Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბ-857-17(ბ-08) 27 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის ¹ბს-542-518(კ-07) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ბ. ს.-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ. გ.-სა და ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ჩ.-ს ქ. ქუთაისში, ...-ის ¹19-ში (ყოფილი მ.-ის ქ. ¹2) მდებარე სახლის ნაწილის მის საკუთრებაში აღრიცხვაზე ეთქვა უარი; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიასა და ე. რ.-ს შორის 1993 წლის 15 სექტემბერს დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულება. ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ჩ.-ის სარჩელი ქ. ქუთაისის მერიასა და ე. რ.-ს შორის 1993 წლის 15 სექტემბერს დადებული პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2008 წლის 18 აპრილს ბ. ს.-მ ფოსტის მეშვეობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის ¹ბს-542-518(კ-08) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ ქალაქ ქუთაისის სასამართლოს 1992 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, შ.-ის ¹19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამოყოფილი ნაწილი აღირიცხა აწ გარდაცვლილების _ ა., პ. და გ. ა.-ების სახელზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი გ. ა.-ის შვილიშვილი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე და მოსარჩელე ნ. ჩ.-ის ძმა იყო, ხსენებული საცხოვრებელი სახლის საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაში არ მიუღია მონაწილეობა, რითაც დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება საკუთრებასთან მიმართებაში.

განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილი იყო, ეცნობებინა პირისათვის, რომლის ინტერესებსაც შესაძლოა შეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩაება იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მესამე პირი აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაბმული, თუ იგი იმ სამართალურთიერთობის მონაწილე იყო, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი.

განცხადების ავტორის განმარტებით, იგი არ იყო მიწვეული ზემოხსენებული საქმის განხილვაზე, მიუხედავად იმისა, რომ იყო აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილე და სასამართლო გადაწყვეტილებაც უშუალოდ ეხებოდა მის ინტერესებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2008 წლის 2 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ, მართალია, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების ავტორი მიუთითებდა, რომ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის ¹ბს-542-518(კ-07) გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა 2008 წლის 30 მარტს, თუმცა არ მიუთითებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ გარემოებებზე, რითაც დასტურდებოდა, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო განცხადების შეტანის ვადა და არ წარმოუდგენია ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად. ამასთან, მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის ¹ბს-542-518(კ-07) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ბ. ს.-ის განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადებას არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება ასევე მიიჩნია ხარვეზად და ბ. ს.-ს დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 2 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განცხადების შეტანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის ¹ბს-542-518 (კ-07) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, იმ გარემოებებზე მითითებით, რითაც დასტურდებოდა, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო განცხადების შეტანის ვადა და წარმოედგინა ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში, ასევე წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის ქვითარი. ბ. ს.-ს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზების შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 2 მაისის განჩინების ბ. ს.-თვის ჩაბარების თაობაზე საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ბ. ს.-ს აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2008 წლის 12 მაისს. შესაბამისად, ბ. ს.-ს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2008 წლის 22 მაისს. ბ. ს.-ს მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია 2008 წლის 2 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზები. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზების შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის ¹ბს-542-518(კ-07) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ბ. ს.-ის განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხდება აღარ დაიშვება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე, 425-ე მუხლებისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის ¹ბს-542-518(კ-07) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ბ. ს.-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე, 425-ე მუხლების, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის ¹ბს-542-518(კ-07) გადაწაყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ბ. ს.-ის განცხადება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.