Facebook Twitter

¹ბს-842-810(კს-08) 9 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ზ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. ქ. ბათუმის მერია; 2. ვ. დ-ი

თანამოსარჩელე _ ლ. პ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინება

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 6 ნოემბერს ზ. გ-ემ და ო. ა-ამ სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიისა და ვ. დ-ის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2007 წლის 7 აგვისტოს ვ. დ-იმ ქ. ბათუმის მერიაში შეიტანა განცხადება, რომლითაც მოითხოვა, თითქოს მის კანონიერ სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹59-ში მდებარე ¹23 სადავო ბინის უსასყიდლოდ სარგებლობაში (პრივატიზაციის გზით) გადაცემა, ქ. ბათუმის მერიამ კი დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და 2007 წლის 22 ოქტომბრის ¹1134 ბრძანებით საკუთრების უფლებით გადასცა მას აღნიშნული ბინა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 22 ოქტომბრის ¹1134 ბრძანების, ქ. ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხის განმხილველი კომისიის 2007 წლის 8 ოქტომბრის ¹16 და 19 ოქტომბრის ¹17 ოქმების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც ვ. დ-ის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹59-ში მდებარე ¹23 ბინა, ასევე ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 22 ოქტომბრის ¹1134 ბრძანების საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა, აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება გასაჩივრებულ ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ზ. გ-ისა და ო. ა-ას სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და შეჩერდა ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 22 ოქტომბრის ¹1134 ბრძანების მოქმედება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა _ მ. ა-ემ განმარტა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, სარჩელში ერთ-ერთ მოსარჩელედ ო. ა-ას ნაცვლად, მითითებული უნდა ყოფილიყო ლ. პ-ი, ასევე დააზუსტა სარჩელი და დამატებით მოითხოვა მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის დავალდებულება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ზ. გ-ისა და ლ. პ-ის სარჩელი დასაშვებად იქნა მიჩნეული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ისა და ლ. პ-ის სარჩელი ქ. ბათუმის მერიისა და ვ. დ-ის მიმართ, ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 22 ოქტომბრის ¹1134 ბრძანებისა და ქ. ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხის განმხილველი კომისიის 2007 წლის 8 ოქტომბრის ¹16 და 19 ოქტომბრის ¹17 ოქმების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება 2008 წლის 31 მარტს სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. გ-ემ და ლ. პ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით ზ. გ-ისა და ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, რადგან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი და აპელანტებს _ ზ. გ-ესა და ლ. პ-ნს აღნიშნული ხარვეზის შესავსებად მიეცათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე, ასევე განემარტათ, რომ ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს _ ზ. გ-ესა და ლ. პ-ნს გაეგზავნათ მისამართზე _ ქ. ბათუმი, .... ქ. ¹59, ბინა ¹23 და 2008 წლის 22 აპრილს პირადად ჩაჰბარდა აპელანტ ლ. პ-ნს.

