Facebook Twitter
ბს-1039-997(2კ-09) 19 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:


თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე), მ. გ-ძე, მ. გ-ძე, თ. კ-იანი, რ. ვ-შვილი, დ. ა-ძე, ი. ა-იანი, მ. უ-ავა, ჯ. ჯ-ძე, შ. გ-ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ სახელფასო და სხვა სახის დავალიანების ანაზღაურება, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2007 წლის 25 ივნისს დ. ა-ძემ, რ. ვ-შვილმა, მ. უ-ავამ, შ. გ-ძემ, თ. ტ-კომ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების, სანივთე ქონების კომპენსაციის, ზიანისა და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
2007 წლის 10 დეკემბერს კ. ი-ძემ, ნ. ფ-ოვამ, მ. კ-შვილმა, ჯ. გ-ძემ, ვ. ი-ძემ, ი. ა-იანმა, ც. გ-ძემ, ა. ტ-კომ, ო. ჩ-შვილმა, ნ. ჯ-იამ, გ. ყ-შვილმა, ნ. დ-ძემ, ა. ხ-უამ, ნ. მ-ძემ, ე. ჯ-ძემ, ვ. წ-ძემ, ნ. კ-ძემ, ნ. წ-ძემ, ლ. ს-შვილმა, ლ. ე-ძემ, ა. ღ-ძემ, მ. გ-ძემ, ლ. ჩ-ძემ, ნ. უ-ავამ, ს. ჯ-ძემ, ნ. მ-შვილმა, მ. კ-შვილმა, ჯ. ჯ-ძემ, მ. გ-ძემ, ო. ბ-ძემ, ზ. ქ-ძემ, მ. ნ-ძემ, შ. დ-ძემ, ლ. ხ-ძემ, ს. გ-ძემ, ჯ. კ-ავამ, ი. შ-ძემ, მ. გ-ძემ და დ. გ-ძემაც მიმართეს სასარჩელო განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სახელფასო დავალიანების, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების, სანივთე ქონების კომპენსაციის, ზიანისა და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა დ. გ-ძის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე, შესაბამისად დ. გ-ძის სარჩელი განუხილველი დარჩა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 მაისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/2082 და ¹3/3459 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ¹3/3459-07.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეთა წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებისა და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-შვილის, ი. ა-იანის, ნ. მ-შვილის, ს. ჯ-ძის, ნ. უ-ავას, ლ. ჩ-ძის, ჯ. ჯ-ძის, ზ. ქ-ძის, მ. გ-ძის, მ. გ-ძის, ა. ღ-ძის, ლ. ე-ძის, ლ. ს-შვილის, ნ. წ-ძის, ნ. კ-ძის, ვ. წ-ძის, ე. ჯ-ძის, ნ. მ-ძის, ა. ხ-უას, ნ. დ-ძის, გ. ყ-შვილის, ნ. ჯ-იას, ო. ჩ-შვილის, ა. ტ-კოს, ც. გ-ძის, ვ. ი-ძის, ჯ. გ-ძის, მ. კ-შვილის, ო. ბ-ძის, ნ. ფ-ოვას, კ. ი-ძის, მ. ნ-ძის, შ. დ-ძის, ლ. ხ-ძის, ს. გ-ძის, ჯ. კ-ავას, ი. შ-ძის, მ. გ-ძის, ა. ა-ძის, მ. უ-ავას, თ. კ-იანის, შ. გ-ძის, რ. ვ-შვილის, დ. ა-ძის, ე. ტ-კოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო სანატორიუმ «წყალტუბოს» თანამშრომელთა მიმართ დაეკისრა სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება: ა. ა-ძის სასარგებლოდ 891,57 ლარის, მ. უ-ავას სასარგებლოდ 1385,25 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით 615 ლარის, თ. კ-იანის სასარგებლოდ 206,94 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით 604 ლარის, შ. გ-ძის სასარგებლოდ 423,03 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით 1200 ლარის, რ. ვ-შვილის სასარგებლოდ _ 1364,44 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით 610 ლარის, დ. ა-ძის სასარგებლოდ _ 1517,06 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით 610 ლარის, ე. ტ-კოს სასარგებლოდ _ 580,42 ლარის, მ. კ-შვილის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 776,89 ლარის, ი. ა-იანის სასარგებლოდ _ 1528,43 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 615 ლარის, ნ. მ-შვილის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 208 ლარის, ს. ჯ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 169 ლარის, ნ. უ-ავას სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 162,50 ლარის, ლ. ჩ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 195 ლარის, ზ. ქ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 149,50 ლარის, ნ. ფ-ოვას მიმართ _ 503,88 ლარის, მ. გ-ძის მიმართ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ჯ. ჯ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1172,92 ლარის, ა. ღ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 195 ლარის, ლ. ე-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 149,50 ლარის, ლ. ს-შვილის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 162,50 ლარის, ნ. წ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 149,50 ლარის, ნ. კ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 150 ლარის, ვ. წ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 149,50 ლარის, ე. ჯ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ნ. მ-ძის სასარგებლოდ _ 768,30 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ა. ხ-უას სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 195 ლარის, ნ. დ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 