Facebook Twitter

ბს-1006-964(კ-09) 7 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – დ. ს-ძე, ა. ი-ძე, ნ. კ-ძე, ს. გ-ძე, რ. მ-ძე, ..., ... საზოგადოების ფილიალი საქართველოში და ... კავშირი (არარეგისტრირებული კავშირი) (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კ.

გ-იანი, დ. ჩ-ძე, ა. მ-შვილი, რ. ბ-ძე, ჯ.

შ-ძე, გ. ა-შვილი, ა. ც-ძე (მოპასუხეები)

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, ქმედების განხორციელება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. ს-ძემ, ა. ი-ძემ, ნ. კ-ძემ, ს. გ-ძემ, მ. ვ-ძემ, რ. მ-ძემ, ..., ... საზოგადეობის წარმომადგენლობამ (ფილიალი) და ... კავშირის (არარეგისტრირებული კავშირი) წარმომადგენელმა მ. ც-იამ 2001 წლის მაისში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს, მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კ. გ-იანის, დ. ჩ-ძის, ა. მ-შვილის, რ. ბ-ძის, ჯ. შ-ძის, გ. ა-შვილის, ა. ც-ძის მიმართ და მოითხოვეს 2001 წლის 5 და 6 მარტს ქალაქ საჩხერეში, ... რელიგიური შეხვედრის ჩაშლის და მათზე თავდასხმის დაშვებისათვის, ასევე შეხვედრის ადგილის გაძარცვისა და განადგურებისათვის მოპასუხეებისათვის დაუყოვნებლივ საჯაროდ ბოდიშის მოხდის დავალდებულება; ასევე მოპასუხეებისათვის დაუყოვნებლივ განცხადების გაკეთების დავალდებულება იმის თაობაზე, რომ დაიცავენ ... რელიგიის თავისუფლების უფლებას, მათ შორის უფლებას ჩაატარონ რელიგიური შეხვედრები და მიიღებენ ყველა ზომას იმ პირთა წინააღმდეგ ვინც დაარღვევს მათ ამ უფლებას; მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მოპასუხეების მიერ სოლიდარულად თითოეული მოსარჩელისათვის 1000 ლარის ანაზღაურება, მათ შორის ორი მოსარჩელე გაერთიანებისათვის, რომლებიც მათი წევრების სახელით გამოდიან და რომლებმაც განიცადეს ზიანი პოლიციელთა უკანონო ქმედებების გამო 2001 წლის 5-6 მარტს, მორალური ზიანის ანაზღაურება და ასევე ამ თავდასხმის შედეგად განადგურებული და გატაცებული ნივთების ღირებულების ანაზღაურება, რაც შეადგენს 1500 ლარს; მოსარჩელეებმა მოითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება დაუყოვნებლივ გამოიყენოს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინარული ზომები; ყველა პოლიციელს წინააღმდეგ, რომლებმაც პირდაპირ და ირიბად მონაწილეობა მიიღეს 2001 წლის 5-6 მარტს საჩხერეში ... ა. ი-ძის სახლში მიმდინარე რელიგიური შეხვედრის ჩაშლისა და მათზე თავდასხმის დაშვებაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება დაუყოვნებლივ მისცეს ინსტრუქციები საქართველოს ყველა შსს სამმართველოს განყოფილებას პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ... რელიგიურ თავისუფლებას.

ქ. თბილისის კრწანისი_მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ს-ძის, ა. ი-ძის, ნ. კ-ძის, ს. გ-ძის, რ. მ-ძის, ..., ... წარმომადგენლობა საქართველოში წარმომადგენლის ბ.კ-იანის და ... კავშირის წარმომადგენლის გ.გ-ძის სარჩელს, მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კ. გ-იანის, დ. ჩ-ძის, ა. მ-შვილის, რ. ბ-ძის, ჯ. შ-ძის, გ. ა-შვილის და ა. ც-ძის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების და ქმედების განხორციელების მოთხოვნაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ს-ძემ, ა. ი-ძემ, ნ. კ-ძემ, ს. გ-ძემ, რ. მ-ძემ, ..., ... საზოგადეობის წარმომადგენლობამ (ფილიალი) და ... კავშირის (არარეგისტრირებული კავშირი) წარმომადგენელმა მ. ც-იამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით დ. ს-ძის, ა. ი-ძის, ნ. კ-ძის, ს. გ-ძის, რ. მ-ძის, ..., ... საზოგადოების წარმომადგენლობის (ფილიალი), ... კავშირის (არარეგისტრირებული კავშირი) წარმომადგენელ მ. ც-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ს-ძემ, ა. ი-ძემ, ნ. კ-ძემ, ს. გ-ძემ, რ. მ-ძემ, ..., ... საზოგადეობის ფილიალმა საქართველოში და ... კავშირმა (არარეგისტრირებული კავშირი) და მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. ს-ძის, ა. ი-ძის, ნ. კ-ძის, ს. გ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ს-ძის, ა. ი-ძის, ნ. კ-ძის, ს. გ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე მ. ც-იას გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 454 (ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 317.8 (სამას ჩვიდმეტი ლარი და რვა თეთრი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული დ. ს-ძის, ა. ი-ძის, ნ. კ-ძის, ს. გ-ძის, რ. მ-ძის, ..., ... საზოგადეობის ფილიალის საქართველოში და ... კავშირის (არარეგისტრირებული კავშირი) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებაზე;

2. მ. ც-იას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 317.8 (სამას ჩვიდმეტი ლარი და რვა თეთრი) ლარი;

3 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.