Facebook Twitter

¹ბს-195-184(გ-07) 27 სექტემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 12 აგვისტოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით, ხოლო 2002 წლის 24 დეკემბერს დამატებითი სარჩელით მიმართეს მ. ი.-მა, გ. გ.-მა და ქ. გ.-მა მოპასუხეების _ შპს “დ.-ს”, შპს “ი.-ის”, ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, ქ. თბილისის არქიტექტურის და ქალაქის პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის, ...-ის საზოგადოების, ა. ხ.-ის, ი. ჯ.-ის, ჯ. გ.-ის, ჯ. კ.-ის, ლ. ს.-ის, ჰ. ხ.-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს:

1. თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ მიწის ნაკვეთის (214 კვ.მ) 48%-ის (102.72 კვ.მ) მესაკუთრეებად აღიარება, რომელზეც აღმართული იყო სასაუზმე “...”;

2. იმ მიწის ნაკვეთის (650 კვმ) 48%-ის (312 კვ.მ) კეთილსინდისიერ მფლობელებად და მოსარგებლეებად აღიარება, რომელზეც ფუნქციონირებდა სასაუზმე “...-ი”;

3. სარჩელში მითითებული სახელმწიფო ორგანოების, შპს “ი.-ისა” და შპს “დ.-სათვის” თავისი ხარჯებით ქ. თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ ნაგებობის დემონტაჟის დავალება, რომელიც აღმართულია ... კოლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე “...-ის” ტერიტორიაზე;

4. ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ სასაუზმე “...-ის” შპს „დ.-ს” სახელზე აღრიცხვის ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ აღიარება;

5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 14.05.1996 წლის ¹08.70.554 დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 5 ივნისის ¹11.20.237 დადგენილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც ...-ის საზოგადოებასა და შპს “ი.-ისს” დაუმაგრდათ ქ. თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც ფუნქციონირებდა სასაუზმე “...-ი”;

6. ქ. თბილისის მერიასა და ...-ის საზოგადოებას შორის გაფორმებული 15.11.1996 წლის ¹1237 ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

7. ქ. თბილისის მერიასა და შპს “ი.-ისს” შორის გაფორმებული 03.09.1998 წლის ¹1571 ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

8. ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს “ი.-ის” სახელზე ქ. თბილისში, ...-ის ხეივანზე მდებარე მიწის იმ ნაწილის (874 კვ.მ) აღრიცხვის ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ცნობა, რომელზეც ფუნქციონირებდა სასაუზმე “...-ი”;

9. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 და მე-5 მუხლების საფუძველზე, შპს “ი.-ის” მიერ ქ. თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ აღიარება, რომელზეც ფუნქციონირებდა სასაუზმე “...-ი”;

10. არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ ...-ის საზოგადოებისათვის და შპს “ი.-სათვის” ქ. თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე მიწის ნაკვეთზე გაცემული გეგმების (წითელი ხაზების) ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ცნობა, რომელშიც შეტანილია ... კოლექტივის კუთვნილი სასაუზმე “...-ი” და მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი;

11. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 170-ე მუხლების საფუძველზე, შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

12. სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 323-ე, 328-ე და 1427-ე მუხლების საფუძველზე შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ჯ. გ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

13. სამოქალაქო კოდექსის 464-ე, 992-ე და 998-ე მუხლების სფუძველზე საქართველოს სახელმწიფოს (ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის ტექ.აღრიცხვის სამსახურის, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის სახით), შპს “დ.-სა” და შპს “ი.-სათვის” მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 77322 აშშ დოლარისა და 70080 ლარის ოდენობით;

14. სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა კრების 1998 წლის 29 ივნისის ¹1 ოქმის სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად უცილოდ ბათილ (არარა) გარიგებად ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 5-15, 162-164).

