ბს-687-659(გ-08) 22 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე /საქმეზე შ. ქ-ას წარმომადგენლის _ ზ. ჯ-ას სარჩელისა გამო, მოპასუხის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შ. ქ-ას წარმომადგენელმა ზ. ჯ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა: წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების მიერ 2006 წლის 27 აპრილის ბრძანებით დამტკიცებული ქ. ჯვარში, ..... ქუჩაზე მდებარე სანტექნიკური სახელოსნოს შენობის და მასზე დამაგრებული 7388 მიწის ფართის პრივატიზაციის ნაწილში 2006 წლის 26 აპრილს გამართული აუქციონის ¹4 ოქმისა და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროსს - გ. კ-ასა და ნ. წ-ას შორის წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარში, .... ქუჩაზე მდებარე სახელოსნოს შენობასა და მიწაზე 2006 წლის 23 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ნოტარიუს გ. კ-ას მიერ 2006 წლის 1 მაისს რეესტრში ¹....-ით რეგისტრირებული სანოტარო აქტის ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროს გ. კ-სა და ნ. წ-ას შორის 2006 წლის 2 მაისს გაფორმებული სანტექნიკური სახელოსნოს მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროსს - გ. კ-ასა და ნ. წ-ას სახელზე 2006 წლის 2 მაისს გაცემული სანტექნიკური სახელოსნოს საკუთრების დამადასტურებელი ¹... მოწმობის ბათილად ცნობა; წალენჯიხის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 10.000 ლარის დაკისრება მორალური ზიანის საკომპენსაციოდ; შპს “....” მის უკანონო გამგებლობაში არსებული, შ. ქ-ას კუთვნილი ქონების დაბრუნება ან შპს “....” მის სასარგებლოდ 91.300 ლარისა და 3.000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში დაკისრება, შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის განმარტებით, წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის განყოფილების უფროსმა გ. კ-ამ მოითხოვა სანტექნიკური სახელოსნოს შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეყვანა, რაც განხორციელდა, რის შემდეგაც გ. კ-ამ 2006 წლის 14 მარტს დაუშვა ¹20 ბრძანება სანტექნიკური სახელოსნოს საპრივატიზაციოდ მომზადებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე. აღნიშნული კომისიის შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად იქნა გამოყენებული, რამდენადაც სანტექნიკური სახელოსნოს შენობა მიწის ფართობთან ერთად უკანონოდ შეფასდა 32.037 ლარად, მაშინ, როცა ობიექტის ღირებულება შეადგენდა 101.129 ლარს. კომისიის მიერ შედგენილი უკანონო შეფასების აქტის საფუძველზე 2006 წლის 26 აპრილს გამართულ აუქციონზე ეს შენობა მიწის ფართობთან ერთად 32.037 ლარად მიეყიდა მოქალაქე მ. წახნაკიას. კომისიის წევრებმა თავიანთი მოქმედებით ჩაიდინეს სსკ-ის 332.3. “ა” მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სანტექნიკური სახელოსნოს შენობისა და მიწის პრივატიზაციის ნაწილში, 2006 წლის 26 აპრილს გამართული აუქციონის ¹4 ოქმი, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ექვემდებარება ბათილობას, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან დარღვეულია ზაკ-ის 601.1 მუხლით გათვალისწინებული მისი მომზადებისა და გამოცემის წესი /იხ.ს.ფ. 1-12/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის განჩინებით შ. ქ-ას სასარჩელო Mმოთხოვნაზე წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების მიერ 2006 წლის 27 აპრილის ბრძანებით დამტკიცებული ქ. ჯვარში, ..... ქუჩაზე მდებარე სანტექნიკური სახელოსნოს შენობის და მასზე დამაგრებული 7388 მიწის ფართის პრივატიზაციისა და 2006 წლის 26 აპრილს გამართული აუქციონის ¹4 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი /იხ.ს.ფ 116-117/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის განჩინებით სასარჩელო განცხადება _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროს - გ. კ-სა და ნ. წ-ას შორის წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარში, ..... ქუჩაზე მდებარე სახელოსნოს შენობასა და მიწაზე 2006 წლის 27 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროს გ. კ-ასა და ნ. წ-ას შორის 2006 წლის 2 მაისს გაფორმებული სანტექნიკური სახელოსნოს მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროს გ. კ-ასა და ნ. წ-ას სახელზე 2006 წლის 2 მაისს გაცემული სანტექნიკური სახელოსნოს საკუთრების დამადასტურებელი ¹..... მოწმობის ბათილად ცნობის, წალენჯიხის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 10,000 ლარის მორალური ზიანის საკომპენსაციოდ ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით დაექვემდებარა უფლებამოსილ სასამართლოს _ წალენჯიხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა _ ნოტარიუს კ-ას მიერ 2006 წლის 1 მაისს რეესტრში ¹1-92-ით რეგისტრირებული სანოტარო აქტის ბათილად ცნობისა და შპს “....” მიმართ მის უკანონო გამგებლობაში მყოფი შ. ქ-ას კუთვნილი ქონების დაბრუნების ნაწილში, განსჯადობით გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ წალენჯიხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლოს განმარტებით, ასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ აღნიშნული კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო ამავე კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განსჯადობას მიკუთვნებული საქმეები განსაზღვრულია ადმინისტრაციული საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით. ამავე კანონის 3.2 მუხლის მიხედვით, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც განეკუთვნება მისი საქმე.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ასკ-ის 2.1. მუხლი და განმარტა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების, აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის თაობაზე.
