Facebook Twitter

¹ბს-239-233(კს-08) 20 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 401-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. მ.-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 8 ივნისს მ. კ.-მ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ა. მ.-ის, ჯ. ე.-ის, მცხეთის რაიონის სოფელ ...-ის გამგებლის, ე. ბ.-ისა და გ. ხ.-ის მიმართ და მოითხოვა 1997 წლის 10 ოქტომბრის ¹49 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, ა. მ.-ის არაკეთილსინდისიერ შემძენად აღიარება, 2003 წლის 27 აგვისტოს ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მორალური და მატერიალური ზიანის – 5000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხეებისათვის და ა. მ.-ის დავალდებულება გზის აღდგენის შესახებ (იხ. ს.ფ. 2-6).

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განჩინებით მ. კ.-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო (იხ. ს.ფ. 171-174).

მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ.-მ (იხ. ს.ფ. 178-182).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით მ. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 209-212).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. მ.-მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 219).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. მ.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ის სასამართლო აქტები, რომელთა კერძო საჩივრით გასაჩირების წესიც პირდაპირაა დადგენილი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.3 მუხლის თანახმად, განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საჩივრდება კერძო საჩივრით ზემდგომ სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომმა სასამართლომ, 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.3 მუხლის შესაბამისად განიხილა მ. კ.-ის კერძო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.2 მუხლის საფუძველზე მ. კ.-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.3 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის განჩინება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, რის შესახებაც განემარტათ მხარეებს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით. აღნიშნულის მიუხედავად, ა. მ.-მ კერძო საჩივარი შემოიტანა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება.

ამდენად, მითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. მ.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 396-ე, 399-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.