ბს-1024-988(2კ-08) 20 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
1 კასატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო
II კასატორი _ შპს “...”
მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, სს “...”
მესამე პირი _საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა და იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორთა მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს “...” სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ და მოითხოვა სს “...” საკუთრების უფლების ცნობა ქუთაისში, ორარხიანი, ორი მიმართულების შვიდკილომეტრიანი სიგრძის (ჯავახიშვილის, რუსთაველის, წერეთლის, ხახანაშვილის, ტიციან ტაბიძის, ყიფიანის, ზარდალიშვილის, ტყიბულის, გელათის ქუჩების) სატელეფონო კანალიზაციის ქსელზე.
მოსარჩელემ საბოლოოდ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სს “...” საკუთრების უფლების აღიარებასთან ერთად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს “...” შორის 2006 წლის 20 თებერვალს დადებული ¹1565 დროებითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულნი იქნენ შპს “...”და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2006 წლის 2 ნოემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპაუხეების სს “...”, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს “...” მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 11 სექტემბრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც ქუთაისში მდებარე ორ-არხიანი შვიდკილომეტრიანი სატელეფონო საკანალიზაციო ქსელი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სს “...” საკუთრებად და მოპასუხისათვის აღნიშნული ქონების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებად დარეგისტრირების დავალება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სს “...” და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა 2006 წლის 11 დეკემბრის მორიგების აქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სს “...” და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს შორის და შეწყდა საქმის წარმოება.
შპს “...” საქმის შეწყვეტის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 2007 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იშუამდგომლა სარჩელი გამოხმობის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაერთიანებული ადმინისტრაციული საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხეების სს “...”, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს “...” მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და რეგისტრაციის დავალდებულების ნაწილში დარჩა განუხილველი და ადმინისტრაციული საქმის წარმოება გაგრძელდა სს “...” სარჩელისა გამო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და მესამე პირების საქართველოს Aშინაგან საქმეთა სამინისტროს, შპს “...” მიმართ ქ. ქუთაისში ორარხიანი ორი მიმართულების შვიდკილომეტრიანი სიგრძის სატელეფონო ქსელის მესაკუთრედ ცნობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს “...” დირექტორის შორის 2006 წლის 20 თებერვალს დადებული ¹1565 ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “...” წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ შპს “...” წარმოადგენს საქმეში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მონაწილე მესამე პირს, რომელსაც გააჩნია მოსარჩელე და მოპასუხე მხარის ყველა საპროცესო უფლება, რის გამოც საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის გამოხმობას სჭირდებოდა შპს “...” თანხმობა, რაც არ ყოფილა გაცხადებული. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, საქალაქო სასამართლოს სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი არ გააჩნდა და საქმე არსებითად უნდა გადაეწყვიტა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, მესამე პირების საქართველოს შს სამინისტროსა და შპს “...” მიმართ ქუთაისში ორ-არხიანი ორი მიმართულების შვიდკილომეტრიანი სიგრძის სატელეფონო ქსელის მესაკუთრედ ცნობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს “...” შორის 2006 წლის 20 თებერვალს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა დავის საგნის არარსებობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრეს ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სს “...” და შპს “...”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინება სარჩელის გამოხმობის გამო, მისი განუხილველად დატოვების შესახებ; სს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის გადაწყვტილება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსა და შპს “...” შორის 2006 წლის 20 თებერვლის ¹1565 ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსა და შპს ...” შორის 2006 წლის 20 თებერვალს დადებული ¹1565 ხელშეკრულება; შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს ,,...” შორის 2006 წლის 20 თებერვალს დაიდო ¹1565 დროებითი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საგანია ქუთაისში ორარხიანი, ორი მიმართულების შვიდკილომეტრიანი სატელეფონო საკანალიზაციო ქსელი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ხელშეკრულება მისი მოქმედების ვადის ამოწურვის გამო ძალადაკარგულია.
სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ქონება, რომლის იჯარაზეც სადავო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველო და შპს ,,...”, წარმოადგენს სს ,,...” საკუთრებას, რომელსაც ხელშეკრულების დადებაზე წინასწარ თანხმობა არ განუცხადებია და არც შემდგომში მოუწონებია იგი.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, 158-ე მუხლის პირველი ნაწილი და 155-ე მუხლი; ასევე 327-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილი; სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იჯარით გაცემული ქონება სს ,,...” ქუთაისის ფილიალის ბალანსშია ასახული, როგორც ფილიალის ძირითადი საშუალებები; სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის 2006 წლის 07 აგვისტოს მიმართვისა და სს ,,...” წარმომადგენლის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე 2006 წლის 11 სექტემბერს სააქციო საზოგადოების სახელზე დარეგისტრირდა ქონება: ჭებს შორის კანალიზაციის საერთო სიგრძე 106565 მ; გამანაწილებელი კარდა 71 ცალი; ჭების რაოდენობა 1586 ცალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2006 წლის 20 თებერვლის ¹1565 დროებითი ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულების საგანზე მფლობელობა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით გააჩნდა სს “...”, ხოლო მის მიმართ მფლობელობის შეუწყვეტლად ქონების შპს “...” გადაცემა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია სააპელაციო პალატამ და ამ საფუძვლით საიჯარო ხელშეკრულება ბათილად ცნო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ის ფაქტი, რომ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურული იყო, ვერ განაპირობებს სარჩელის უარყოფას, ვინაიდან სს ,,...” გააჩნია იურიდიული ინტერესი სწორედ ბათილობისა და არა ძალადაკარგულად გამოცხადებისადმი, რაც განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს.
შპს ,,...” სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სს ,,...” ითხოვდა შპს ,,...” 2006 წლის 20 თებერვლის ¹1565 დროებითი ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებასა და ხსენებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ე.ი. იმ ქონებაზე, რომელიც დღემდე სარგებლობაში აქვს შპს ,,...” და რომელზედაც მას საიჯარო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსთან, აღიარებული არ იქნა სს ,,...” საკუთრებად და ასევე არ გაბათილდა 2006 წლის 20 თებერვლის ¹1565 დროებითი ხელშეკრულება; სააპელაციო სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი კი შეაქვს მხარეს ან მესამე პირს, რომლის უფლებაც დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით; ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით მხარე ითხოვს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც მისთვის სასარგებლოა და არავითარ უარყოფით სამართლებრივ შედეგს მის მიმართ არ იწვევს, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმებით, უარესდება შპს ,,...” პროცესუალური მდგომარეობა, საუარესოდ შებრუნება კი დაუშვებელია, ამიტომ აღნიშნული სასამართლომ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლომ შპს ,,...” კერძო საჩივართან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრულ სარჩელზე შპს ,,...” არ წარმოადგენს საქმეში სავალდებულო მესამე პირს, რომელიც ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16 მუხლის მე-5 ნაწილით სარგებლობს მოსარჩელის და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა; ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ სარჩელის გამოხმობას, მიუხედავად იმისა, რომ გამოხმობა გაცხადებული იყო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, არ სჭირდებოდა შპს ,,...” თანხმობა.
შპს “...” და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ საკასაციო საჩივრები შეიტანეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს ,,...” სარჩელზე უარის თქმა.
კასატორის-საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშეE სამმართველოს ¹156 დროებითი ხელშეკრულება ბათილად მიიჩნია, ვინაიდან ქ. ქუთაისში მდებარე ორ-არხიანი ორი მიმართულების 7 კმ-მდე სიგრძის სპეციალური სატელეფონო საკანალიზაციო ქსელი სს ,,...” ძირითად საშუალებებშია ასახული, როგორც ე.წ. “კგბ” ხაზი და არავითარ შემთხვევაში ქ. ქუთაისში მდებარე ორ არხიანი ორი მიმართულების 7 კმ-მდე სიგრძის სპეციალური სატელეფონო საკანალიზაციო ქსელი.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 9 ოქტომბრის ¹20/01/13-9243 დასკვნას; ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიერ წარდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს 2005 წლის 12 ივლისის ¹6/10-2457 შს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქ. ქუთაისში არსებული 2 არხიანი 2 მიმართულების 7 კმ-მდე სიგრძის სატელეფონო კანალიზაციის იჯარით გაცემაზე თანხმობას, რომ სადავო ქონება იმყოფებოდა შს სამინისტროს ბალანსზე და დღესაც კი წარმოადგენს შს სამინისტროს კუთვნილებას.
