Facebook Twitter

¹ბ-3052-23(ა-08) 3 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის ¹ბს-527-499(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. შ.-ის განცხადების დასაშვებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 14 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებაში აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ზ. შ.-ის განცხადება არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობდნენ, რომ დაცული იყო განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. საკასაციო სასამართლომ ზ. შ.-ს ხსენებული განჩინებით დაავალა იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის ¹ბს-527-499(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შემოტანა იმ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც მოწმობენ, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. ზ. შ.-ს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი განცხადება არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება ზ. შ.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 25 ნოემბერს. 2008 წლის 28 ნოემბერს ზ. შ.-მ ფოსტის მეშვეობით, ხარვეზის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, მაგრამ ზ. შ.-ს არ შეუვსია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი _ არ შემოუტანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის ¹ბს-527-499(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება იმ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც მოწმობენ, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცულია მის მიერ განცხადების შეტანის ვადა და არ წარმოუდგენია ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის ¹ბს-527-499(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. შ.-ის განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის ¹ბს-527-499(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. შ.-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის ¹ბს-527-499(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. შ.-ის განცხადება დაუშვებლობის მოტივით;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.