2008 წლის 15 მაისს აპელანტმა _ ზ. გ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ფოსტის მეშვეობით განცხადებით მიმართა და განმარტა, რომ 2008 წლის 14 მაისს ლ. პ-მა მას გადასცა ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა ლ. პ-ი, ხოლო თვითონ განმცხადებელი _ განცხადებაში მითითებულ მისამართზე _ ქ. ბათუმში, ..... ქუჩის ¹25 შესახვევში, რის გამოც ხარვეზის შესახებ განჩინება მას გადასცა ლ. პ-მა და ფოსტის მეშვეობით არ ჩაჰბარებია იგი. ზ. გ-ემ აღნიშნულ განცხადებას დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის ქვითარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით ზ. გ-ისა და ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო და აპელანტს _ ზ. გ-ეს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც საქმეში არსებული შეტყობინების ბარათით დგინდებოდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტებს _ ზ. გ-ესა და ლ. პ-ს გაეგზავნათ და აპელანტს _ ლ. პ-ს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2008 წლის 22 აპრილს. აპელანტებს ხარვეზი უნდა შეევსოთ 2008 წლის 29 აპრილამდე. 2008 წლის 16 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. გ-ემ და განმარტა, რომ 2008 წლის 14 აპრილს ლ. პ-მა მას გადასცა ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა ლ. პ-ი, თვითონ განმცხადებელი კი _ განცხადებაში მითითებულ მისამართზე, რის გამოც ხარვეზის შესახებ განჩინება მას გადასცა ლ. პ-მა და იგი მას არ ჩაჰბარებია. ზ. გ-ემ განმარტა, რომ მის მიერ გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი, წარადგინა სააპელაციო საჩივრების ასლები და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ზ. გ-ისა და ლ. პ-ის მიერ, რაც დასტურდებოდა სააპელაციო საჩივარზე მათივე ხელმოწერებით. ხარვეზის შესახებ განჩინებით სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზი დაუდგინდა ორივე აპელანტს _ ზ. გ-ესა და ლ. პ-ს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული სარჩელის საგანს წარმოადგენდა საერთო უფლება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სავალდებულო თანამონაწილეობა, ვინაიდან დავის საგანი ეხებოდა საერთო საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სავალდებულო თანამონაწილეობის დროს ერთ-ერთი აპელანტისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარება ნიშნავდა მეორე აპელანტისთვისაც ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებას, მით უმეტეს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შესახებ განჩინებით ხარვეზი დაუდგინა, როგორც ლ. პ-ს, ისე _ ზ. გ-ეს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი იყვნენ, ეცნობებინათ სასამართლოსთვის საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას, უწყება იგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდებოდა მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, აპელანტებს _ ლ. პ-სა და ზ. გ-ეს სააპელაციო საჩივარსა და სარჩელში მითითებული ჰქონდათ ერთი მისამართი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის შედგენის დროისათვის აპელანტის მიერ მითითებული იყო მისამართი, რომლის შეცვლის შესახებ მას რაიმე განცხადება სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ხოლო სააპელაციო საჩივრის ხარვეზი უნდა შეევსო ასევე ლ. პ-ს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი, სასამართლო ავალებდა საჩივრის შემტან პირს, შეევსო ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავდა ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღებოდა. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდებოდა კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილი იყო საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩებოდა განუხილველი. ხსენებული კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებდა იმ წესების დაცვით, რაც დადგენილი იყო პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მესამე წინადადების მიხედვით, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარებოდა მთლიანად დაბრუნებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. გ-ისა და ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, უნდა დარჩენილიყო განუხილველი და აპელანტს _ ზ. გ-ეს დაბრუნებოდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა საჩივარი, რომელიც მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად ბაჟის გადაუხდელობის გამო. ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაჰბარდა მეორე მოსარჩელეს _ ლ. პ-ს, რომელმაც მოგვიანებით გადასცა იგი ზ. გ-ეს. აღნიშნული განჩინების ზ. გ-ის გადაცემის შემდგომ, ზ. გ-ემ შეავსო ხარვეზი _ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვა გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ მიიღო მხედველობაში და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

ზ. გ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით ზ. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 9 ოქტომბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ზ. გ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ისა და ლ. პ-ის სარჩელი ქ. ბათუმის მერიისა და ვ. დ-ის მიმართ, ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 22 ოქტომბრის ¹1134 ბრძანებისა და ქ. ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხის განმხილველი კომისიის 2007 წლის 8 ოქტომბრის ¹16 და 19 ოქტომბრის ¹17 ოქმების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 119-123). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება 2008 წლის 31 მარტს სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. გ-ემ და ლ. პ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 129-136). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით ზ. გ-ისა და ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, რადგან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი და აპელანტებს _ ზ. გ-ესა და ლ. პ-ს აღნიშნული ხარვეზის შესავსებად ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან მიეცათ 7 დღე, ასევე განემარტათ, რომ ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 142-143). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს _ ზ. გ-ესა და ლ. პ-ს გაეგზავნათ მისამართზე _ ქ. ბათუმი, ...... ქ. ¹59, ბინა ¹23 და იგი პირადად ჩაჰბარდა აპელანტ ლ. პ-ს 2008 წლის 22 აპრილს (ს.ფ. 144-145). 2008 წლის 15 მაისს აპელანტმა _ ზ. გ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ფოსტის მეშვეობით განცხადებით მიმართა და განმარტა, რომ 2008 წლის 14 მაისს ლ. პ-მა მას გადასცა ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა ლ. პ-ი, ხოლო თვითონ განმცხადებელი _ განცხადებაში მითითებულ მისამართზე _ ქ. ბათუმში, ..... ქუჩის ¹25 შესახვევში, რის გამოც ხარვეზის შესახებ განჩინება მას გადასცა ლ. პ-მა და ფოსტის მეშვეობით არ ჩაჰბარებია იგი. ზ. გ-ემ აღნიშნულ განცხადებას დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის ქვითარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (ს.ფ. 146-152). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით ზ. გ-ისა და ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო და აპელანტს _ ზ. გ-ეს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი (ს.ფ. 153-159).