162,50 ლარის, გ. ყ-შვილის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 149,50 ლარის, ნ. ჯ-იას სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ო. ჩ-შვილის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ა. ტ-კოს სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156,25 ლარის, ც. გ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 156 ლარის, ვ. ი-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 234 ლარის, ჯ. გ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 195 ლარის, მ. კ-შვილის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 169 ლარის, ო. ბ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით _ 162,50 ლარის, კ. ი-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 991,31 ლარის, მ. ნ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 876,50 ლარის, შ. დ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 555,93 ლარის, ლ. ხ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 891,88 ლარის, ს. გ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 818,48 ლარის, ჯ. კ-ავას სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 904,44 ლარის, ი. შ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 629,52 ლარის, მ. გ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 115,49 ლარის, მ. გ-ძის სასარგებლოდ _ 287,47 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა თ. კ-იანის, დ. ა-ძის, მ. უ-ავას, შ. გ-ძის, რ. ვ-შვილის, ჯ. ჯ-ძის, ი. ა-იანის და მ. გ-ძის კუთვნილი 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. კ-იანმა, დ. ა-ძემ, მ. უ-ავამ, შ. გ-ძემ, რ. ვ-შვილმა, ჯ. ჯ-ძემ, მ. გ-ძემ, ი. ა-იანმა და მ. გ-ძემ. აპელანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თითეულის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით აპელანტების _ შ. გ-ძის, ჯ. ჯ-ძის, მ. უ-ავას, ი. ა-იანის, დ. ა-ძის, რ. ვ-შვილისა და თ. კ-იანის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; მ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. გ-ძის სარჩელი ფულადი ჯილდოს 72,20 ლარის ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ძის სარჩელი ფულადი ჯილდოს 72,20 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; მ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. გ-ძის სარჩელი ფულადი ჯილდოს 135,95 ლარის ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ძის სარჩელი ფულადი ჯილდოს 135,95 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. უ-ავას სარჩელი 1385,25 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. ა-იანის სარჩელი 1528,43 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა რ. ვ-შვილის სარჩელი 1364,44 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ. (იგივე ლ.) ხ-ძის სარჩელი 981,88 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. (იგივე ლ.) ხ-ძის სარჩელი სახელფასო დავალიანების 695,16 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ჯ. კ-ავას სარჩელი 904,44 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. კ-ავას სარჩელი სახელფასო დავალიანების 592,60 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. შ-ძის სარჩელი 629,52 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. შ-ძის სარჩელი სახელფასო დავალიანების 461,34 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. (იგივე ს.) გ-ძის სარჩელი 818,18 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. (იგივე ს.) გ-ძის სარჩელი სახელფასო დავალიანების 540,27 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შ. დ-ძის სარჩელი 555,93 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. დ-ძის სარჩელი სახელფასო დავალიანების 442,88 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტების _ შ. გ-ძის, ჯ. ჯ-ძის, მ. უ-ავას, ი. ა-იანის, დ. ა-ძის, რ. ვ-შვილის და თ. კ-იანის სააპელაციო საჩივრები, რომლითაც ისინი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ სანივთე ქონების კომპენსაციის სრულად ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მკაფიოდ განიმარტა, რომ სანივთე ქონების კომპენსაციის თანხა არ წარმოადგენდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელი იყო, რომელზეც ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მან არ დააკმაყოფილა მ. გ-ძის და მ. გ-ძის სარჩელები ფულადი ჯილდოს ანაზღაურების შესახებ უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული დავალიანებები წარმოშობილი იყო 1998-1999 წლებში, საქალაქო სასამართლოს სარჩელი ამ ნაწილში ხანდაზმულად არ უნდა მიეჩნია, რადგან «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის, 74-ე მუხლისა და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფულადი ჯილდო წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებულ დანამატს, რომელიც თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შეადგენდა ხელფასის შინაარს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმული არ იყო, შესაბამისად მას არც ფულადი ჯილდოს შესახებ მოთხოვნები უნდა მიეჩნია ხანდაზმულად.