Facebook Twitter

¹ბს-1057-1020(2კ-08) 8 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიკა ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა პ. ა-სა და თ. ბ-ას, მ. ც-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-სა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 15 ივნისს პ. ა-მა, თ. ბ-მ, მ. ც-მ, თ. მ-მა, ა. პ-მ, ნ. ო-მ, მ. წ-მ და თ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2006 წლის 17 მაისს გამოიცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ¹179/03 ბრძანება აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ. კონკურსი ჩატარდა “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლისა და 89-ე მუხლის მე-11 პუნქტის, კონკურსის ჩატარების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანებისა და მისი ¹1 დანართის (საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების დებულება), აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების და “ხმის დამთვლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 11 მაისის ¹164/03 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ კონკურსი მათ სპეციალობებზე არ შეესაბამებოდა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პირობებს. ფიზიკის მიმართულებით არ ყოფილა დიფერენცირებული საკონკურსო ვაკანსიები ზოგადი ფიზიკისა და სპეციალური ფიზიკის მიხედვით, რითაც დარღვეულ იქნა კონკურსის დებულების 1.1. მუხლი. ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის დროს დარღვეულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანების მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, კონკურსანტს მოეთხოვებოდა არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების, შესაბამისი პროფილით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ ჰქონდათ შესაბამისი ხარისხი (მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი) და ამ თვალსაზრისით უპირატესობა ჰქონდათ რამდენიმე გამარჯვებულ კანდიდატთან. Aამდენად, დარღვეულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანების მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი და ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, ასევე დარღვეულ იქნა ხსენებული ნორმები იმ თვალსაზრისითაც, რომ კონკურსის დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი ძირითადი საგნების სწავლაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათ უფრო დიდი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება გააჩნდათ, რითაც აშკარა უპირატესობა ჰქონდათ კონკურსში გამარჯვებულებთან.

მოსარჩელეთა განმარტებით, კონკურსის ჩატარებისას დარღვეულ იქნა საკონკურსო დებულებისა და ხმის დამთვლელი კომისიის დებულების მუხლები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს კონკურსის შედეგებზე, კერძოდ, დარღვეულ იქნა საკონკურსო დებულების 2.2. მუხლი, რადგან საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში წარდგენილ იქნა ნ. რ-ი, რომელიც არ წარმოადგენდა მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში ცნობილ და დამსახურებულ პიროვნებას. კონკურსში მონაწილეობდა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ზ. წ-ე და გაიმარჯვა, აღნიშნულით კი დაირღვა სამართლიანი კონკურენციის პრინციპი, ასევე დარღვეულ იქნა დებულების 4.4. მუხლი, რადგან კომისიის მდივანი ვალდებული იყო სხდომის ოქმებში დაწვრილებით შეეტანა სხდომის მიმდინარეობა, ასეთი ჩანაწერები კი არ იყო. დარღვეული იყო ხსენებული დებულების 4.8 მუხლი, რომლის მიხედვითაც კომისიის მუშაობის პროცესში თავმჯდომარე კომისიის წევრებს ავალებდა მის მიერ გადანაწილებული განცხადებებისა და თანდართული საბუთების განხილვას, რექტორის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების ჩამონათვალთან წარმოდგენილი საკონკურსო მასალების შესაბამისობის გარკვევის მიზნით. განცხადების განხილვის შედეგები კი კომისიის წევრთა კომენტარებით უნდა ასახულიყო ოქმში.

