Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-1006-970(კ-08) 5 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ინდ. მეწამე “ნ. მ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ, მესამე პირები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შპს “ქ. ჯ.”, შპს “ა. .”, შპს “ლ.”, ინდ. მეწარმე “ხ. კ-ე”, ინდ. მეწარმე “რ. მ-ე”, ინდ. მეწარმე “ვ. დ-ე”, ინდ. მეწარმე “ს. დ.”.

2004 წლის 27 ოქტომბერს ინდ. მეწარმე “ნ. მ-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ სხვადასხვა დროს გამოწერილი ადმინისტრაციული აქტებით განხორციელებული 11556,23 ლარის ოდენობით ჩათვლებისა და მასზე დარიცხული საურავის გაუქმება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე “ნ. მ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ სხვადასხვა დროს გამოწერილი ადმინისტრაციული აქტებით განხორციელებული ჩათვლების გაუქმება, სულ თანხით _ 11556,23 ლარი, მოსარჩელეს ასევე მოეხსნა აღნიშნულ თანხაზე დარიცხული საურავი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახდო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად შპს “ქ. ჯ.”, შპს “ა”, შპს “ლ”, ინდ. მეწარმე “ხ. კ-ე”, ინდ. მეწარმე “რ. მ-ე”, ინდ. მეწარმე “ვ. დ-ე”, ინდ. მეწარმე “ს. დ-ე” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი ჩაებნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართვლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპატამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ინდ. მეწარმე ,,ნ. მ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ინდ. მეწარმე ,,ნ. მ-ს” უარი ეთქვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით _ სერია აა-68, ¹016971 (დღგ-ის თანხა 1711,72 ლარი); სერია აა-68, ¹017316 (დღგ-ის თანხა 872 ლარი); სერია აა-68, ¹016449 (დღგ-ის თანხა 1736,72 ლარი); სერია აა-66, ¹004590 (დღგ-ის თანხა 90 ლარი); სერია აა-66, ¹003744 (დღგ-ის თანხა 160,30 ლარი); სერია აა-66, ¹003182 (დღგ-ის თანხა 91 ლარი) – განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის აღდგენაზე; ინდ. მეწარმე ,,ნ. მ-ეს” აღუდგეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით _ სერია აა-67, ¹020745 – დღგ-ის თანხით – 149,80 ლარი; სერია აა-67, ¹017835 – დღგ-ის თანხით 198,64 ლარი; სერია აა-67, ¹015724 – დღგ-ის თანხით 62,28 ლარი; სერია აა-67, ¹017944 – დღგ-ის თანხით 270,81 ლარი; სერია აა-70, ¹079245 _ დღგ-ს თანხით 1720; სერია აა-70, ¹079018 დღგ-ის თანხით 1720 ლარი; სერია აა-70, ¹081121, დღგ-ის თანხით 1720 ლარი; სერია აა-70, ¹082092 დღგ-ის თანხით 1032 ლარი; სერია აა-70, ¹079315 დღგ-ის თანხით 65,26 ლარი _ განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა; გაუქმდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების – სერია აა-68 ¹016971 (დღგ-ის თანხა 1711,72 ლარი); სერია აა-68, ¹017316 (დღგ-ის თანხა 820 ლარი); სერია აა-68, ¹016449 (დღგ-ის თანხა 1736,72 ლარი); სერია აა-66, ¹004590 (დღგ-ის თანხა 90 ლარი); სერია აა-66, ¹003744 (დღგ-ის თანხა 160,30 ლარი); სერია აა-66, ¹003182 (დღგ-ის თანხა 91 ლარი); სერია აა-67, ¹020745 (დღგ-ის თანხა 149,8 ლარი); სერია აა-67, ¹017835 (დღგ-ის თანხა 198,64 ლარი); სერია აა-67, ¹015724 (დღგ-ის თანხა 62,28 ლარი); სერია აა-67, ¹017944 (დღგ-ის თანხა 270,81 ლარი); სერია აა-70, ¹079245 (დღგ-ის თანხა 1720 ლარი); სერია აა-70, ¹079018 (დღგ-ის თანხა 1720 ლარი); სერია აა-70, ¹081121 (დღგ-ის თანხა 1720 ლარი); სერია აა-70, ¹082092 (დღგ-ის თანხა 1032 ლარი); სერია აა-70, ¹079315 (დღგ-ის თანხა 65,26 ლარი) – მიხედვით დღგ-ზე დარიცხული საურავი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდ. მეწარმე “ნ. მ-მ”, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმაევე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 3 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე “ნ. მ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარში გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები) სრულყოფილად არ იყო მითითებული. ამასთან, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით ინდ. მეწარმე “ნ. მ-ეს” დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი და სრულყოფილი, კასაციის მიზეზების შემცველი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2008 წლის 27 ოქტომბერს ინდ. მეწარმე “ნ. მ-მ” ფოსტის მეშვეობით განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. ინდ. მეწარმე “ნ. მ-ეს” დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, აგრეთვე, წარმოედგინა სრულყოფილი, კასაციის მიზეზების შემცველი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზების შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს ფოსტის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹15-30-468/08 წერილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინების შემცველი გზავნილი ინდ. მეწარმე “ნ. მ-ეს” ჩაჰბარდა 2008 წლის 7 ნოემბერს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2008 წლის 12 ნოემბერს. ინდ. მეწარმე “ნ. მ-ემ” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო შესაბამისი განჩინებით დადგენილი ხარვეზები, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ინდ. მეწარმე “ნ. მ-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ინდ. მეწარმე “ნ. მ-ის” საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.