სსსკ-ის მე-11 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგერთვე იურიდიულ პირებს შორის, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას /იხ.ს.ფ. 118-122/.
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, ხოლო სარჩელის - მოპასუხე შპს “.....” მიმართ მის მფლობელობაში არსებული ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო წარმოებაში მიღების საკითხი გადაწყდა საერთო წესების შესაბამისად, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ მოპასუხეებად მიჩნეულია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, შპს “....” და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა. დავის საგანს წარმოადგენს წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების მიერ დადებული კანონსაწინააღმდეგო გარიგებები და ქმედებები. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არის პასუხისმგებელი მისი ტერიტორიული ორგანოს უკანონო ქმედებებზე, ტერიტორიულ ორგანოს არ გააჩნია სასამართლო დავებში მონაწილეობის უფლება და სასარჩელო მოთხოვნებიც სწორედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ არის აღძრული. იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ვინაიდან სახეზეა რამდენიმე მოპასუხე, მოსარჩელე იყენებს მისთვის სსსკ-ის მე-20 მუხლით მინიჭებულ უფლებას და სარჩელს წარადგენს ერთი-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 86.1 “ბ” მუხლი და განმარტა, რომ სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სასარჩელო მოთხოვნები განომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან. ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს მოთხოვნები რამდენიმე მოპასუხის მიმართ. სარჩელის მიღების შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, გაერთიანებული სარჩელიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა. ასევე, სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის თაობაზე, მხარე თავად მიუთითებს მოპასუხეს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მის მიერ აღძრულ სასარჩელო მოთხოვნაზე.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ სარჩელში ერთ-ერთ მოპასუხედ მითითებულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, შესაბამისად, სარჩელი წარდგენილ იქნა სასამართლოში ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, სსსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის გარეშე, სარჩელი განსჯადობით გადაგზავნილ იქნა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში.
სასამართლოს დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასების შედეგად, არასწორად იქნა გამოყენებული ასკ-ის 26-ე მუხლით განსაზღვრული საპროცესო მოქმედება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წალენჯიხის რაიონში ტერიტორიული ორგანო არ გააჩნია. ამავე სამინისტროს მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის ¹1-1/24 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დებულება. აღნიშნული დებულების 1.2 მუხლის თანახმად, სამხარეო სამმართველო განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, მათ შორის, წალენჯიხაში თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და მითითებულ რაიონებში სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სამართალმემკვიდრეს, რომლის ადგილსამყოფელი მდებარეობს ქ. ფოთში. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა – შპს “.....” მიმართ, მის მფლობელობაში არსებული ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ის განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების რეესტრში ¹1-92-ით რეგისტრირებული სანოტარო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან მას არ გააჩნია სარჩელის მოთხოვნისათვის დამახასიათებელი საფუძველი /იხ.ს.ფ. 130-134/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ შ. ქ-ას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯად დავას წარმოადგენს და შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლომ ისე მიიჩნია დავა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს, როგორც ტერიტორიულად განსჯადი სასამართლოს განსახილველად, რომ არ გაუთვალისწინებია საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი წესები, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 394. “ე” მუხლის მოთხოვნები.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოთა შორის განსჯადობაზე სადავოსE შ. ქ-ას შემდეგი მოთხოვნები წარმოადგენს: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროს - გ. კ-ასა და ნ. წ-ას შორის წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარში, .... ქუჩაზე მდებარე სახელოსნოს შენობასა და მიწაზე 2006 წლის 27 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროს გ. კ-სა და ნ. წ-ას შორის 2006 წლის 2 მაისს გაფორმებული სანტექნიკური სახელოსნოს მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წალენჯიხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროს - გ. კ-ასა და ნ. წ-ას სახელზე 2006 წლის 2 მაისს გაცემული სანტექნიკური სახელოსნოს საკუთრების დამადასტურებელი ¹51-/06-ა მოწმობის ბათილად ცნობა, წალენჯიხის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 10,000 ლარის მორალური ზიანის საკომპენსაციოდ ანაზღაურების დაკისრება, ნოტარიუს კ-ას მიერ 2006 წლის 1 მაისს რეესტრში ¹1-92-ით რეგისტრირებული სანოტარო აქტის ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მსჯელობას და იზიარებს საპროცესო ნორმების მართებულად გამოყენება-განმარტების საფუძველზე ჩამოყალიბებულ პროცესუალურ-სამართლებრივ დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, მოპასუხე მხარეს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობთ გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში, მიუთითონ მოპასუხე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სასარჩელო მოთხოვნაზე.