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით მ. ი.-ის, ქ. გ.-ისა და გ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. მოსარჩელეები აღიარებულ იქნენ თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ მიწის ნაკვეთის (214 კვ.მ) 48%-ის (102.72 კვ.მ) მესაკუთრეებად, რომელზეც აღმართული იყო სასაუზმე “...-ი”, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთის (650 კვმ) 48%-ის (312 კვ.მ) სარგებლობის უფლების მქონე პირებად, რომელიც სარგებლობაში ერიცხებოდა სასაუზმე “...-ს”;

2. ბათილად იქნა ცნობილი სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა კრების ¹1 ოქმის დადგენილება, დათარიღებული 1998 წლის 29 ივნისით;

3. ბათილად იქნა ცნობილი 1998 წლის 30 ივნისით დათარიღებული ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ. ი.-მ შპს “დ.-ს” დაუთმო თავისი კუთვნილი სამკვიდრო წილი სასაუზმე “...-დან”;

4. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ სასაუზმე “...-ის” შპს „დ.-ს” სახელზე აღრიცხვა;

5. ბათილად იქნა ცნობილი შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულება;

6. ბათილად იქნა ცნობილი შპს “ი.-ის” მიერ თბილისში ...-ის ხეივანში მდებარე მიწის იმ წილი ფართობის გამოსყიდვა, რომელზეც აღიარებულია მოსარჩელეთა უფლებები;

7. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს “ი.-ის” სახელზე თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე მიწის იმ წილი ფართობის აღრიცხვა, რომელზეც აღიარებულია მოსარჩელეთა უფლებები.

ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ზიანის ანაზღაურებისა და ...-ის ხეივანში იმ ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნის ნაწილში, რომელიც აღმართულია ... კოლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე “...-ის” ტერიტორიაზე (ტომი 1, ს.ფ. 459-467).

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომელთაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 473-475).

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრეს შპს “ი.-მ” და შპს “დ.-მ”. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 2, ს.ფ. 31-37, 39-48).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 აპრილის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო და განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცა საქმე შემდეგი მოთხოვნების ნაწილში:

1. სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 61-ე მუხლების თანახმად, უცილოდ ბათილ გარიგებად იქნეს მიჩნეული სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 1998 წლის 29 ივნისის კრების ¹1 ოქმი;

2. სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 323-ე, 328-ე და 1427-ე მუხლების თანახმად, ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ იქნეს მიჩნეული შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება;

3. მოსარჩელეები აღიარებულ იქნენ თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ მიწის ნაკვეთის (214 კვ.მ) 48%-ის (102.72 კვ.მ) მესაკუთრეებად, რომელზეც აღმართული იყო სასაუზმე “...-ი”, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთის (650 კვმ) 48%-ის (312 კვ.მ) სარგებლობის უფლების მქონე პირებად, რომელიც სარგებლობაში ერიცხებოდა სასაუზმე “...-ს”;

4. შპს “ი.-ისა” და შპს “დ.-ს” მიერ თავიანთი ხარჯებით თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ ნაგებობის დემონტაჟი, რომელიც აღმართულია ... კოლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე “...-ის” ტერიტორიაზე;

5. ბათილად იქნეს ცნობილი შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულება;

6. შპს “დ.-მ” და შპს “ი.-მა” აუნაზღაურონ მოსარჩელეებს მიყენებული ზიანი 77322 აშშ დოლარისა და 70080 ლარის ოდენობით.

