Facebook Twitter

ბს-1043-1006(კ-08) 21 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

28.12.05წ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. პ-ამ და მოითხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 ნოემბრის ¹338/2-38 ბრძანების არაკანონიერად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება და სამუშაოზე აღდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.06წ. გადაწყვეტილებით მ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 ნოემბრის ¹338/2-38 ბრძანება და დაევალა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. პ-ას წარმომადგენლის მიერ, რომლითაც მოთხოვნილი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.07წ. განჩინებით მ. პ-სა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მ. პ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.10.07წ. განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მ. პ-ას წარმომადგენლის მ. პ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2006 წლის 30 მარტს მერაბ პატარაიას წარმომადგენელმა მ. პ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა არაკანონიერად იქნას აღიარებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 ნოემბრის ¹338/2-38 ბრძანება, აღდგენილ იქნას მ. პ-ა სამსახურში, დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.07წ. დამატებითი გადაწყვეტილებით მ. პ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა მ. პ-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლებიდან ახალია ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.07წ. დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08წ. განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.08წ. დამატებითი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდეს მ. პ-ას განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.