ბს-611-581(გ-07) 25 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ გ. ს-ე
მოპასუხე _ “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი”
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 17 აპრილს გ. ს-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” მიმართ და იმავე ფონდის გამგეობის 2005 წლის 25 მაისის ¹... ოქმის ბათილად ცნობა, დროებითი თავშესაფრის სახით გადაცემულ ბინაზე სარგებლობის უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების დადება, მიღება-ჩაბარების აქტისა და ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდთან” სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 15 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობას და გამგეობის ¹... ოქმის ბათილად ცნობა, დროებითი თავშესაფრის სახით გადაცემულ ბინაზე მდებარე ქ. თბილისში, ... მე-3 მ/რაიონის მე-2 კვარტლის მე-... კორპუსში, სარგებლობის უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების დადება, აღნიშნული ბინის მიღება-ჩაბარების აქტისა და “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდთან” სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა.
აღნიშნული მოთხოვნის პასუხად “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობამ 2006 წლის 3 მარტს მოსარჩელეს აცნობა, რომ მას უნდა გაეთავისუფლებინა დაკავებული საცხოვრებელი ბინა და, რომ აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს 2005 წლის 21 ოქტომბერს წერილობით აცნობეს, რის გამოც გასული იყო სადავო აქტის გასაჩივრების ვადა, ამდენად “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობის 2005 წლის 25 მაისის ¹... ოქმი კანონიერ ძალაში იყო შესული.
მოსარჩელემ “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” პასუხი უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ მას არ დაურღვევია სადავო აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, ვინაიდან მისთვის აღნიშნული აქტის თაობაზე ცნობილი გახდა 2006 წლის თებერვალში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას ზემოხსენებულ ფონდში წარდგენილი ჰქონდა ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის" მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. მოსარჩელის განმარტებით, “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურმა ფონდმა” ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უკანონოდ უთხრა უარი. ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობის ¹... ოქმი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მის კანონიერ უფლებას, ხოლო აღნიშნული ფონდის უარი მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ინდივიდიალურ ზიანს აყენებდა მის კანონიერ ინტერესს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გადაეცა ბინა, რის გამოც ხსენებული ფონდი ვალდებული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, განეხორციელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობის 2005 წლის 25 მაისის ¹55 ოქმი გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ამასთან, ზემოხსენებული ფონდის გამგეობამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 43-ე მუხლით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი. აღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იქნა მიღებული გასაჩივრებული აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის განჩინებით გ. ს-ის სარჩელი მოპასუხე ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” მიმართ მიჩნეულ იქნა სამოქალაქო სარჩელად და გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი” აღარ წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 4 ივლისის ცნობის თანახმად, ხსენებული ფონდი წარმოადგენდა კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაAკოლეგიის 2007 წლის 31 მაისის განჩინებით გ. ს-ის სარჩელი მოპასუხე ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” მიმართ განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის საგანს ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობის 2005 წლის 25 მაისის ¹... ოქმის ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლითაც მიწისძვრით დაზარალებულ მოქალაქეს უარი ეთქვა ფონდის დესტინატერად ცნობაზე. გ. ს-ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა მასთან, როგორც ხსენებული ფონდის დესტინატერთან, ფონდის მიერ შეძენილი ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემის დამადასტურებელი ხელშეკრულების, მიღება-გადაცემის აქტის გაფორმებისა და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის თანახმადაც ფონდის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ დესტინატერი შეიძენდა საკუთრების უფლებას ფონდის მიერ შეძენილ ქონებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი” დაფუძნებული იყო ქ. თბილისის მთავრობის მიერ 2002 წლის 4 მაისის ¹08.01.143 დადგენილებით სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად ფინანსური რესურსების თავმოყრის მიზნით. ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის” დესტინატერად ცნობა და აღნიშნულის საფუძველზე ფონდის მიერ შეძენილი ბინის ჯერ სარგებლობაში, შემდეგ საკუთრებაში გადაცემის წესი კი განსაზღვრული იყო ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კერძოდ, ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილებით დამტკიცებული “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” დაარსება მიზნად ისახავდა მიწისძრის შედეგების ლიკვიდაციას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფუნქცია დელეგირებული ჰქონდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნევოდა აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი, თუ ის ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს, გასაჩივრებული ოქმი კი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემული იყო დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა აგრეთვე “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდისათვის” მიღება-გადაცემის აქტის გაფორმებისა და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება. აღნიშნული მოთხოვნის კანონიერება უნდა დადგენილიყო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილებით დამტკიცებული “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” საფუძველზე. ამდენად, მოცემული სარჩელი აღძრული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მისი განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა მომხდარიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობის 2005 წლის 25 მაისის ¹... ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც მიწისძვრით დაზარალებულ მოქალაქე _ გ. ს-ს უარი ეთქვა ფონდის დესტინატერად ცნობაზე. გ. ს-ე სასარჩელო განცხადებით ასევე ითხოვს მასთან, როგორც ფონდის დესტინატერთან, ზემოხსენებული ფონდის მიერ შეძენილი ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემის დამადასტურებელი ხელშეკრულების, მიღება-გადაცემის აქტისა და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმებას.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი” დაფუძნებულია ქ. თბილისის მთავრობის მიერ 2002 წლის 4 მაისის ¹08.01.143 დადგენილებით სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად ფინანსური რესურსების თავმოყრის მიზნით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” დესტინატერად ცნობა და აღნიშნულის საფუძველზე ფონდის მიერ შეძენილი ბინის ჯერ სარგებლობაში, შემდეგ საკუთრებაში გადაცემის წესი განსაზღვრულია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კერძოდ, ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილებით დამტკიცებული “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესით”.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2002 წლის 3 მაისს მიღებული იქნა ¹554 განკარგულება “ქ. თბილისში მიწისძვრით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”. აღნიშნული განკარგულების თანახმად, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის აღწერა და წინადადებების საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად ერთობლივად დაევალათ ქ. თბილისის მერიას, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს. ამავე განკარგულებით დაევალათ სახელმწიფო ქონების მფლობელებს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დროებითი განთავსება მათ სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ფართში საქართველოს სახელმწოფო ქონების მართვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილების შესაბამისად. ქ. თბილისის მერის 2002 წლის 6 ივნისის ¹24 ბრძანებით “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხადარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” მუშაობაზე მონიტორინგის განხორციელების, ფონდის ანგარიშზე შესული თანხის ხარჯვის კონკრეტული მიმართულებებისა და ობიექტების განსაზღვრის საქმეში საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით შეიქმნა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო საზოგადოებრივი კომისია. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 დეკემბრის ¹1550 განკარგულებით “ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისათვის ფინანსური სახრების გამოყოფის შესახებ”, რომლითაც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის შევსების მიზნით ქ. თბილისის მერიას გამოეყო ტრანსფერი. ამდენად, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საბინაო საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო ხელისუფლების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” დაარსება მიზნად ისახავდა მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფუნქცია დელეგირებული აქვს კერძო სამართლის იურიდიულ პირს _ “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდს”. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნევა, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი, თუ ის კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხადრი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი” წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხსენებული ფონდის გამგეობის 2005 წლის 25 მაისის ¹... ოქმი კი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნებს შეადგენს აგრეთვე “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდთან” მიღება-გადაცემის აქტისა და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება, რომელთა კანონიერება უნდა დადგინდეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 5 ივნისის ¹08.28.176 დადგენილებით დამტკიცებული “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე გ. ს-ის სარჩელის გამო მოპასუხე “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” მიმართ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტებითYგანსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე გ. ს-ის სარჩელის გამო “2002 წლის 25 აპრილის ქ. თბილისის მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.