სარჩელის დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 აპრილის განჩინებით შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ მოთხოვნებზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს განსჯად დავების ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო, რადგან შეუძლებელი იქნებოდა ადმინისტრაციული აქტების და გარიგებების ბათილობის საკითხების გადაწყვეტა, ვიდრე საბოლოოდ არ გადაწყდებოდა სამოქალაქო დავა შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ჯ. გ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერების თაობაზე, ასევე სანამ სამოქალაქო წესით განხილული და გადაწყვეტილი არ იქნებოდა სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა კრების 1998 წლის 29 ივნისის ¹1 ოქმის ბათილობის საკითხი, ვინაიდან მითითებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა პირდაპირ იყო დაკავშირებული იმ საკითხთან, თუ რამდენად დასაშვები იყო მ. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნები ადმინისტრაციული აქტების და გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე (ტომი 2, ს.ფ. 273-279).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ საქმის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას და მ. ი.-ის, შპს “დ.-ს”, შპს “ი.-ის” სააპელაციო საჩივრები თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა პალატის მითითებით, მ. ი.-ის მიერ სარჩელი აღძრულია შპს “დ.-ს”, შპს “ი.-ის”, ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის, ქ. თბილისის ურბანული განვითარების სამსახურის, ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის, ...-ის საზოგადოების და ფიზიკური პირების: ა. ხ.-ის, ი. ჯ.-ის, ჯ. გ.-ის, ჯ. კ.-ის, ლ. ს.-ის, ჰ. ხ.-ის მიმართ. ამასთან, მოთხოვნათა ნაწილი, კერძოდ, სარჩელი ... კოლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე “...-ის” ტერიტორიაზე აღმართული ნაგებობის დემონტაჟის, ასევე მიყენებული ზიანის 77.322 აშშ დოლარის და 70.080 ლარის ანაზღაურების თაობაზე, აღძრულია საქართველოს სახელმწიფოს (სარჩელში მითითებული ორგანოების სახით), შპს “დ.-ს” და შპს “ი.-ის” მიმართ, ე.ი. მოთხოვნები აღძრულია სამივე მოპასუხის წინააღმდეგ და მათი გამოყოფა ისე, რომ სახელმწიფოს მიმართ ნაგებობის დემონტაჟისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო იგივე მოთხოვნა კერძო სამართლის სუბიექტების _ შპს “დ.-ს” და შპს “ი.-ის” მიმართ განხილულ იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მიზანშეუწონელია.

სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა მიზანშეწონილია. მოცემულ შემთხვევაში მ. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად მოთხოვნების გამოყოფა და მათი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის გადაცემა ხელს არ უწყობს ამ მოთხოვნების სწრაფად განხილვას და დავის დროულად გადაწყვეტას. ამასთან, უპირველესად, გასათვალისწინებელია თვით დავის არსი და სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით თითოეული მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხი. მ. ი.-ი სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფოს (ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური), შპს “დ.-ს”, შპს “ი.-ის” მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში ამყარებს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფომ, სარჩელში მითითებული ორგანოების სახით, ხელი შეუწყო სასაუზმე “...-ის” დანგრევას კანონსაწინააღმდეგო აქტების გამოცემით და სხვა ქმედებებით, შპს “დ.-მ” აღნიშნულის შედეგად უშუალოდ დაშალა დასახელებული ობიექტი და შპს “ი.-მ” შეგნებულად ისარგებლა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, თუ არ გაირკვევა მითითებული საკითხები ერთობლიობაში, სამივე მოპასუხის მონაწილეობით, გაძნელდება დავის განხილვა და გადაწყვეტა, რადგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, იყო თუ არა კანონსაწინააღმდეგო სახელმწიფოს (სარჩელში მითითებული ორგანოების) მიერ გამოცემული აქტები და, შესაბამისად, ამ აქტების შპს “დ.-ს” და შპს “ი.-ის” მიერ შესრულების შედეგად, მიადგა თუ არა მოსარჩელეს ზიანი. აღნიშნულ საკითხთან ასევე უშუალოდ არის დაკავშირებული მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოს, შპს “ი.