¹ბს-287-272(კს-07) 10 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
განიხილა ხულოს რაიონის გამგეობის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.06წ. განჩინებაზე.
სასამართლომ გამოარკვია:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.06წ. განჩინებით ხულოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს 21.11.06წ. ჩაჰბარდა(ს.ფ. 59), რომელმაც კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 16.02.07წ. მიმართა(ს.ფ. 62).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხულოს რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 12 დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხულოს რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.