ბს-1046-1004(კ-09) 30 სექტემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – 1. ვ. გ-ძე (მოპასუხე)
2. ხ. ნ-შვილი (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. გ. და მ. გ-ძეები
2. ნ. ა-შვილი (მოსარჩელეები)
3. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის
სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე პალატასათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. და მ. გ-ძეებმა და ნ. ა-შვილმა 2008 წლის მაისში სასარჩელო განცახადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების ვ. და მ. გ-ძეების, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 23 აპრილის ¹332 საკუთრების უფლების მოწმობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 30 აპრილის ¹1116 სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სოფ. ... მცხოვრებ ვ. გ-ძის სახელზე რიცხულ ბინაზე - მდებარე კასპის რაიონი, სოფ. ... ყადაღის დადება.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების გ. გ-ძის, მ. გ-ძისა და ნ. ა-შვილის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების შესახებ; ყადაღა დაედო კასპის რაიონის სოფ. ... მდებარე ვ. გ-ძის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინას; განჩინება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაერთო ხ. ნ-შვილი.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 აპრილის ¹332 საკუთრების უფლების მოწმობა კასპის რაიონის სოფ. ... მდებარე სახლისა და მიწის ნაკეთის ვ. გ-ძის საკუთრებად აღიარების შესახებ; კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შესაბამის კომისიას) დაევალა კანონმდებლობის საფუძველზე, გ-ძეების კომლში მომხდარი გაყრილობის განაჩენის და ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა და ამ გარემოებათა და კასპის რაიონული სასამათლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; გ. და მ. გ-ძეების და ნ. ა-შვილის სარჩელს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 აპრილის ¹332 საკუთრების უფლების მოწმობის სრულად ბათილად ცნობის შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო; განიმარტა, რომ საჯარო რეესტრის ¹1116 ჩანაწერში ცვლილებების განხორციელება უნდა მოხდეს კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიხედვით; გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების–ყადაღის საკითხი გადაწყდა დავის საბოლოოდ განხილვა-გადაწყვეტის დროს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სრულად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 აპრილის ¹332 საკუთრების უფლების მოწმობა; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. გ-ძემ და ხ. ნ-შვილმა და მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. გ-ძის და ხ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. გ-ძისა და ნ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ვ. გ-ძისა და ნ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.