მოსარჩელეთა განმარტებით, დარღვეული იყო საკონკურსო დებულების 4.10 მუხლი, რომლის მიხედვითაც, საფაკულტეტო საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის დადგენილებით ნაწილში უნდა ასახულიყო, თუ ვისი განცხადებები აკმაყოფილებდა საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც შესაბამისი აკადემიური თანამდებობებისათვის რექტორის ბრძანებით იყო დამტკიცებული. ოქმში წერილობით უნდა ასახულიყო, თუ ვის და რატომ ეთქვა უარი კონკურსში მონაწილეობაზე. დარღვეული იყო ასევე ხსენებული დებულების 4.11 მუხლის არსებითი მოთხოვნებიც, რამაც გადამწყვეტი გავლენა იქონია კონკურსის შედეგებზე, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, კომისიის წევრთაგან უნდა შექმნილიყო მუშა-ჯგუფები, რომლებსაც უნდა შეედგინათ დამხმარე საექსპერტო შეფასებები და წარმოედგინათ კომისიისათვის. ეს მასალები განსახილველად უნდა გადასცემოდა კომისიის თავმჯდომარეს, უნდა განხილულიყო კომისიის დასკვნით სხდომაზე და გადაწყვეტილებები მიღებულიყო მათ საფუძველზე. ამ პროცედურის ჩატარების შესახებ კომისიის სხდომის ოქმები არავითარ მითითებას არ შეიცავდა. შესაბამისად, დარღვეული იყო კანდიდატების შერჩევისა და კონკურსის ჩატარების უმნიშვნელოვანესი პირობა _ კანდიდატთა კვალიფიციური შეფასება დასაბუთებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანების და მისი ¹1 დანართის საფუძველზე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად და ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსების ბათილად ცნობა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებაზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსების ნაწილში; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დავალდებულება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ინფორმატიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერეული ტექნოლოგიების მიმართულებაზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსების ხელახლა ჩატარება.

2006 წლის 25 ივლისს მოსარჩელეებმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს Yთბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნათა ოდენობა და დამატებით მოითხოვეს ,,პირადი შემადგენლობის შესახებ” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 7 ივლისის ბრძანების ¹285/03 ბათილად ცნობა.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ხსენებული ბრძანება გამოცემულ იყო “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, გარდამავალ პერიოდში “საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს _ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა უზრუნველეყოთ დაწესებულებაში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა გადაყვანა ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე. მოსარჩელეთა განმარტებით, ზემოხსენებული ბრძანების საფუძვლად გამოყენებული ნორმა მიუთითებდა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანის სავალდებულო ხასიათზე და არა პროფესორ-მასწავლებელთა, მათ შორის, მოსარჩელეთა სამუშაოდან დათხოვნაზე.