-ის” და შპს “დ.-ს” მიმართ თავიანთი ხარჯებით იმ ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე, რომელიც აღმართულია ... კოლექტივის მიერ გამოსყიდულ სასაუზმე “...-ის” ტერიტორიაზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო განცხადების შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ გამოცემული აქტები, ქ. თბილისის მერიას და ...-ის საზოგადოებას შორის, თბილისის მერიას და შპს “ი.-ს” შორის დადებული ხელშეკრულებები, აგრეთვე ტექაღრიცხვის სამსახურის, მიწის მართვის დეპარტამენტის, არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ქმედებები. აღნიშნული ქმედებების განხორციელების შედეგად, მოსარჩელეს გააჩნია მოთხოვნები სხვა მოპასუხეების (შპს “დ.-ე”, შპს “ი.-ი”) მიმართ. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გამოყოფილ საკითხთა განხილვა უშუალოდაა დაკავშირებული და დამოკიდებულია იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. საქმის დროულად და სწორად განხილვის მიზნით, მითითებული დავა განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სარჩელში მითითებული მოთხოვნების მიხედვით, მასზე პასუხისმგებელი ყველა მოპასუხის მონაწილეობით (ტომი 2, ს.ფ. 459-465).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საქმის განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ და მოსარგებლედ აღიარების, ნაგებობის დემონტაჟისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნების ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ხოლო სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 1998 წლის 29 ივნისის კრების ¹1 ოქმის ბათილად ცნობის, შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის, შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნების ნაწილში _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 18 აპრილის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო და განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცა საქმე შემდეგი მოთხოვნების ნაწილში: 1. სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 1998 წლის 29 ივნისის კრების ¹1 ოქმის უცილოდ ბათილ გარიგებად ცნობა; 2. შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ცნობა; 3. მოსარჩელეთა აღიარება თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ მიწის ნაკვეთის (214 კვ.მ) 48%-ის (102.72 კვ.მ) მესაკუთრეებად, რომელზეც აღმართული იყო სასაუზმე “...-ი”, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთის (650 კვმ) 48%-ის (312 კვ.მ) სარგებლობის უფლების მქონე პირებად, რომელიც სარგებლობაში ერიცხებოდა სასაუზმე “...-ს”; 4. შპს “ი.-ისა” და შპს “დ.-სათვის” თავიანთი ხარჯებით თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ ნაგებობის დემონტაჟის დავალება, რომელიც აღმართულია ... კოლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე “...-ის” ტერიტორიაზე; 5. შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 6. შპს “დ.-სა” და შპს “ი.-სათვის” მიყენებული ზიანის დაკისრება 77322 აშშ დოლარისა და 70080 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სრულიად მიზანშეუწონლად მიიჩნია მოთხოვნათა ნაწილის (... კოლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე “...-ის” ტერიტორიაზე აღმართული ნაგებობის დემონტაჟისა და მიყენებული ზიანის _ 77.322 აშშ დოლარის და 70.080 ლარის ანაზღაურების ნაწილში) განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, იმ მოსაზრებით, რომ აღნიშნული მოთხოვნები მოსარჩელეებს აღძრული აქვთ სამივე მოპასუხის _ საქართველოს სახელმწიფოს, შპს “დ.-ს”, შპს “ი.-ის” მიმართ და მათი გამოყოფა ისე, რომ სახელმწიფოს მიმართ ნაგებობის დემონტაჟისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოებით, ხოლო იგივე მოთხოვნა კერძო სამართლის სუბიექტების _ შპს “დ.-ს” და შპს “ი.-ის” მიმართ განხილულ იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მიზანშეუწონელია. პალატის მოსაზრებით, უპირველესად, უნდა გაირკვეს, იყო თუ არა კანონსაწინააღმდეგო სახელმწიფოს მიერ გამოცემული სარჩელში მითითებული აქტები და შესაბამისად, ამ აქტების შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ის” მიერ შესრულების შედეგად მიადგა თუ არა მოსარჩელეს ზიანი.

