Facebook Twitter

ბს-270-263(2კს-08) 18 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ლ. შ.-ი, მ. მ.-ი, მ. ბ.-ი, ი. ქ.-ი, მ. გ.-ა, მ. ი.-ე, უ. კ.-ე, თ. კ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი”

'

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 4 აგვისტოს თ. კ.-მ, ლ. შ.-მა და სხვებმა სარჩელით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მიმართ, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. კ.-მ, ლ. შ.-მა და სხვებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით თ. კ.-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. კ.-ის, ლ. შ.-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. შ.-ს, ი. ქ.-ის, მ. ბ.-ის, თ. კ.-ის, მ. მ.-ის, უ. კ.-ის, მ. გ.-სა და მ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწლობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის 2004 წლის 2 ივლისის ¹473-კ ბრძანება თ. კ.-ის, 2004 წლის 2 ივლისის ¹485-კ ბრძანება მ. გ.-ს, 2004 წლის 2 ივლისის ¹486-კ ბრძანება უ, კ.-ის, 2004 წლის 5 ივლისის ¹523-კ ბრძანება მ. მ.-ის, 2004 წლის 2 ივლისის ¹484-კ ბრძანება მ. Bბ.-ის, 2004 წლის 2 ივლისის ¹494-კ ბრძანება მ. ი.-ის, 2004 წლის 2 ივლისის ¹502-კ ბრძანება ლ. შ.-ისა და 2004 წლის 2 ივლისის ¹499-კ ბრძანება ქ. ქ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს” დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში. სარჩელის მოთხოვნა მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განჩინებით სს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლობის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2007 წლის 5 სექტემბერს ლ. შ.-მ, მ. მ.-მ, მ, გ.-მ, მ, ბ.-მ, უ. კ.-მ, ი. ქ.-მ, მ. ი.-მ და თ. კ.-მ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება იმ გვარად რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითოს მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების მომენტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, ყოველ მოსარჩელეზე ასანაზღაურებელი თანხის ზუსტი ოდენობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ლ. შ.-ის, მ. მ.-ის, მ.Gგ.-ს, მ. ბ.-ის, უ. კ.-ის, ი. ქ.-ის, მ. ი.-ის და თ. კ.-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არაა გადაწყვეტილების განმარტებისათვის კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი სავალდებულო პირობა – სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება, ვინაიდან მასში ცალსახადაა მითითებული, რომ ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის.

სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისთვის ვერანაირად ვერ მიუთითებდა ასანაზღაურებელი თანხების კონკრეტულ ოდენობას თითოეული მოსარჩელის მიმართ, ვინაიდან, ბუნებრივია, სასამართლოსათვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი, შესაბამისად, აღნიშნული დაანგარიშების გაკეთება სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნებს.

2007 წლის 26 ოქტომბერს ლ. შ.-მ, მ. მ.-მ, მ. გ.-მ, მ. ბ.-მ, უ. კ.-მ, ი. ქ.-მ, მ. ი.-მ და თ. კ.-მ კვლავ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების განმარტება იმგვარად, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებოდა მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების მომენტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის ყოველ მოსარჩელეზე ასანაზღაურებელი თანხის ზუსტი ოდენობა და ასევე განმარტებულიყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნახსენები ,,ხელფასი” იდენტური იყო თუ არა განჩინების სამოტივაცო ნაწილში ნახსენები ,,საშუალო ხელფასისა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ლ. შ.-ის, მ. მ.-ის, მ. გ.-ს, მ. Bბ.-ის, უ. კ.-ის, ი. ქ.-ის, მ. ი.-ისა და თ. კ.-ის განცხადება გადაწყვეტილების განმატების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ,,საშუალო თვიური ხელფასი” და სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული ,,განაცდური ხელფასი” გაგებულ უნდა იქნეს როგორც იდენტური ცნებები, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე სასამართლო ვერ გააკეთებს სამართლებრივ განმარტებას, ვინაიდან ასეთი განმარტება სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის ფარგლებს.

,,საჯარო სამსხურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.

ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, განმცხადებელთა მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, ისე რომ სარეზოლუციო ნაწილში მიეთითოს ასანაზღაურებელი თანხების ზუსტი ოდენობა, უნდა დარჩეს განუხილველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 275-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებით განმცხადებლებს ერთხელ უარი ეთქვათ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2008 წლის 24 იანვარს ლ. შ.-მ, ი. ქ.-მ, მ. ი.-მ, თ. კ.-მ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ცვლილების შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაში იმგვარად, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული სიტყვა ,,ხელფასი” შეიცვალოს სიტყვებით: ,,საშუალო ხელფასი”. განმცხადებლემა ასევე მოითხოვეს შრომის კანონთა კოდექსის 31.1 მუხლის შესაბამისად, ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის 0.07%-ის ანაზღაურება.

საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, კერძოდ, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა მოხსნილ იქნა, იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენს დამოუკიდებელი დავის საგანს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით ლ. შ.-ის, მ. ი.-ის, თ. კ.-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

2008 წლის 17 მარტს ლ. შ.-მ, ი. ქ.-მ, მ. ი.-მ და თ. კ.-მ დაზუსტებული კერძო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის განჩინებით ი. ქ.-ის და მ. ი.-ის ნაწილში კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო ლ. შ.-ის და თ. კ.-ის კერძო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ლ. შ.-ის და თ. კ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

პროცესის ზემოაღნიშნული ნორმა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების განმარტებას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული, შეიცავს ურთიერთ გამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. შ.-ის, ი. ქ.-ის, მ. ბ.-ის, თ. კ.-ის, მ. მ.-ის, უ. კ.-ის, მ. გ.-ს და მ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწლობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის 2004 წლის 2 ივლისის ¹473-კ ბრძანება თ. კ.-ის, 2004 წლის 2 ივლისის ¹485-კ ბრძანება მ. გ.-ს, 2004 წლის 2 ივლისის ¹486-კ ბრძანება უ. კ.-ის, 2004 წლის 5 ივლისის ¹523-კ ბრძანება მ. მ.-ის, 2004 წლის 2 ივლისის ¹484-კ ბრძანება მ. Bბ.-ის, 2004 წლის 2 ივლისის ¹494-კ ბრძანება მ. ი.-ის, 2004 წლის 2 ივლისის ¹502-კ ბრძანება ლ. შ.-ისა და 2004 წლის 2 ივლისის ¹499-კ ბრძანება ქ. ქ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს” დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში. სარჩელის მოთხოვნა მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საჭიროებს იმგვარ კორექტირებას, რომ სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად ,,ხელფასისა” მიეთითოს ,,საშუალო ხელფასი”.

საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესწავლისა და კერძო საჩივრის საფუძვლების გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორები ფაქტობრივად ითხოვენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, რაც სცილდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას ნებისმიერ მომენტში საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოხელე იღებდა სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გამოცემამდე ანუ გათავისუფლების დროს არსებული ხელფასის ოდენობის მიხედვით, ხოლო თუ კერძო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებიან პროცესუალური მოწინააღმდეგის მხრიდან წარდგენილ დაანგარიშებას, აღნიშნული, შესაძლოა, იქცეს ცალკე დავის საგნად.

რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო მითითებებს, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 262-ე მუხლის I ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. კ.-ის და ლ. შ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.