¹ბ-70-2(ა-07) 26 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. ჩ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2007 წლის 11 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი. ჩ-ემ და მოითხოვა სსსკ-ის 423.1 მუხლის “ა” და “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქრათველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ს.ფ. 272-273).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განჩინებით ი. ჩ-ის განცხადება ხარვეზზე იქნა დატოვებული შემდეგი საფუძვლით: განცხადება არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 423-ე მუხლისა და 427.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთოხვნებს, რადგან განმცხადებელი არ უთითებდა დაცული იყო თუ არა მის მიერ განცხადების შეტანის ვადა და აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, ასევე არ ჰქონდა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა დოკუმენტის სიყალბე, რასაც განმცხადებელი უთითებდა ახლად აღმოჩენილ გარემოებად (იხ. ს.ფ. 281-283).
ხარვეზის შევსების მიზნით, განმცხადებელმა ი. ჩ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის 2006 წლის 8 დეკემბრის ¹13463 დასკვნა (იხ. ს.ფ. 293-298).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით განმცხადებელ ი. ჩ-ეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა და დაევალა წარმოედგინა სსსკ-ის 423.2 მუხლის შესაბამისად, საფოსტო გზავნილი ¹....-ის სიყალბესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი (იხ. ს.ფ. 299-302).
2007 წლის 17 აპრილს განმცხადებელმა ი. ჩ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა სსსკ-ის 279-ე მუხლის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერებაზე სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. ს.ფ. ).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. ჩ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. ).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ჩ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.2 მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება ამავე კოდექსის 423.1 მუხლსი “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, დოკუმენტის სიყალბესთან დაკავშირებით, დასაშვებია, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
მოცემულ შემთხვევაში, ი. ჩ-ე ახლად აღმოჩენილ გარემოებად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საფოსტო გზავნილი ¹..., რომელსაც დაეყრდო საკასაციო სასამართლო ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, არის ყალბი. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის 2006 წლის 8 დეკემბრის ¹13463 დასკვნა, რადგან 2006 წლის 4 ოქტომბერს საგარეჯოს რაიოანყოფილებაში დაწყებულია წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დაუდგენელი პირის მიმართ, დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, მაგრამ საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, დადგენილი ვერ იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირის ვინაობა, რის გამოც განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. ჩ-ის განცხადების დასაშვებად ცნობის სსსკ-ის 423.2 მუხლით დადგენილი პროცესუალური წინაპირობა _ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ჩ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 423-2, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჩ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.