რაც შეეხება სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის განსჯადობით განსახილველად გადაცემული სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებს (სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 1998 წლის 29 ივნისის კრების ¹1 ოქმის ბათილად ცნობა; შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა; მოსარჩელეთა აღიარება თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ მიწის ნაკვეთის 48%-ის მესაკუთრეებად, რომელზეც აღმართული იყო სასაუზმე “...-ი”, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთის 48%-ის სარგებლობის უფლების მქონე პირებად მოსარჩელეების აღიარება, რომელიც სარგებლობაში ერიცხებოდა სასაუზმე “...-ს”; შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა), სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გამოყოფილ საკითხთა განხილვა უშუალოდაა დაკავშირებული იმ მოთხოვნებთან, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით; საქმის დროულად და სწორად განხილვის მიზნით მართებულია, დავა განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სარჩელში მითითებული მოთხოვნების მიხედვით, მასზე პასუხისმგებელი ყველა მოპასუხის მონაწილეობით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განსჯადობის სწორად გადასაწყვეტად მართებულია, სარჩელის ყოველი მოთხოვნის დავის საგნის არსის თანმიმდევრული გაანალიზება.

ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 1998 წლის 8 ნოემბერს გაცემული ¹23/564-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე სასაუზმე “...-ის” ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი და 27 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი _ ცალკე მდგომი შენობის ნაწილი. საკუთრების მოწმობის თანახმად, ამხანაგობის წარმომადგენლად მითითებულია ჰ. ხ.-ე. საქმის მასალების თანახმად, სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრებს წარმოადგენენ: გ. გ.-ი _ 48% წილით, ჰ. ხ.-ე _ 48% წილით, ი. ჯ.-ე _ 1% წილით, ჯ. გ.-ი _ 1% წილით, ჯ. კ.-ი _ 1% წილით, მ. კ.-ი (მემკვიდრე ე. ს.-ი) _ 1% წილით (ტ.2, ს.ფ.137-138, 414);

სასაუზმე “...-ის” 27 კვ.მ საკუთრების დამადასტურებელი ზემოაღნიშნული მოწმობის საფუძველზე აღირიცხა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში ... კოლექტივის ამხანაგობის სახელზე (ტ.1, ს.ფ.39);

ამხანაგობის წევრი გრ. გ.-ი გარდაიცვალა 1998 წლის 23 აპრილს. მოსარჩელე მ. ი.-ი წარმოადგენს გარდაცვლილი გრ. გ.-ის მეუღლეს, ხოლო მოსარჩელეები _ გ. გ.-ი და ქ. გ.-ი _ შვილებს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის ¹08.70.554 დადგენილებით ...-ის საზოგადოებას სასტუმროს მშენებლობისათვის დაუმაგრდა ...-ის ხეივნის დასაწყისში მდებარე მიწის ნაკვეთი. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ 2 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთის აუთვისებლობის შემთხვევაში აღნიშნული დადგენილება ჩაითვლებოდა ძალადაკარგულად (ტ.1, ს.ფ. 19-20);

ქ. თბილისის მერიასა და ...-ის საზოგადოებას შორის 1996 წლის 15 ნოემბერს დაიდო ¹1237 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ...-ის საზოგადოებას იჯარით გადაეცა თბილისში, ...-ის ხეივნის დასაწყისში მდებარე 4750 კვ.მ მიწის ნაკვეთი სასტუმროს მშენებლობის მიზნით. ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის ¹08.70.554 დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 272-275);

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 5 ივნისის ¹11.20.237 დადგენილებით შპს “ი.-ს” სასტუმროს მშენებლობის მიზნით დაუმაგრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 14 მაისის ¹08.70.554 დადგენილებით ...-ის საზოგადოებისათვის დამაგრებული მიწის ნაკვეთი ...-ის ხეივნის დასაწყისში (ტ.1, ს.ფ. 23);

შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 20 ივნისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს “დ.-მ” იკისრა ვალდებულება, მოეხდინა ...-ის ხეივანში მდებარე მისი კუთვნილი ობიექტის, კერძოდ, სასაუზმე “...-ის” შენობისა და მასში განლაგებული დანადგარების სრული დემონტაჟი და ტრანსპორტირება მისთვის სასურველ ადგილას და ტერიტორიის გათავისუფლება არაუგვიანეს 1998 წლის 20 ივლისისა. შპს “ი.-მ” სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება, შპს “დ.-სათვის” აენაზღაურებინა დემონტაჟისა და ტრანსპორტირების ხარჯები 10000 აშშ დოლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.41).

ქ. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1998 წლის 24 ივნისს გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე 27 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის _ სასაუზმეს მესაკუთრედ აღრიცხულია შპს “დ.-ე”. საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთად მითითებულია 1995 წლის 8 ნოემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 43-44, ს.ფ. 88-89).

სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 1998 წლის 29 ივნისის კრების ¹1 ოქმის თანახმად, კრებამ მიიღო დადგენილება, რომ ამხანაგობის წევრებს მიცემოდათ უფლება, გაესხვისებინათ თავიანთი წილები საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაში, მათ შორის, თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე ცალკე მდგომი შენობის ნაწილი ფართით 27 კვ.მ შპს “დ.-ზე” და აღნიშნულის თაობაზე გაეფორმებინათ შესაბამისი ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 143-144).

შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ჯ. გ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს დაიდო ხელშეკრულება საერთო წილობრივ საკუთრებაში წილების გასხვისების შესახებ, რომლის თანახმად, სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრებმა მათ საერთო წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ, სასაუზმე “...-ის” ძირითადი საშუალებები და თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე ცალკე მდგომი შენობა ფართით 27 კვ.მ გაასხვისეს შპს “დ.-ზე”, რომლის გენერალურ დირექტორს წარმოადგენდა ჰ. ხ.-ე (ტ.1, ს.ფ. 145-147).

