Facebook Twitter

ბს-423-406(კს-08) 5 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. შ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 23 აგვისტოს ი. შ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება ქ. ბათუმში, ...... ¹1, სახლი 101, ბინა ¹9-ის მოსარჩელის საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ (იხ. ს.ფ. 1-4).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ი. შ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ. ს.ფ. 13).

საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. შ-ემ (იხ. ს.ფ. 15-17).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ი. შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 აგვისტოს განჩინება და საქმე წარმოებაში მიღების სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 24-27).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. შ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან არის I ჯგუფის ინვალიდი და იგი კანონით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (იხ. ს.ფ. 35).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. შ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 414.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრით საჩივრდება სასამართლოს მიერ გამოტანილი მხოლოდ ის განჩინებები, რომლებზეც გასაჩივრების ამგვარ წესს ადგენს საპროცესო კანონმდებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში ი. შ-ე კერძო საჩივრით ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, როგორც ზემდგომმა სასასამართლომ განიხილა ი. შ-ის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 419.3 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, რომლის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, რის შესახებაც განიმარტა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში. აღნიშნულის მიუხედავად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. შ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. შ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე დაუშვებელია, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალიწინებს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრებას კერძო საჩივრით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს სსსკ-ის 404.2 მუხლის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინების კანონიერება შეუძლია სადავოდ გახადოს სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად როგორც წინმსწრები განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. შ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.