კასატორი მიუთითებს “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით მართვის /გადაცემის/ წესის შესახებ” დებულების მე-4 მუხლზე და მიიჩნევს, რომ სამმართველოს მიერ დროებითი ხელშეკრულება დადებულია მოქმედი კანონმდებლობით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი; ამასთან, “პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “თ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ კატეგორიის სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით რჩებოდა სახელმწიფო საკუთრებაში და იგი ვერ გახდებოდა კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრება.
შპს “...” საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელზე უარის თქმა. კასატორმა ასევე მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს “...” შორის 2006 წლის 20 თებერვალს დადებული ¹1565 დროებითი საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო სს “...” სასარჩელო მოთხოვნაზე ქ. ქუთაისში მდებარე ორ-არხიანი ორი მიმართულების 7 კმ-მდე სიგრძის სპეციალური სატელეფონო კანალიზაციის მიმართ საკუთრების უფლების აღიარების და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა, ამავე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არსებობის გამო.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ თავის პოზიცია დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 177-ე, 183-ე მუხლები, ასევე “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლი.
კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე, იგივე ხაზობრივ ნაგებობაზე სპეციალური სატელეფონო კანალიზაციის სახით სს “...” საკუთრების უფლება წარმოეშვა 2006 წლის 11 სექტემბერს საჯარო რეესტში გაკეთებული შესაბამისი ჩანაწერის საფუძველზე, მანამდე იგივე ქონება არ იმყოფებოდა სს “...” არც ფაქტობრივ მფლობელობაში და წარმოადგენდა სახელმწოფო საკუთრებას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო უფლებამოსილი იყო ეს ქონება 2006 წლის 20 აგვისტომდე იჯარის დროებითი (6 თვიანი) ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს “...” და ამ უკანესკნელისაგან მართზომიერად მიეღო შემოსავალი საიჯარო ქირის სახით.
კასატორის აზრით, ქ. ქუთაისში მდებარე, 2 არხიანი 2 მიმართულების 7 კმ სიგრძის სპეციალური სატელეფონო კანალიზაცია არის საქართველოს შს სამინისტროს საკუთრება და იგი წარმოადგენს განუსხვისებელ სახელმწიფო ქონებას, რომლის პრივატიზება კანონით აკრძალულია, ხოლო მოცემულ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სს “...” მოეპოვება სადავო ქონებაზე კანონით გათვალისწინებული უფლების დამდასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “...” სასარგებლოდ, როდესაც მიუთითა, რომ შპს “...” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებით გაუარესდებოდა მისი პროცესუალური მდგომარება, აღნიშნული მოსაზრება, კასატორის აზრით, ეწინააღმდეგება საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე და 384-ე მუხლების დანაწესს, მოცემული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში საიჯარო სახელმწიფო ქონება სასამართლო წესით დაკანონდება შპს “...” კონკურენტი იმავე პროფილის სხვა საკომუნიკაციო კომპანიის საკუთრებაში, ამასთან, მოსარჩელეს შეეძლება მოითხოვოს საიჯარო ქირის დაკისრება შპს “...”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ შპს “...” და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სს “...” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, ასევე შპს “...” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სს “...” მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს “...” შორის 2006 წლის 20 თებერვალს დადებული ¹1565 ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ორ-არხიანი ორი მიმართულების 7 კვ.მ. სიგრძის სატელეფონო კანალიზაციის ქსელის შპს “...” იჯარით გადაცემა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში იმით დაასაბუთა, რომ 1986 წლიდან მაშინდელი კავშირგაბმულობის ქუთაისის საქალაქო კვანძის ბალანსზე აღირიცხა ე.წ. უშიშროების ხაზი, ეს ხაზი ითვლებოდა მის ძირითად საშუალებებში (ტ.I. სფ.75).