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მ. გ-ძის და მ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნები კვების ულუფის კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ, რადგან იგი არ წარმოადგენდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და ის ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელი იყო, რომელზეც ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 25 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტების წარმომადგენელმა განაცხადა სასარჩელო მოთხოვნების შემცირების შესახებ, კერძოდ: მ. უ-ავასთან, ი. ა-იანთან და რ. ვ-შვილთან მიმართებაში სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით, რადგან ანალოგიური მოთხოვნებით მათ სარჩელი უკვე აღძრული ჰქონდათ და ამის შესახებ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. უ-ავას სასარჩელო მოთხოვნა 1385,25 ლარის, ი. ა-იანის სასარჩელო მოთხოვნა 1528,43 ლარის და რ. ვ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა 1364,44 ლარის სახელფასო დავალიანებების მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოთხოვნათა ნაწილობრივ დუბლირებას, აპელანტების წარმომადგენელმა ნაწილობრივ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნები ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა: ლ. (იგივე ლ.) ხ-ძის სარჩელის სახელფასო დავალიანების 695,16 ლარის; ჯ. კ-ავას სარჩელის სახელფასო დავალიანების 592,60 ლარის; ი. შ-ძის სარჩელის სახელფასო დავალიანების 461,34 ლარის; ს. (იგივე ს.) გ-ძის სარჩელის სახელფასო დავალიანების 540,27 ლარის; შ. დ-ძის სარჩელის სახელფასო დავალიანების 442,88 ლარის ოდენობით მის სასარგებლოდ მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი დაკისრება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი (შემცირებული) სასარჩელო მოთხოვნები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანი იყო და შესაბამისად, ისინი უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელეთა მოთხოვნა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თაობაზე. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძვლად აპელანტმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 დეკემბრის ¹640 ბრძანებულებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბრძანებულებას დაემატა 611-ე მუხლი, რომელმაც 2006 წლის 1 იანვრამდე შეაჩერა 331-ე მუხლის მოქმედება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არასწორად განმარტა ხსენებული ბრძანებულება, რადგან ნორმის მოქმედების შეჩერება უფლების დაკარგვის საფუძველს არ ქმნიდა. სამართლებრივი ნორმის მოქმედების შეჩერება არ ნიშნავდა ნორმით აღიარებული უფლების გაუქმებას. ნორმის შეჩერებით სახელმწიფომ აღიარა მოსარჩელეთა უფლება მიეღოთ ფულადი დახმარება და ამავე დროს, ნორმის შეჩერებით მხოლოდ დროებით გადავადდა აღიარებული უფლების რეალიზაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება მათი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მ. გ-ძემ, მ. გ-ძემ, თ. კ-იანმა, რ. ვ-შვილმა, დ. ა-ძემ, ი. ა-იანმა, მ. უ-ავამ, ჯ. ჯ-ძემ და შ. გ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასაჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისისა და 7 აგვისტოს განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ძის, მ. გ-ძის, თ. კ-იანის, რ. ვ-შვილის, დ. ა-ძის, ი. ა-იანის, მ. უ-ავას, ჯ. ჯ-ძის, შ. გ-ძისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-ძის, მ. გ-ძის, თ. კ-იანის, რ. ვ-შვილის, დ. ა-ძის, ი. ა-იანის, მ. უ-ავას, ჯ. ჯ-ძის, შ. გ-ძის საკასაციო საჩივარი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მოსარჩელეებისათვის ხელფასის, მატერიალური დახმარების, ჯილდოსა და 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელეებისათვის ხელფასის, მატერიალური დახმარების, ჯილდოსა და 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის თანხების ანაზღაურების ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხის მოსარჩელეებისათვის _ მ. უ-ავას სასარგებლოდ 615 ლარის, თ. კ-იანის სასარგებლოდ 604 ლარის, შ. გ-ძის სასარგებლოდ 1200 ლარის, რ. ვ-შვილის სასარგებლოდ 610 ლარის, დ. ა-ძის სასარგებლოდ 610 ლარის, ი. ა-იანის სასარგებლოდ 615 ლარის, ნ. მ-შვილის სასარგებლოდ 208 ლარის, ს. ჯ-ძის სასარგებლოდ 169 ლარის, ნ. უ-ავას სასარგებლოდ 162,50 ლარის, ლ. ჩ-ძის სასარგებლოდ 195 ლარის, ზ. ქ-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, მ. გ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ჯ. ჯ-ძის სასარგებლოდ 