1998 წლის 24 ივლისს შპს “ი.-სა” და შპს “დ.-ს” შორის შედგა აქტი იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულება სრულად შესრულდა _ შპს “დ.-მ” მოახდინა სასაუზმე “...-ის” შენობისა და მასში განლაგებული დანადგარების სრული დემონტაჟი და ტრანსპორტირება, რის სანაცვლოდაც შპს “ი.-მ” მას 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში აუნაზღაურა (ტ.1, ს.ფ. 42).

ქ. თბილისის მერიასა და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 3 სექტემბერს დაიდო ¹1571 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს “ი.-ს” იჯარით გადაეცა თბილისში, ...-ის ხეივნის დასაწყისში მდებარე 4756,11 კვ.მ მიწის ნაკვეთი სასტუმროს მშენებლობის მიზნით. ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 5 ივნისის ¹11.20.237 დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 266-269).

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სამოქალაქო საქმეთა პალატას რიგი მოთხოვნების ნაწილში საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის შეუძლებლობასთან დაკავშირებით. ასეთად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის განსჯადობით განსახილველად გადაცემულ სარჩელის შემდეგ მოთხოვნებს:

1. თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ მიწის ნაკვეთის (214 კვ.მ) 48%-ის (102.72 კვ.მ) მესაკუთრეებად აღიარება, რომელზეც აღმართული იყო სასაუზმე “...-ი”, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთის (650 კვმ) 48%-ის (312 კვ.მ) სარგებლობის უფლების მქონე პირებად აღიარება, რომელიც სარგებლობაში ერიცხებოდა სასაუზმე “...-ს”;

2. შპს “ი.-ისა” და შპს “დ.-სათვის” თავიანთი ხარჯებით თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ ნაგებობის დემონტაჟის დავალება, რომელიც აღმართულია ... კოლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე “...-ის” ტერიტორიაზე;

3. შპს “დ.-სა” და შპს “ი.-სათვის” მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 77322 აშშ დოლარისა და 70080 ლარის ოდენობით.

თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე 102 კვ.მ და 312 კვ.მ მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ და მოსარგებლედ აღიარების მოთხოვნების საფუძველია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის მიერ პრივატიზებული სასაუზმე “...-ის” 48%-ის მესაკუთრეებს, სასაუზმე “...-ის” პრივატიზების მდგომარეობით აღნიშნული მიწა სახელმწიფო საკუთრებაში იყო. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის განხილვისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, მოახდინა თუ არა სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობამ თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე სასაუზმე “...-ის” ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილის პრივატიზებასთან ერთად იმ 214 კვ.მ მიწის პრივატიზაციაც, რომელზეც განთავსებული იყო სასაუზმე “...-ი”. თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ აღიარების მოთხოვნის განხილვისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა სასაუზმე “...-ს” მიწის გამოყოფის აქტით დამაგრებული და სარგებლობაში გადაცემული 650 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მოთხოვნების განხილვა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე სრულიად არასაკმარისია. აღნიშნული მოთხოვნების მართლზომიერების საკითხის გარკვევა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის სარგებლობასა და საკუთრებაში გადაცემის საკითხებს აწესრიგებს. ამდენად, ამ შემთხვევაში დავის უშუალო მატერიალურსამართლებრივი საფუძველია ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა, რაც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონეა.

სარჩელის თავდაპირველ მოთხოვნებს წარმოადგენდა სახელმწიფოსათვის (სარჩელში მითითებული სახელმწიფო ორგანოების სახით), შპს “ი.-ისა” და შპს “დ.-სათვის” ერთობლივად, თავიანთი ხარჯებით თბილისში, ...-ის ხეივანში მდებარე იმ ნაგებობის დემონტაჟის დავალება, რომელიც აღმართულია ... კოლექტივის მიერ გამოსყიდული სასაუზმე “...-ის” ტერიტორიაზე. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აღნიშნული მოთხოვნიდან ცალკე გამოყო მოთხოვნა შპს “ი.-ისა” და შპს “დ.-სათვის” დემონტაჟის დავალების შესახებ და იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა პალატას გადასცა. ანალოგიურად, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო ორგანოების, შპს “დ.-სა” და შპს “ი.-სათვის” 77322 აშშ დოლარისა და 70080 ლარის ოდენობით ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრების შესახებ გაყო იმგვარად, რომ სამოქალაქო საქმეთა პალატას განსახილველად გადასცა მოთხოვნა შპს “დ.-სა” და შპს “ი.-სათვის” მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ 77322 აშშ დოლარისა და 70080 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სრულყოფილად განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სარჩელის აღნიშნული მოთხოვნების ამგვარი გაყოფა არ არის მართებული.