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსაჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 “ა” მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად შეამოწმოს განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86.1 “ბ” მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სასარჩელო მოთხოვნები განომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან. ამასთან, მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს მოთხოვნები რამდენიმე მოპასუხის მიმართ. სარჩელის მიღების შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, გაერთიანებული სარჩელიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა სსსკ-ის 182.3 მუხლის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე ერთ-ერთ მოპასუხედ მითითებულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, შესაბამისად, სარჩელი წარდგენილ იქნა სასამართლოში ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით სსსკ-ის 20-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ თუკი მიიჩნია, რომ სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე დავის საგანი არ იყო მიმართული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ, უნდა განეხორციელებინა შესაბამისი საპროცესო მოქმედება სსსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. საქალაქო სასამართლოს არ დაუდგენია ერთ-ერთი მოპასუხის (რომლის სახეზე ყოფნის გამო ეს სასამართლო ხდება განსჯადი სასამართლო სსსკ-ის 20-ე მუხლის მიხედვით, ალტერნატიული განსჯადობა) ადგილსამყოფელი, მოსარჩელისათვის არ შეუთავაზებია არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლის საკითხი, მისი თანხმობით ეს საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, რის შედეგადაც საქალაქო სასამართლო აღარ იქნებოდა ტერიტორიულად განსჯადი სასამართლო, აღნიშნული ძირითადი საპროცესო მოქმედებების შესრულების გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი განსჯადობით გადააგზავნა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში, რაც სრულიად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო მიიჩნევდა, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის მიმართ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, ამ უკანასკნელს სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე, მხოლოდ მოსარჩელის თანხმობით არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შემთხვევაში შეეძლო საქმე განსჯადობით გადაეგზავნა უფლებამოსილი სასამართლოსათვის, ხოლო იმ პირობებში, როცა სასამართლოს ამგვარი საპროცესო მოქმედებები არ შეუსრულებია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წალენჯიხის რაიონში ტერიტორიული ორგანო არ გააჩნია. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის ¹1-1/24 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დებულება. აღნიშნული დებულების 1.2. პუნქტის თანახმად, სამხარეო სამმართველო განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, მათ შორის წალენჯიხაში თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და არის მითითებულ რაიონებში სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სამართალმემკვიდრე, სამეგრელო-გურია-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს იურიდიული მისამართი კი არის ქ. ფოთი, .... ქუჩა ¹7, რის გამოც წალენჯიხის რაიონული სასამართლო არ წარმოადგენს ტერიტორიულად განსჯად სასამართლოს მოცემულ მოთხოვნებზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ სასარჩელო მოთხოვნა – შპს “ვიქტორიას” მიმართ მის მფლობელობაში არსებული ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ის განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კერძოსამართლებრივი ურთიერთობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების რეესტრში ¹1-92-ით რეგისტრირებული სანოტარო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას, რამდენადაც აღნიშნული სანოტარო აქტით დამოწმებულ იქნა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნას მითითებულ ნაწილში არ გააჩნია დამოუკიდებელი იურიდიული საფუძველი და თანამდევი შედეგია ძირითადი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული საქმის მასალები, სასამართლომ მართებული შეფასება მისცა იმ გარემოებას თუ რა სამართალურთიერთობა იყო სახეზე. ამდენად, შ. ქ-ას სარჩელი განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ქ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.