1172,92 ლარის, ა. ღ-ძის სასარგებლოდ 195 ლარის, ლ. ე-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ლ. ს-შვილის სასარგებლოდ 162,50 ლარის, ნ. წ-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ნ. კ-ძის სასარგებლოდ 150 ლარის, ვ. წ-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ე. ჯ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ნ. მ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ა. ხ-უას სასარგებლოდ 195 ლარის, ნ. დ-ძის სასარგებლოდ 162,50 ლარის, გ. ყ-შვილის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ნ. ჯ-იას სასარგებლოდ 156 ლარის, ო. ჩ-შვილის სასარგებლოდ 156 ლარის, ა. ტ-კოს სასარგებლოდ 156,25 ლარის, ც. გ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ვ. ი-ძის სასარგებლოდ 234 ლარის, ჯ. გ-ძის სასარგებლოდ 195 ლარის, მ. კ-შვილის სასარგებლოდ 169 ლარის, ო. ბ-ძის სასარგებლოდ 162,50 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვა დაშვებულ ნაწილში დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-ძის, მ. გ-ძის, თ. კ-იანის, რ. ვ-შვილის, დ. ა-ძის, ი. ა-იანის, მ. უ-ავას, ჯ. ჯ-ძის, შ. გ-ძის საკასაციო საჩივარი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მოსარჩელეებისათვის ხელფასის, მატერიალური დახმარების, ჯილდოსა და 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელეებისათვის ხელფასის, მატერიალური დახმარების, ჯილდოსა და 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის თანხების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხის მოსარჩელეებისათვის _ მ. უ-ავას სასარგებლოდ 615 ლარის, თ. კ-იანის სასარგებლოდ 604 ლარის, შ. გ-ძის სასარგებლოდ 1200 ლარის, რ. ვ-შვილის სასარგებლოდ 610 ლარის, დ. ა-ძის სასარგებლოდ 610 ლარის, ი. ა-იანის სასარგებლოდ 615 ლარის, ნ. მ-შვილის სასარგებლოდ 208 ლარის, ს. ჯ-ძის სასარგებლოდ 169 ლარის, ნ. უ-ავას სასარგებლოდ 162,50 ლარის, ლ. ჩ-ძის სასარგებლოდ 195 ლარის, ზ. ქ-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, მ. გ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ჯ. ჯ-ძის სასარგებლოდ 1172,92 ლარის, ა. ღ-ძის სასარგებლოდ 195 ლარის, ლ. ე-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ლ. ს-შვილის სასარგებლოდ 162,50 ლარის, ნ. წ-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ნ. კ-ძის სასარგებლოდ 150 ლარის, ვ. წ-ძის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ე. ჯ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ნ. მ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ა. ხ-უას სასარგებლოდ 195 ლარის, ნ. დ-ძის სასარგებლოდ 162,50 ლარის, გ. ყ-შვილის სასარგებლოდ 149,50 ლარის, ნ. ჯ-იას სასარგებლოდ 156 ლარის, ო. ჩ-შვილის სასარგებლოდ 156 ლარის, ა. ტ-კოს სასარგებლოდ 156,25 ლარის, ც. გ-ძის სასარგებლოდ 156 ლარის, ვ. ი-ძის სასარგებლოდ 234 ლარის, ჯ. გ-ძის სასარგებლოდ 195 ლარის, მ. კ-შვილის სასარგებლოდ 169 ლარის, ო. ბ-ძის სასარგებლოდ 162,50 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, შესაბამისად საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მ. უ-ავასათვის, თ. კ-იანისათვის, შ. გ-ძისათვის, რ. ვ-შვილისათვის, დ. ა-ძისათვის, ი. ა-იანისათვის, ნ. მ-შვილისათვის, ს. ჯ-ძისათვის, ნ. უ-ავასათვის, ლ. ჩ-ძისათვის, ზ. ქ-ძისათვის, მ. გ-ძისათვის, ჯ. ჯ-ძისათვის, ა. ღ-ძისათვის, ლ. ე-ძისათვის, ლ. ს-შვილისათვის, ნ. წ-ძისათვის, ნ. კ-ძისათვის, ვ. წ-ძისათვის, ე. ჯ-ძისათვის, ნ. მ-ძისათვის, ა. ხ-უასათვის, ნ. დ-ძისათვის, გ. ყ-შვილისათვის, ნ. ჯ-იასათვის, ო. ჩ-შვილისათვის, ა. ტ-კოსათვის, ც. გ-ძისათვის, ვ. ი-ძისათვის, ჯ. გ-ძისათვის, მ. კ-შვილისათვის, ო. ბ-ძისათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით _ ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) _ სამმაგი; ბ) 2-დან 10 წლამდე _ ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე _ ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამდე _ რვამაგი; დ) 15-დან 20 წლამდე _ ათმაგი; ე) 20 წელის და მეტი _ თორმეტმაგი.
ზემოხსენებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება განახლდა 2006 წლის 1 იანვარს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლი, ამოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹531 ბრძანებულებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მტკიცებულებები იმის თაობაზე, მოახდინეს თუ არა მოსარჩელეებმა უფლების რეალიზება ნორმის მოქმედების დროს ადმინისტრაციულ ორგანოში მიმართვის გზით, ხოლო საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ დაადგენს აღნიშნულ გარემოებებს. აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოებები, თუ რამდენად წარმოადგენენ მოსარჩელეები სამხედრო მოსამსახურეებს, რადგან «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ეძლეოდათ მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.