საბოლოოდ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებაზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსების ნაწილში ძალაში შესვლის დღიდან; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დავალდებულება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებაზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსების ხელახლა ჩატარება; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანების ბათილად ცნობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების (პროფესორების, დოცენტების, უფროსი მასწავლებლების, მასწავლებლების, ასისტენტების) დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელეების _ თ. ბ-ს, მ. ც-ის, თ. მ-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-ის, თ. ქ-სა და პ. ა-ის მიმართ ძალაში შესვლის დღიდან; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანება “პირადი შემადგენლობის შესახებ” დადგენილების ბათილად ცნობა 1 სექტემბრიდან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანებით განსაზღვრულ პირებთან, ამავე ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობებზე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორისა და ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებაზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსების შედეგად ამ თანამდებობებზე დანიშნულ პირთა ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანება, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ლ. ჩ-ის, გ. ჩ-ის, ო. კ-ის, გ. ნ-ის, ვ. გ-ის, ტ. ჭ-ის, თ. ბ-ას, ნ. ჩ-ის, მ. ბ-ის, გ. ჯ-ის თ. ბ-ის, მ. თ-ის, ი. კ-ის, თ. ფ-ის, გ. ი-ის, ხოლო ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებაზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე გ. ძ-ის, ზ. ბ-ის, თ. მ-ის, ი. ხ-ის, ზ. წ-ის დანიშვნის ნაწილში, აგრეთვე ამავე ფაკულტეტზე ამავე მიმართულებებით პ. ა-ის, თ. ბ-ას, მ. ც-ის, თ. მ-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-ის და თ. ქ-ის თანამდებობებზე დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხეს დაევალა კონკურსის წესით მოსარჩელეთა თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხსენებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანება გამოცემული იყო კანონით დადგენილი არსებითი წესების დარღვევით, ისეთი არგუმენტებისა თუ გარემოებების საფუძველზე, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოების, კერძოდ, კონკურსის მიმდინარეობისას, გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა, ამასთან, იგი არ შეიცავდა არანაირ დასაბუთებას, რის შედეგადაც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანება, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ლ. ჩ-ის, გ. ჩ-ის, ო. კ-ის, გ. ნ-ის, ვ. გ-ის, ტ. ჭ-ის, თ. ბ-ას, ნ. ჩ-ის, მ. ბ-ის, გ. ჯ-ის, თ. ბ-ის, მ. თ-ის, ი. კ-ის, თ. ფ-ის, გ. ი-ის, ხოლო ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებაზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე გ. ძ-ის, ზ. ბ-ის, თ. მ-ის, ი. ხ-ის, ზ. წ-ის დანიშვნის ნაწილში, აგრეთვე ამავე ფაკულტეტზე ამავე მიმართულებებზე პ. ა-ის, თ. ბ-ას, მ. ც-ის, თ. მ-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-ა და თ. ქ-ის თანამდებობებზე დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა კონკურსის წესით მოსარჩელეთა თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხსენებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 7 ივლისის ბრძანება ¹285/03 “პირადი შემადგენლობის შესახებ” დადგენილების 2006 წლის 10 ივლისიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების (პროფესორების, დოცენტების, უფროსი მასწავლებლების, მასწავლებლების, ასისტენტების) დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელეების: თ. ბ-ას, მ. ც-ის, თ. მ-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-ის, თ. ქ-სა და პ. ა-ის მიმართ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობის, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 7 ივლისის ბრძანება ¹285/03 “პირადი შემადგენლობის შესახებ” დადგენილების 1 სექტემბრიდან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანებით განსაზღვრულ პირებთან ამავე ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობებზე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებაზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსების შედეგად ამ თანამდებობებზე დანიშნულ პირთა ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ღ” პუნქტის საფუძველზე, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა დაემტკიცებინა პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესი. სწორედ ამ მიზნით გამოიცა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანებები, ხოლო, ვინაიდან “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლით აკადემიური თანამდებობების დაკავება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, გადაყვანის წესად განისაზღვრა კონკურსი. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე, კერძოდ, სექტემბრამდე, ვერ გაივლიდნენ კონკურსს და არ იქნებოდნენ აყვანილნი აკადემიურ თანამდებობებზე, მათი შრომითი ურთიერთობების გაგრძელება უნივერსიტეტთან შეუძლებელი გახდებოდა, რამდენადაც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-11 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო პროფესორ-მასწავლებელთა გადაყვანა აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის წესით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანება ითვალისწინებდა ახალი სასწავლო წლიდან კონკურსის შედეგად გარკვეული პირების (მათ შორის ტექნიკურ უნივერსიტეტში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლების) თანამდებობზე დანიშვნასა და იმ პირების გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობებიდან, რომლებმაც კონკურსი ვერ გაიარეს. აღნიშნული კი უკავშირდებოდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანების (აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანისათვის კონკურსის გამოცხადების შესახებ) გამოცემას, რითაც ღია კონკურსი გამოცხადდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამი წლის ვადით. კონკურსის შემდეგ კი გამოიცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანება ,,აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ”. აღნიშნულმა ბრძანებამ დაამტკიცა რა კონკურსის შედეგები, დაამტკიცა ახალი თანამდებობები და ამ თანამდებობზე გასული პირები. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანება ,,პირადი შემადგენლობის შესახებ” მიღებული იყო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების შედეგების გამოცხადების შედეგად და შემდეგ. ის წარმოადგენდა ამ კონკურსების ჩატარების პირდაპირ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსების ნაწილში ბათილად ცნობის შემთხვევაში, ბათილად იქნებოდა ცნობილი “პირადი შემადგენლობის შესახებ” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანება მოსარჩელეთა და მესამე პირთა მიმართ. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანების კანონიერება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ¹179/03 ბრძანების კანონიერებას. ამ ეტაპზე კი საქალაქო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა ამ ბრძანების კანონიერებაზე ახალ თანამდებობებზე მესამე პირების დანიშვნისა და მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების ნაწილში, რადგან საქალაქო სასამართლოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 7 ივლისის ¹179/03 ბრძანების კანონიერებაზე არსებითად არ უმსჯელია (სადავო საკითხი არ გადაუწყვეტია) და მოპასუხეს დაავალა კონკურსის წესით მოსარჩელეთა თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა ამ ბრძანების კანონიერებაზე, სანამ არსებითად არ გადაწყდებოდა ,,აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადბეული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ” ბრძანების კანონიერების საკითხი.

