Facebook Twitter

¹ბ-507-11(ა-08) 19 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი (მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) _ შპს “ც.-ი”

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია (უფლებამონაცვლე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ც.-ის” მიმართ და მოითხოვა შპს “ც.-ის” კუთვნილი ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციის უფლება.

შპს “ც.-მ” თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა მის მიერ 1999-2000 წლებში მატერიალური ფასეულობების შეძენაზე გადახდილი დღგ-ს _ 162869,2 ლარის ჩათვლა, დარიცხული საურავის _ 190695,48 ლარის გაუქმება, აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 3 ივნისის ¹28/06-06/1/10 და 2004 წლის 1 ივლისის ¹28/... შეტყობინებების ბათილად ცნობა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს “ც.-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე გადახდილად იქნა ჩათვლილი შპს “ც.-ის” მიერ 1999-2000 წლებში შეძენილ საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადის სახით გადახდილი თანხა, რაც ურთიერთმოთხოვნათა არსებობის გამო, გაქვითულ იქნა; ბათილად იქნა ცნობილი აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 3 ივნისის ¹... და 2004 წლის 1 ივლისის ¹28/... შეტყობინებების სახით გამოცემული ადმინისტრაციული აქტები საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს “ც.-თვის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო სარჩელის _ დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას ნება დაერთო მოეხდინა შპს “ც.-ის” კუთვნილი, ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაცია; შპს “ც.-ის” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ც.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “ც.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს “ც.-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს “ც.-ს” ჩაეთვალა მის მიერ გადახდილი დღგ 162869,20 ლარის ოდენობით და გაუქმდა აღნიშნულ დღგ-ზე დარიცხული საურავი 190695,48 ლარის ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 3 ივნისის ¹... და 2004 წლის 1 ივლისის ¹28/... შეტყობინებები.

2007 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და ამავე პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღსრულებულიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი არ იყო ბუნდოვანი, იგი კონკრეტულად და გასაგებად იყო ჩამოყალიბებული.

2008 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 აპრილის განჩინებით განუხილველი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 19 ივნისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავის განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ამავე სამსახურისათვის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 18 თებერვლის ¹01/02-05/678 წერილითა და თანდართული მასალებით ცნობილი გახდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ს ბარათზე დავალიანება არ ფიქსირდებოდა (01.01.01 მდგომარეობით დღგ-ს ბარათზე ძირითადი დავალიანება იყო 1949,71 ლარი, საურავი _ 402,59 ლარი, ხოლო 03.06.04 მდგომარეობით _ ძირითადი დავალიანება იყო 87790,4 ლარი, საურავი _ 90565,25 ლარი), ხოლო შპს “ც.-ს", როგორც გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო ინსპექციაში არ წარუდგენია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილი ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, შპს “ც.-ს” არც ჩათვლა მიუღია და ბუნებრივია, შპს “ც.-თვის” ჩათვლების გაუქმებაც ვერ მოხდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქონლის მომწოდებელი ფირმები არ იყო აღრიცხული აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში და თავად მოსარჩელეც ამ სპეციალური ნიშნით შექმნილ საგადასახადო ინსპექციაში გადავიდა სადავო საანგარიშგებო პერიოდის დამთავრების შემდეგ, აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის ცნობილი არ იყო თბილისის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული შპს “ც.-ის” მომწოდებლების მიერ სადავო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის ინსპექციებში წარდგენის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 აპრილის განჩინებით განუხილველი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს “ც.-ის” საკასაციო საჩივართან დაკავშირებულ ¹... ადმინისტრაციულ საქმეზე განხილულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის (უფლებამონაცვლე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია) სარჩელი შპს “ც.-ის” მიმართ შპს “ც.-ის” კუთვნილი ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ და შპს “ც.-ის” შეგებებული სარჩელი დღგ-ს ჩათვლის განხორციელების, დარიცხული საურავის გაუქმებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს “ც.-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს “ც.-ს” ჩაეთვალა მის მიერ გადახდილი დღგ 162869,20 ლარის ოდენობით და გაუქმდა აღნიშნულ დღგ-ზე დარიცხული საურავი 190695,48 ლარის ოდენობით, ასევე ბათილად იქნა ცნობილი აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 3 ივნისის ¹28/06-06/1/10 და 2004 წლის 1 ივლისის ¹28/1132 შეტყობინებები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ შპს “ც.-ის” შეგებებული სარჩელის მოთხოვნას მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის (უფლებამონაცვლე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის (უფლებამონაცვლე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია) მიმართ წარმოადგენდა მის მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადახდილი დღგ-ს თანხის ჩათვლა და არა დღგ-ს გაუქმებული ჩათვლის აღდგენა. ამასთან, ¹... ადმინისტრაციული საქმე განხილულ და გადაწყვეტილ იქნა ამ საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, შპს “ც.-ის” მიერ წარმოდგენილი დღგ-ს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. მოპასუხეები შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდნენ არა იმ საფუძვლით, რომ შპს “ც.-ს” საგადასახადო ინსპექციაში თავის დროზე არ წარუდგენია დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურები და სასამართლოში წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები სადავო იყო, არამედ იმ საფუძვლით, რომ ამ ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი დღგ არ ექვემდებარებოდა ჩათვლას შესაბამისი ქონების, როგორც უძრავი ნივთის, სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტს იმის შესახებ, რომ, ვინაიდან საქონლის მომწოდებელი ფირმები არ იყო აღრიცხული აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში და თავად მოსარჩელეც ამ სპეციალური ნიშნით შექმნილ საგადასახადო ინსპექციაში გადავიდა სადავო საანგარიშგებო პერიოდის დამთავრების შემდეგ, აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის ცნობილი არ იყო თბილისის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული შპს “ც.-ის” მომწოდებლების მიერ სადავო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის ინსპექციებში წარდგენის ფაქტი, რის გამოც საქმის არსებითად განხილვის დროს მასზე ვერ გაამახვილებდა ყურადღებას.