ტ1.ს.ფ. 196-ზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში მდებარე ხაზოვანი ნაგებობა (ობიექტი), ჭა-1586 ცალი, გამანაწილებელი კარადა 71 ცალი, ჭებს შორის კანალიზაციის საერთო სიგრძე 106565მ, სს “...” სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 2006 წლის 11 სექტემბერს. ამიტომ საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ხელშეკრულება ¹1565 დაიდო 2006 წლის 20 თებერვალს, ე.ი. საკუთრების თაობაზე საჯარო რეესტრის ზემოაღნიშნული ჩანაწერის გაკეთებამდე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხის შემოწმებისას იმ გარემობისათვის უნდა მიეცა სათანადო შეფასება, რომ ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის საკუთრების უფლება ჯერ კიდევ არ იყო რეგისტრირებული.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, ვინაიდან 2006 წლის 20 თებერვლის ¹1565 დროებითი ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულების საგანზე მფლობელობა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით გააჩნდა სს “...”, ამიტომ მის მიმართ მფლობელობის შეუწყვეტლად ქონების შპს “...” გადაცემა კანონშეუსაბამოა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის სხდომაზე სს “...” წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოცემულ საქმეზე საინჟინრო-ტექნიკური და ფინანსური ექსპერტიზის დანიშვნა იმის გასარკვევად, კონკრეტულად რა მიმართულებებს, რა მოცულობებს და ტექნიკურ პარამეტრებს შეიცავს სადავო ქონება, რადგან არ აქვთ ქონების თვალსაჩინოება, თუ რაზე დავობენ (ტ.1, სფ.116). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე დაკმაყოფილდა და ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები: ქ. ქუთაისში არსებული ორ არხიანი მიმართულების 7 კმ-მდე სიგრძის სატელეფონო კანალიზაცია და სარჩელზე თანდართული და სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტებში და შესაგებელში მითითებული ე.წ. უშიშროების ხაზი (კგბ-ს ხაზი) არის თუ არა ერთი და იგივე; დადებით შემთხვევაში რა მოცულობის და პარამეტრისაა იგი დღეის მდგომარეობით, სად გადის და მყარად დგას თუ არა მიწაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2006 წლის 9 ოქტომბრის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ სს “... თავის ძირითადი საშუალების საინვენტარიზაციო აღრიცხვის ბარათში მართლაც აქვს შეტანილი “კგბ-ს” ხაზი 1986 და 1999 წლების მდგომარეობით. მაგრამ აღნიშნულ
საინვენტარიზაციო ბარათში მითითებულია “კგბ-ს ხაზი” და არა სატელეფონო კანალიზაცია. სს “...” სარჩელზე თანდართული საბუღალტრო დოკუმენტაციებში აღნიშნულია “კგბ-ს” ხაზი, ხოლო მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ობიექტს წარმოადგენს სატელეფონო კანალიზაცია. იმავე დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს “...” მიღება-ჩაბარების აქტით 2006 წლის 20 თებერვალს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსაგან ჩაიბარა ქ. ქუთაისში ორარხიანი ორი მიმართულების 7 კმ სიგრძის სატელეფონო კანალიზაციის ქსელი იჯარის ფორმით არაუმეტეს 6 თვის ვადით. აღნიშნული სატელეფონო კანალიზაცია ირიცხება უშიშროების სამინისტროს ბალანსზე (ტ.I.სფ.125).
ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში კი აღნიშნულია, რომ ქ. ქუთაისში ორარხიანი ორი მიმართულების სატელეფონო კანალიზაცია და სარჩელზე თანდართული და სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტებში და შესაგებელში მითითებული ე.წ. უშიშროების ხაზი (კგბ-ს ხაზი) არ არის ერთი და იგივე. ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული ორი მიმართულების ორარხიანი კანალიზაციის ქსელი ტექნიკური ცნების თვალსაზრისით არსებითად განსხვავდება ზემოთაღნიშნული უშიშროების ხაზისაგან (ტ.I.სფ.128).
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის სააპელაციო პალატას საქმის მასალებთან ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაც; მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის, მაგრამ იმავე მუხლის მოთხოვნაა, რომ ასეთი დასკვნის შეფასება მოხდეს 105-ე მუხლით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხვრივ, სულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგად მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება გასაჩივრებულ ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...” და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სს “...” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, ასევე შპს “...” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილებში და საქმე ხელახალი განხილვისათვის ამ ნაწილებში დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.