2007 წლის 4 ივლისს პ. ა-მა, თ. ბ-ამ, მ. ც-მ, თ. მ-მა, ა. პ-ამ, ნ. ო-ემ, მ. წ-ემ და თ. ქ-მა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და აღნიშნეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო ასახული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოთხოვნების გამო, რომელთა შესახებაც მოსარჩელეებმა წარადგინეს მტკიცებულებები და მისცეს ახსნა-განმარტებები. აღნიშნული ეხებოდა მოსარჩელეთა მოთხოვნას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანებას “პირადი შემედგენლობის შესახებ” დადგენილებებს მოსარჩელეთა მიმართ დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებისა და კონკურსის შედეგად თანამდებობებზე დანიშნულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე მოითხოვეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანება “პირადი შემადგენლობის შესახებ” დადგენილების ბათილად ცნობა 2006 წლის 10 ივლისიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების (პროფესორების, დოცენტების, უფროსი მასწავლებლების, მასწავლებლების, ასისტენტების) დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელეების თ. ბ-ას, მ. ც-ის, თ. მ-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-ის, თ. ქ-სა და პ. ა-ის მიმართ ძალაში შესვლის დღიდან, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 7 ივლისის ბრძანება ¹ 285/03 “პირადი შემადგენლობის შესახებ” დადგენილების ბათილად ცნობა 1 სექტემბრიდან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანებით განსაზღვრულ პირებთან, ამავე ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობებზე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსების შედეგად ამ თანამდებობებზე დანიშნულ პირთა ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით პ. ა-ის, თ. ბ-ას, მ. ც-ის, თ. მ-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-სა და თ. ქ-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე პ. ა-მა, თ. ბ-ამ, მ. ც-ემ, თ. მ-მა, ა. პ-ამ, ნ. ო-ემ, მ. წ-ემ და თ. ქ-მა კერძო საჩივარი შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. აპელანტმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელეების _ პ. ა-ის, თ. ბ-ას, მ. ც-ის, თ. მ-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-სა და თ. ქ-ის სარჩელთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

Aაპელანტმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არანაირი საფუძველი, ვინაიდან მისი გამოცემა პირდაპირ იყო განსაზღვრული ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-11 პუნქტის მავალებელი ნორმით, რომლის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს _ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 2006/2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა უზრუნველეყოთ დაწესებულებაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების გადაყვანა ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე, ანუ გასაჩივრებული აქტი არათუ ეწინააღმდეგება კანონს, არამედ სწორედ კანონის მოთხოვნის შესასრულებლად იქნა გამოცემული.

Aაპელანტის განმარტებით, არ მომხდარა ასევე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა, რადგან სადავო აქტის გამოცემას წინ უძღოდა კოლეგიური საჯარო დაწესებულების _ საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის ღია და საჯარო სხდომები, რომლებიც მკაცრად იყო რეგლამენტირებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების შესახებ დებულების’’ ნორმებით, ხოლო სხდომათა საჯაროობა არ დამდგარა ეჭვქვეშ არც მოსარჩელეთა და არც კონკურსში მონაწილე სხვა კონკურსანტთა მხრიდან. გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე, 54-ე და 57-ე მუხლებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი მოთხოვნები.

Aაპელანტმა მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ღ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა დაემტკიცებინა პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესი და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზნით გამოიცა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანებები, ხოლო, ვინაიდან ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლით აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, გადაყვანის წესად განისაზღვრა კონკურსი.

Aაპელანტმა ასევე მიუთითა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით განესაზღვრათ ის კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უნდა გადაეყვანათ პროფესორ-მასწავლებლები აკადემიურ თანამდებობებზე. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2006-2007 სასწავლო წლის დასაწყისში, ანუ 2006 წლის სექტემბერში, ამიტომ ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის ტექნიკური უნივერსიტეტი ვალდებული იყო ამ ვადამდე განეხორციელებინა აღნიშნული პროცესი. ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-35-ე მუხლები განსაზღვრავდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის შემადგენლობას, აკადემიური თანამდებობის დაკავების წესსა და აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის პირობებს. აღნიშნული ნორმებით დადგენილი იყო, რომ აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელი იყო მხოლოდ ღია კონკურსის წესით. იმავე კანონის 89-ე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს _ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა უზრუნველეყოთ დაწესებულებაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების გადაყვანა ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