ზემოაღნიშნულის თაობაზე საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ¹... ადმინისტრაციული საქმე განიხილა და 2007 წლის 19 სექტემბრის ახალი გადაწყვეტილება მიიღო საქმეში წარმოდგენილი მასალების, მათ შორის, დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ განმცხადებელი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარმოადგენდა ¹... ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სუბიექტს, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციასთან, ხოლო შემდგომ _ ამ ინსპექციის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციასთან ერთად, ¹... ადმინისტრაციულ საქმეში მონაწილეობდა მოპასუხედ შპს “ც.-ის” შეგებებულ სარჩელზე. ამასთან, ¹... ადმინისტრაციული საქმის განხილვის პროცესში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ისევე, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას, სადავოდ არ გაუხდიათ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ შეგებებულ სარჩელში მითითებული დღგ-ს კონკრეტული ანგარიშ-ფაქტურების ნამდვილობა და შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში მათი წარდგენა. შეგებებული სარჩელის საგანი მოიცავდა სწორედ დღგ-ს ჩათვლის მოთხოვნას, ასევე, დარიცხული საურავის გაუქმებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს და განმცხადებლის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ შეგებებული სარჩელის საგანი არ ყოფილა დღგ-ს გაუქმებული ჩათვლის აღდგენა, ანუ შპს “ც.-თვის” ამ შემთხვევაში დღგ-ს ჩათვლა არ მომხდარა და შესაბამისად, მისი გაუქმებაც ვერ მოხდებოდა. საკასაციო სასამართლოს კი არ აღუდგენია შპს “ც.-თვის” დღგ-ს გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურები, არამედ 2007 წლის 19 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილებით შპს “ც.-ს” ჩაეთვალა მის მიერ გადახდილი დღგ 162869,20 ლარის ოდენობით და გაუქმდა აღნიშნულ დღგ-ზე დარიცხული საურავი 190695,48 ლარის ოდენობით. ამასთან დაკავშირებით, შპს “ც.-ი” საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებაში მართებულად აღნიშნავს, რომ განმცხადებელი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიუთითებს ისეთ საკითხზე, რაზეც მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა, რადგან დავის შინაარსისა და საფუძვლების შესაბამისად, შპს “ც.-ი” არ ითხოვდა დღგ-ს ისეთ ჩათვლას, რომელიც წინა მომწოდებელს უსაქონლო ოპერაციის (ან სხვა რაიმე მიზეზის) გამო გაუუქმდა, არამედ დავა შეეხებოდა დღგ-ს ჩათვლის უფლებას, რადგან შპს “ც.-ი” უძრავი ნივთის მიწოდებას არ ახორციელებდა.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ¹... ადმინისტრაციულ საქმეზე ერთობლივად იქნა განხილული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის (უფლებამონაცვლე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია) სარჩელი შპს “ც.-ის” მიმართ და შპს “ც.-ის” შეგებებული სარჩელი, რომლის დავის საგნის შინაარსი მდგომარეობდა შპს “ც.-ის” მიერ დღგ-ს ჩათვლის მიღების მოთხოვნის საფუძვლიანობაში და სამივე ინსტანციის სასამართლოს განმარტების საგანს წარმოადგენდა შპს “ც.-ის” კუთვნილი 364316 ლარის ღირებულების 11 ცალი მიმღები ტუმბოსა და 11 ცალი თეთრი ნ/პრ რეზერვუარის უძრავ ან მოძრავ ქონებად მიჩნევის საკითხი, შესაბამისი კონკრეტული სამართლებრივი შედეგებით. ამდენად, ¹... ადმინისტრაციული საქმის განხილვა მთლიანად დაეთმო უძრავ და მოძრავ ნივთებზე მსჯელობას, ანუ შპს “ც.-თვის” ჩასათვლელი დღგ-ს თანხა უძრავი ნივთის შესაქმნელად იქნა გამოყენებული თუ მოძრავი ნივთის, ხოლო საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იყო დადგენილი, რომ “რეზერვუარები” და “ტუმბოები” წარმოადგენდა მოძრავ ქონებას და ისინი მოქცეული იყო მოძრავი ნივთების სამართლებრივ რეჟიმში და, ვინაიდან შპს “ც.-ს” არ განუხორციელებია უძრავი ქონების წარმოება (მიწოდება), არ არსებობდა დღგ-ს ჩათვლაზე უარის თქმის საფუძველიც.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შპს “ც.-ის” საკასაციო საჩივრის განხილვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე შპს “ც.-ის” შეგებებულ სარჩელში მითითებული ანგარიშ-ფაქტურების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია და მიუთითა, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ხსენებული ანგარიშ-ფაქტურების სიყალბეზე რაიმე დასაბუთებული პრეტენზია განეცხადებინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის აღნიშნული განმარტების შესახებ შპს “ც.-ც” მიუთითებს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, აღნიშნული გადაწყვეტილება არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განმცხადებელს არ მიუთითებია რაიმე ახალ გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე, რაც დააფუძნებდა ხსენებული გადაწყვეტილების გადასინჯვას _ მის გაუქმებას და ¹... ადმინისტრაციული საქმის განახლებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის ¹... გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.