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაჰბარდა მეორე მოსარჩელეს _ ლ. პ-ს, რომელმაც მოგვიანებით გადასცა იგი ზ. გ-ეს, ხოლო აღნიშნული განჩინების ზ. გ-ის გადაცემის შემდგომ, ზ. გ-ემ შეავსო ხარვეზი _ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვა გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული უნდა მიეღო მხედველობაში და სააპელაციო საჩივარი არ დაეტოვებინა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავზე (მუხლები: 70-78-ე), რომელიც განსაზღვრავს სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების, მათ შორის, სასამართლო უწყების ჩაბარების საპროცესო წესებს, კერძოდ, ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 76-ე მუხლის კომპლექსური შეჯერებით განმარტავს, რომ სასამართლო უწყება სასამართლოში დასაბარებელ პირს _ პროცესის მონაწილეს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ სარჩელში ან/და სააპელაციო (საკასაციო) საჩივარში მითითებული ფაქტობრივი ადგილსამყოფლის, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, ან სასამართლოსათვის ცნობილი მისი სხვა მისამართის მიხედვით. ამდენად, სასამართლო უწყების (გზავნილის) მხარისათვის გაგზავნისას სასამართლო ხელმძღვანელობს სწორედ საქმეში მონაწილე მხარის მიერ სარჩელში ან/და სააპელაციო (საკასაციო) საჩივარში მითითებული მისამართით. მხარეების ან/და მათი წარმომადგენლების მიერ სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლა წარმოშობს მათ მოვალეობას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცვლილი მისამართის სასამართლოსთვის დაგვიანებით შეტყობინება ვერ განაპირობებს სასამართლოს მიერ საპროცესო კანონით დადგენილი წესით შესრულებული საპროცესო მოქმედებისა და შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების ამ მოტივით გაუქმებას.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ზ. გ-ემ და ლ. პ-მა სააპელაციო საჩივარში (ს.ფ. 129-136) მიუთითეს ერთი და იგივე მისამართი _ ქ. ბათუმი, ..... ქ. ¹59, ბინა ¹23. ამასთან, 2008 წლის 15 მაისს აპელანტმა _ ზ. გ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარდგენილ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში თავის საცხოვრებელ ადგილად მიუთითა სულ სხვა მისამართი _ ქ. ბათუმი, ..... ქუჩის ¹25 შესახვევი. აღნიშნული მისამართი მანამდე არ იყო ცნობილი სასამართლოსათვის და ამის შესახებ ზ. გ-ემ პირველად სწორედ ხსენებულ განცხადებაში მიუთითა. ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს _ ზ. გ-ესა და ლ. პ-ს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ქ. ბათუმი, ..... ქ. ¹59, ბინა ¹23 და იგი პირადად ჩაჰბარდა აპელანტ ლ. პ-ს 2008 წლის 22 აპრილს, ხარვეზის შევსების ვადა ზ. გ-ესა და ლ. პ-ს ამოეწურათ 2008 წლის 29 აპრილს, ზ. გ-ემ კი ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება თანდართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით შეიტანა 2008 წლის 15 მაისს, ანუ ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის (თანამონაწილეობის საფუძვლები) პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული სარჩელის საგანს წარმოადგენს სწორედ საერთო უფლება, კერძოდ, საკუთრების უფლება სადავო ბინაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სავალდებულო თანამონაწილეობა, რომლის დროსაც ერთ-ერთი აპელანტისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარება ნიშნავს მეორე აპელანტისთვისაც ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულია სავალდებულო, ანუ აუცილებელი თანამონაწილეობა, რომლის დროსაც ერთ-ერთი მხარის სასამართლოში გამოცხადება ამავდროულად, ნიშნავს ყველა სხვა თანამონაწილის გამოცხადებას. შესაბამისად, ერთ-ერთი სავალდებულო თანამონაწილისათვის სასამართლო უწყების (გზავნილის) ჩაბარება ნიშნავს მის ჩაბარებას სხვა აუცილებელი თანამონაწილისათვის, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით, მათ შორის, სასამართლოს მხრიდან დავალებული მოქმედების სასამართლოს მიერვე განსაზღვრულ ვადაში შესრულების ასპექტით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. გ-ის კერძო საჩივარი არის უსაფუძვლო, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.