Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-228-216(კს-07) 26 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. მ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

საკასაციო პალატამ გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.12.06წ. განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადების მოთხოვნა, გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 04.10.06წ. ¹01/27-487 განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე მ. მ-ისათვის უფლების გადაცემის შესახებ და მ. მ-ს გადასახდელად დაეკისრა ქონების ღირებულების 3% 900 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. მ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.07წ. განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლოს განჩინებით განიმარტა აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივების უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. მ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში მ. მ-ის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.12.06წ. განჩინება. კერძო საჩივარი განსახილველად გადაეცა ზემდგომ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელმაც გამოიტანა განჩინება მ. მ-ის კერძო საჩივრის თაობაზე. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია მ. მ-ის კერძო საჩივარზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი სსკ-ის 419 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, რის გამო იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილვევად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.