Facebook Twitter

¹ბს-2057-22(ა-07) 6 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ლალი ლაზარაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “ნ-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.09.07წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს “ნ-ის” დირექტორმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სს “მ-ის” მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს და საიჯარო ქირის გადახდა, დაკავებული ფართიდან სს “მ-ის” გასახლება და სს “მ-ის” საპრივატიზებო სიიდან შპს “ნ-ის” კუთვნილი ქონების, ხილბოსტანვაჭრობის ¹.... მაღაზიისა და ¹..... პავილიონის ამორიცხვა მოითხოვა.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა აგრეთვე სს “მ-ის” დირექტორმა შპს “ნ-ის”, საქართველოს ეკონომუკური განვიტარების სამინისტროსა და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ და პრივატიზაციის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქონების ჩამონათვალის აქტიდან ქონების ამორიცხვა და რეესტრის უზუსტო ჩანაწერების შესწორება მოითხოვა.

შპს “ნ-ისა” და სს “მ-ის” სარჩელების გამო წარმოებული საქმეები გაერთიანდა ერთ საქმედ.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 28.12.04წ. გადაწყვეტილებით შპს “ნ-ის” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა სს “მ-ის” სასარჩელო მოთხოვნა, შპს “ნ-ის” საკოლმეურნეო ბაზრის კოლექტივისათვის იჯარით გადასაცემი ძირითადი ქონების ჩამონათვალსა და შეფასების შესახებ აქტიდან ამოღებული იქნა ხილბოსტანვაჭრობის ¹.... მაღაზია და ¹.... პავილიონი, ბათილად იქნა ცნობილი შპს “ნ-ის” მიერ განხორციელებული პრივატიზაცია და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 12.06.95წ. გაცემული საკუთრების მოწმობა სადავო ქონების ნაწილში, ობიექტები ამოირიცხა ზემოაღნიშნული დოკუმენტებიდან.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 28.12.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ნ-მა”. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 28.12.04წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ნ-მა”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.07.07წ. განჩინებით შპს “ნ-ის” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად. კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.09.07წ. განჩინებით ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო შპს “ნ-ის” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

17.10.07წ. შპს “ნ-მა” განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.07.07წ. განჩინება 24.07.07წ. ჩაჰბარდა და 31.07.07წ., სასამართლოს მიერ განსაზღვულ ვადაში, სახელმწიფო ბაჟი შეტანილი იქნა სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე “ს-ის” მეშვეობით. აღნიშნულის თაობაზე საკასაციო პალატისათვის ცნობილი არ ყოფილა და მისი საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. განმცხადებელმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და შპს “ნ-ის” განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.07.07წ. განჩინებით შპს “ნ-ის” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად. კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო შპს “ნ-ის” საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს 27.09.07წ. განჩინებით დარჩა განუხილველი. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალის მიერ გაცემული 31.07.07წ. ¹.... საგადასახადო დავალებით დასტურება რომ შპს “ნ-მა” სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეზე საკასაციო პალატის 09.07.07წ. განჩინებით განსაზღვრული ოდენობით შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.07.07წ. განჩინებით კასატორს არ განემარტა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარმოდგენის ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს “ნ-ის” განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.09.07წ. განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება შპს “ნ-ის” საკასაციო საჩივარზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ნ-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.09.07წ. განჩინება;

2. განახლდეს საქმის წარმოება შპს “ნ-ის” საკასაციო საჩივარზე;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.