ბს-691-658(კს-07) 3 ოქტომბერი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე - ინდმეწარმე ,,.....”
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2001 წლის 13 აპრილს ინდმეწარმე ,, ....” სარჩელით მიმართა კასპის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კასპის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიმართ 27026 ლარის გადახდაზე უარის თქმის შესახებ.
კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე ,,....” სარჩელი დაკმაყოფილდა; კასპის რაიონული სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა ინდმეწარმე ,,....” მიმართ ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ 27062,97 ლარის გადახდის თაობაზე ჩაითვალა არაკანონიერად და ინდმეწარმე ,,....” ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ გადასახდელად დაუდგინდა 4849,84 ლარი, ჯარიმა - 1134,19 ლარი და საურავი - 1015,03 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და აღნიშნავდა, რომ კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება კასპის საგადასახადო ინსპექციას ჩაჰბარდა 2001 წლის 20 ივლისს. სააპელაციო სასამართლოს, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, არ უმსჯელია თუ რამდენად კანონიერად გადეცა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, კასპის რაიონულ სასამართლოში ინდივიდუალური საწარმო ,,....» სარჩელის გამო წარმოებულ საქმის განხილვაში მონაწილეობას ღებულობდა კასპის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, რომელსაც კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2001 წლის 10 ოქტომბერს (ს. ფ. 35), საქმეში არსებული კასპის საგადასახადო ინსპექციის ადგილობრივი კორესპონდენციის წიგნის ამონაწერიდან (ს. ფ. 49-52) დასტურდება, რომ კასპის საგადასახადო ინსპექციას კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების ასლი და ჩაჰბარდა 2001 წლის 10 ივლისს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად (საუბარია იმ დროისათვის მოქმედ რედაქციაზე): «სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, კასპის რაიონულ სასამართლოში ინდივიდუალური საწარმო ,,...» სარჩელის გამო წარმოებულ საქმის განხილვაში მონაწილეობას ღებულობდა კასპის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, რომელსაც კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2001 წლის 10 ოქტომბერს (ს. ფ. 35), საქმეში არსებული კასპის საგადასახადო ინსპექციის ადგილობრივი კორესპონდენციის წიგნის ამონაწერიდან (ს. ფ. 49-52) დასტურდება, რომ კასპის საგადასახადო ინსპექციას კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების ასლი და ჩაჰბარდა 2001 წლის 10 ივლისს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
აღნიშნული მუხლისა და საქმეში დაცული გზავნილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, კერძოდ, 2006 წლის 25 მაისიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად. მითითებული მუხლის დებულებები და გადაწყვეტილების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 2006 წლის 8 ივნისს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალიწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მე-2 ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
როგორც აღინიშნა, საქმეში დაცულია უწყება, რომელიც დამოწმებულია საქართველოს თავდაცის სამინისტროს საქმისწარმოების ბეჭდით და შესაბამისი ხელმოწერით, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გადაწყვეტილების ასლი თვადაცვის სამინისტროს ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2006 წლის 25 მაისს, ხოლო რაც შეეხება საქმეში არსებულ თანდართულ რესსტრის ამონაწერს (ს. ფ. 96-97), მითითებული, საკასციო სასამართლოს განმარტებით, წარმოადგენს უწყების შიდა აღრიცხვის დოკუმენტს და არა ფოსტისათვის კორესპონდენციის გადაცემის შესახებ რეესტრის ამონაწეს, რომელიც დაადსტურებდა საქართველოს თავდაცის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის 2006 წლის 8 ივნისის ჩაბარების ფაქტს, რის გამოც იგი და ვერ იქცევა საქართველოს თვადაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძვლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს თვადაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.