აპელანტმა უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ დარღვეული იყო საკონკურსო დებულების 2.2 პუნქტი, რომლის მიხედვით საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურების წარდგენა-რეკომენდაცია დავალებული ჰქონდა ფაკულტეტის დეკანს. აპელანტის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების საფუძველზე, გარდამავალ პერიოდში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს წარმოადგენდნენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი კომისიის კანდიდატთა შერჩევას დაავალებდა იმ პირს, რომელიც მას ექვემდებარებოდა და არა გარეშე პირს. აპელანტმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ჩატარებული საორგანიზაციო საქმიანობის კრიტიკის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ,,ღ’’ ქვეპუნქტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატრების დებულების 2.2 პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა, რომ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხდებული საკონკურსო კომისიის შემადგენლობას დეკანის წარდგინება-რეკომენდაციის საფუძველზე, საუნივერსიტეტო ბრძანებით ამტკიცებდა რექტორი. Aიმავე დებულების 4.1 მუხლი ავალებდა დეკანს ორგანიზება გაეკეთებინა საკონკურსო კომისიის პირველი სხდომისათვის, გაეცნო კომისიის წევრებისათვის კომისიის დამტკიცებული შემადგენლობა და კომისიის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ დაეტოვებინა სხდომა. ამდენად, ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა ამგვარი სახის ორგანიზაციული საქმიანობა.

Aაპელანტის განმარტებით, მოსარჩელეთა მიერ არ იქნა მითითებული ის გარემოებები, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო კონკურსის მიმდინარეობის რომელიმე ეტაპზე მათთვის კანონით მინიჭებული უფლების დარღვევის საფუძველი. ამასთან, აპელანტმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაეფუძნა უმნიშვნელო ტექნიკური სახის დარღვევებს, რომელთა არსებობას არანაირი გავლენა არ შეიძლებოდა ჰქონოდა საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სამართალწარმოებითი წესით სადავო იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანება, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ლ. ჩ-ის, გ. ჩ-ის, ო. კ-ის, გ. ნ-ის, ვ. გ-ის, ტ. ჭ-ის, თ. ბ-ას, ნ. ჩ-ის, მ. ბ-ის, გ. ჯ-ის, თ. ბ-ის, მ. თ-ის, ი. კ-ის, თ. ფ-ის, გ. ი-ის, ხოლო ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებაზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე _ გ. ძ-ის, ზ. ბ-ის, თ. მ-ის, ი. ხ-ის, ზ. წ-ის დანიშვნის ნაწილში, აგრეთვე ამავე ფაკულტეტზე, ამავე მიმართულებით პ. ა-ის, თ. ბ-ას, მ. ც-ის, თ. მ-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-სა და თ. ქ-ის თანამდებობებზე დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილი. ამასთან, მოპასუხეს დაევალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსების ხელახლა ჩატარება.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოდავე მხარის აპელირება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ კანონიერებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევასა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევას, რომელტა არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მოდავე მხარე აპელირებდა მხოლოდ ფორმალურ გარემოებებზე, რომლებიც არ წარმოადგენდა არსებითი ხასიათის პროცედურულ დარღვევებს და ასეთ დარღვევებს არ შეეძლო გავლენა მოეხდინა სადავო აქტის მატერიალური კანონიერების საკითხზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოდავე მხარე აპელირებდა ფორმალურ პროცედურულ ღონისიებებზე, რომლებიც ხარვეზებით იქნა რეალიზებული, თუმცა არ ასაბუთებდა ასეთი ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის საკონკურსო კომისიას მიეღო განსხვავებული გადაწყვეტილება მოცემულ პიროვნებებთან მიმართებაში.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შინაარსობრივი კონტროლი სცილდებოდა სასამართლოს კომპეტენციას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენდა კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა პ. ა-ის, მ. ც-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-ის, თ. ქ-სა და სხვათა კერძო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივლისის განჩინება და საქმე სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება პ. ა-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით თ. ბ-ამ, მ. ც-ემ, ა. პ-ამ, ნ. ო-ემ, მ. წ-ემ და თ. ქ-მაც გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ას, მ. ც-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-ისა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 27 ნოემბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. ა-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 8 იანვრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით თ. ბ-ას, მ. ც-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-ისა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების თარიღი გადაინიშნა და ხსენებული საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 8 იანვრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ა-ისა და თ. ბ-ას, მ. ც-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-ისა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ. ა-ისა და თ. ბ-ას, მ. ც-ის, ა. პ-ას, ნ. ო-ის, მ. წ-ისა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.