¹ბს-1063-1021(კ-09) 10 სექტემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი/მ ნ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 4 თებერვალს, 21 ივლისს და 7 ნოემბერს ნ. ჯ-ძემ სასარჩელო და დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების ქ. ბათუმის საკრებულოსა და ქ. ბათუმის საკრებულოსთან არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი ჯერ კიდევ 1994 წლიდან სარგებლობდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹2-ში მდებარე 24Kკვ.მ მიწის ნაკვეთით, რომელზედაც მდებარეობდა მისი კუთვნილი მაღაზია. მისივე განცხადებით ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹163 განკარგულებით, ქ. ბათუმში ... ქუჩაზე, ... ქუჩის კვეთასთან მდებარე 457 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც ნ. ჯ-ძის ჯიხურის მიმდებარედ მდებარეობდა გამწვანებისა და დასვენების ადგილის სტატუსი მიენიჭა, მაშინ როცა მოსარჩელის მითითებით მან განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით გაცილებით ადრე 2007 წლის 3 და 7 დეკემბერს წარადგინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მის სარგებლობაში არსებულ 24 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ბათუმი ... ¹2-ში საკუთრების უფლების აღიარება, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული მაღაზიის ლეგალიზება, ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹163 განკარგულების იმ ნაწილის, რომლითაც გამწვანებისა და დასვენების ადგილის სტატუსი მიენიჭა ქ. ბათუმში ... ქუჩაზე, ... ქუჩის კვეთასთან მდებარე 457 კვ.მ მიწის ნაკვეთს, თვიმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 3 იანვრის ¹10 ოქმის და 13 მაისის ¹35 ოქმის მოსარჩელისათვის განცხადებების დაუკმაყოფილებლობის ნაწილში ბათილად ცნობა და თვიმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 14 თებერვლის ¹22 ოქმის მოსარჩელისათვის მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში არარა აქტად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის საკრებულოსა და თვიმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით ნ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ნ. ჯ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ ნ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ნ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ ნ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინება;
3. ნ. ჯ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 264,6 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.