¹ბს-363-350(კს-08) 23 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ყ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 11 იანვარს ზ. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თიანეთის მაგისტრატ მოსამართლეს მოპასუხეების: თიანეთის რაიონის კომუნალურ საწარმოთა გაერთიანებისა და ა. ი-ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სანიაღვრე არხის გაწმენდის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი მოსამართლის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით ზ. ყ-ის სასარჩელო განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება.
მითითებულ განჩინებაზე ზ. ყ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა განცხადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით ზ. ყ-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
2007 წლის 19 აპრილს ზ. ყ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი მოსამართლის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო საასმართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება თავისი სამართლებრივი არსით წარმოადგენდა კერძო საჩივარს და მიიღო წარმოებაში, ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ზ. ყ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი მოსამართლის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება, თიანეთის რაიონის გამგებლის 2003 წლის 10 სექტემბრის ¹28/2 განკარგულებით შექმნილი კომისიის 2003 წლის 16 სექტემბრის აქტის ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის გამო საქმის წარმობით შეწყვეტის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მაგისტრატ მოსამართლეს; დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი მოსამართლის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით არასათანადო მოპასუხეები ა. ი-ი და თიანეთის კომუნალური გაერთიანება შეიცვალა სათანადო მოპასუხით – თიანეთის მუნუციპალიტეტის გამგეობით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი მოსამართლის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ზ. ყ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ზ. ყ-მა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებითYზ. ყ-ის განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე, იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ”, ,,ე”, ,,ვ” და ,,ზ” პუნქტების მოთხოვნებს. ამასთან, ზ. ყ-ის საპელაციო საჩივარი წარმოდგენლი უნდა ყოფილიყო სააპელაციო საჩივრის ფორმით, აპელანტს მიეცა 5 დღე აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საპელაციო საჩივრისა და მისი ასლის წარმოსადგენად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინებით ზ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი მოსამართლის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
საპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტს, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა, მის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული და მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კვლავ არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, და ,,ზ” პუნქტების და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ყ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ყ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი.; ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს საპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ვ) მითითებას გარემოებებზე, რომელებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას; ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას; თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის დართვით, რადენი მონაწილეც არის საქმეში. ხოლო მე-5 პუნქტით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნეს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნას ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ხარვეზიანად იქნა მიჩნეული ზ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი და მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი საპელაციო საჩივრისა და მისი ასლის წარმოსადგენად მიეცა 5 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
საკასაციო სასამართლო ზ. ყ-ის კერძო საჩივრის საფუძველზე გაეცნო ხარვეზის შევსების მიზნით ზ. ყ-ის მიერ 2008 წლის 7 თებერვალს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ”, ,,ე”, ,,ვ” და ,,ზ” პუნქტებსა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რაც ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცველად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.