ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.

მითითებული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრეს რ. ზ-მა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

რ. ზ-ი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვას.

Mმეორე კერძო საჩივრის ავტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკებრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა 2007 წლის 31 იანვარს, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, არამედ 2007 წლის 2 თებერვალს, რაც დასტურდება რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დარტყმული ბეჭდით.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 20 თებერვალს, რაც ასევე არამართებულია, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი ფოსტის წარმომადგენელს ჩააბარა 2007 წლის 15 თებერვალს. აღნიშნული დასტურდება ¹17 რეესტრის ამონაწერით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა არ დაურღვევია, კერძოდ, გადაწყვეტილება ჩაიბარა 2007 წლის 2 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 15 თებერვალს, ანუ ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ზ-ისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რ. ზ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2007 წლის 24 იანვარს, რომელიც ჩაჰბარდა იმავე დღეს – 2007 წლის 24 იანვარს (ს.ფ. 126), რაც დასტურდება გზავნილზე მისივე ხელმოწერით, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2007 წლის 6 თებერვალს (ს. ფ. 132), ანუGგადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-13 დღეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად კი: “სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად".

Yყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ აპელანტ რ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი შეტანილია გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 14 დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზაიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აპელანტ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 31 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი შეიტანა 2007 წლის 20 თებერვალს, ანუ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-20 დღეს, რითაც დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სააპელციო საჩივრის გასაჩივრების ვადა, ვინაიდან, საქმეში დაცულია საფოსტო გზავნილი, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2007 წლის 31 იანვარს (ს.ფ. 128-129), საქმეში ასევე წარმოდგენილია საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინება, რომლითაც ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 2 თებერვალს (ს.ფ.130), კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს ექსპედიციაში გადასაგზავნათ ჩაბარებული კორესპონდენციების რეესრტი ¹17, რომლიდანაც დასტურდება, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 15 თებერვალს (ს. ფ. ) ანუ მე-13 დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი მხარის მიერ შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში და ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ზ-ისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 და 27 თებერვლის განჩინებები და რ. ზ-ისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები წარმოებაში მიღების მიზნით გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.