ბ-688-13(ა-08) 30 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.04.08წ. განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შესახებ თ. ც-ის განცხადებას განესაზღვრა ხარვეზი და მიეცა განმცხადებელს 10 დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. კერძოდ, კასატორს უნდა წარმოედგინა სსკ-ის 427.1 მუხლის შესაბამისად შედგენილი განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. განმცხადებელს ხარვეზის შესახებ საკასაციო პალატის 16.04.08წ. განჩინება გადაეცა 02.05.08წ., შესაბამისად, თ. ც-ეს განჩინებებში მითითებული ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 12.05.08წ. ჩათვლით. მიუხედავად აღნიშნულისა, მითითებულ ვადაში განმცხადებელმა არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სსკ-ის 427.2 მუხლის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამავე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. სსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. ც-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.01.08წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე და 425-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ც-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.01.08წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველი;
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.