Facebook Twitter
¹ბს-80-75(კს-07) 5 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელ ი. კ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მის მიერ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.
საკასაციო პალატა გაეცნო საქართველოს ლტოლვილთაAდა განსახლების სამინისტროს წარმომადგენელ ი. კ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამავე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა იწყება მხარისთვის განჩინების გადაცემის მომენტიდან და ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ საქართველოს ლტოლვილთაAდა განსახლების სამინისტროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის განჩინება ჩაჰბარდა 2005 წლის 19 ოქტომბერს (ს.ფ. 266). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი თორმეტდღიანი ვადა ამოიწურა 2005 წლის 31 ოქტომბერს. კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი ფოსტით გაგზავნა 2005 წლის 2 ნოემბერს (ს.ფ. 270), ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 12-დღიანი ვადის დარღვევით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაუშვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელ ი. კ-ის კერძო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.