Facebook Twitter

ბს-1007-965(კ-09) 15 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელეებმა ლ. გ-იანმა, თ. ჩ-ძემ, მ. მ-შვილმა, ე. დ-იამ, დ. თ-ძემ, ლ. შ-ევამ, ნ. დ-ძემ, მ. ლ-იანმა, ა. ო-იანმა, მ. ხ-ძემ, მ. ა-ძემ, ი. გ-ძემ, თ. მ-ძემ, ა. ი-ძემ, ტ. ჯ-იამ, ჟ. ბ-ძემ, ფ. ჩ-ძემ, ნ. მ-ძემ, ტ. ლ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალასო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდნენ, რომ მუშაობდნენ ქ. წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში სხვადასხვა თანამდებობაზე, ისინი დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლდნენ სხვსდსხვა დროს, საიდანაც მისაღები ჰქონდათ თანხები, თუმცა არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ მოპასუხისგან ხელფასი არ მიუღიათ. მოსარჩელეები ითხოვდნენ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ლ. გ-იანის სასაგებლოდ 390.48 ლარის, თ. ჩ-ძის სასარგებლოდ 766.02 ლარის, მ. მ-შვილის სასარგებლოდ 686.88 ლარის, ე. დ-იას სასარგებლოდ 735.06 ლარის, ლ. შ-ევას სასარგებლოდ 851.61 ლარის, ნ. დ-ძის სასარგებლოდ 1150 ლარის, მ. ხ-ძის სასარგებლოდ 563.86 ლარის, ი. გ-ძის სასარგებლოდ 986.27 ლარის, ა. ო-იანის სასარგებლოდ 609.36 ლარის, თ. მ-ძის სასარგებლოდ 1040.28 ლარის, ა. ი-ძის სასარგებლოდ 925.91 ლარის, ტ. ჯ-იას სასარგებლოდ 534.10 ლარის, ჟ. ბ-ძის სასარგებლოდ 901.01 ლარის, ფ. ჩ-ძის სასარგებლო 509.88 ლარის, ტ. ლ-იანის სასარგებლოდ 595.67 ლარის დაკისრებას.

თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 თებერვლის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხრის წარმომადგენლის შუამდგომლობა; მოსარჩელე ტ. ლ-იანის სარჩელი დარჩა განუხილველი სამოქალაო საპროცესო კოდექსის 83 (1)–ე მუხლის თანახმად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ლ. გ-იანის, თ. ჩ-ძისა და სხვათა სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა დავალიანება შემდეგი ოდენობით: ლ. გ-იანის სასაგებლოდ 390.48 ლარი, თ. ჩ-ძის სასარგებლოდ 766.02 ლარი, მ. მ-შვილის სასარგებლოდ 686.88 ლარი, ე. დ-იას სასარგებლოდ 735.06 ლარი, ლ. შ-ევას სასარგებლოდ 851.61 ლარი, მ. ლ-იანის სასარგებლოდ 986.27 ლარი, ნ. დ-ძის სასარგებლოდ 988.83 ლარი, მ. ხ-ძის სასარგებლოდ 563.86 ლარი, ი. გ-ძის სასარგებლოდ 1002.20 ლარი, თ. მ-ძის სასარგებლოდ 1040.28 ლარი, ა. ი-ძის სასარგებლოდ 925.91 ლარი, ტ. ჯ-იას სასარგებლოდ 534.10 ლარი, ჟ. ბ-ძის სასარგებლოდ 901.01 ლარი, ფ. ჩ-ძის სასარგებლო 509.88 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქაღტველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.