შპს “...-სა” და შპს “ი.-ს” ...-ის ხეივანში მდებარე ნაგებობის დემონტაჟი შეუძლებელია დაევალოს, ვიდრე სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 1998 წლის 29 ივნისის კრების ¹1 ოქმის ბათილად ცნობის, შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის, შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნებთან ერთად არ გადაწყდება იმ ადმინისტრაციული აქტებისა და გარიგებების, ასევე ტექაღრიცხვის ბიუროში განხორციელებული საკუთრების ჩანაწერის კანონიერების საკითხი, რომელიც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არის განსახილველი. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას 77322 აშშ დოლარისა და 70080 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაში წარმოდგენილია მოსარჩელეთა ერთიანი მოთხოვნა სახელმწიფო ორგანოების, შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ის”, როგორც სოლიდარული მოვალეების მიმართ, რაც ასევე სარჩელში მითითებული ყველა მოთხოვნის, მათ შორის, სამოქალაქო სამართალწარმოებით განსჯადი მოთხოვნების განხილვის შედეგად შესაძლებელია, საბოლოოდ გადაწყდეს და რის გამოც ამ მოთხოვნის გაყოფა ასევე მიზანშეუწონელია.

რაც შეეხება სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებს, რომელიც სამოქალაქო საქმეთა პალატას განსჯადობით განსახილველად გადაეცა (სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 1998 წლის 29 ივნისის კრების ¹1 ოქმის ბათილად ცნობა; შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა; შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ მოთხოვნებს წარმოადგენენ და მათი განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი მოთხოვნებისაგან გამოცალკევებით და მათ განხილვამდე სრულიად შესაძლებელია. ამ შემთხვევაში სადავოა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის დადებული გარიგებების მართლზომიერება, კერძოდ, საკითხი ეხება უკვე პრივატიზებული და საკუთრებაში აღრიცხული საერთო საკუთრების ქონების განკარგვის მართლზომიერებას, რაც სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობას, რომ აღნიშნული მოთხოვნების განხილვაზე, თავის მხრივ, დამოკიდებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველი მოთხოვნების განხილვის საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული მოთხოვნები სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 1998 წლის 29 ივნისის კრების ¹1 ოქმის ბათილად ცნობის, შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის, შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. ამ მოთხოვნების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადი სარჩელის დანარჩენი მოთხოვნების განხილვა. შესაბამისად, მანამდე შეჩერებას ექვემდებარება საქმის წარმოება მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ და მოსარგებლედ აღიარების, ნაგებობის დემონტაჟისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ჯერ უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რათა მან გადაწყვიტოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ და მოსარგებლედ აღიარების, ნაგებობის დემონტაჟისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის მოთხოვნებზე წარმოების შეჩერების საკითხი, რის შემდეგაც შესაძლებელია საქმის გადაცემა სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის სამოქალაქო სამართალწარმოებით განსჯადი მოთხოვნების განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ და მოსარგებლედ აღიარების, ნაგებობის დემონტაჟისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნების ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. სასაუზმე “...-ის” ... კოლექტივის ამხანაგობის წევრთა 1998 წლის 29 ივნისის კრების ¹1 ოქმის ბათილად ცნობის, შპს “დ.-ს” მიერ მ. ი.-სთან, ა. ხ.-სთან, მ. კ.-სთან, ჯ. კ.-სთან, ი. ჯ.-სთან 1998 წლის 30 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის, შპს “დ.-სა” და შპს “ი.-ს” შორის 1998 წლის 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნების ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. საქმე გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მის განსჯად მოთხოვნებზე საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.