Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-699-671(კს-08) 4 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. ღ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

საკასაციო პალატამ გამოარკვია:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.08წ. განჩინებით ვ. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.07წ. საოქმო განჩინებაზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.08წ. განჩინებით ვ. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.02.08წ. განჩინებაზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.08წ. განჩინებით ვ. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.03.08წ. განჩინებაზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.08წ. განჩინებით ვ. ღ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.08წ. ზემოაღნიშნული განჩინებები 02.06.08წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ღ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინებების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოებულ, ვ. ღ-ის 19.01.05წ. სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ღ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში ვ. ღ-ის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.07წ. საოქმო განჩინება, 20.02.08წ. და 10.03.08წ. განჩინებები. კერძო საჩივრები განსახილველად გადაეცა ზემდგომ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელმაც გამოიტანა განჩინებები ვ. ღ-ის კერძო საჩივრების თაობაზე. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.08წ. განჩინებით ვ. ღ-ის შუამდგომლობა განსახილველად გადაეცა განსჯად სასამართლოს. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ვ. ღ-ის კერძო საჩივრებსა და შუამდგომლობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ღ-ის კერძო საჩივარი სსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაუშვებელია.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო. განსჯადობის თაობაზე დავა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო, რომელსაც განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა კონკრეტული საქმე, არ გაიზიარებს საქმის გადმომგზავნი სასამართლოს მოსაზრებას საქმის განსჯადობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ კონკრეტული საქმე არის არა მისი, არამედ საქმის გადმომცემი სასამართლოს განსჯადი. სასკ-ის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში საქმეზე არ არის სასკ-ის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე, ხოლო საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ განჩინებაზე გასაჩივრება არ დაიშვება, ვ. ღ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ღ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.