ბს-1066-1024(2კ-09) 7 ოქტომბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – 1)საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
2)საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
(მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი/მ ,,ტ. წ-ძე” (მოსარჩელე)
დავის საგანი – ,,საგადასახადო მოთხოვნის” ბათილად ცნობა, დღგ-ს ჩათვლების აღდგენა, დარიცხული საურავის გაუქმება და გირავნობა/იპოთეკის შესახებ შეტყობინების გაუქმება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ტ. წ-ძემ 2008 წლის აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ და მოითხოვა ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2005 წლის 25 ივლისის ¹6052 ,,საგადასახადო მოთხოვნის” ბათილად ცნობა, დღგ-ს ჩათვლა 4873 ლარზე, დარიცხული საურავების გაუქმება და მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის საგადასახადო გირავნობიდან გათავისუფლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ი/მ ,,ტ. წ-ძის” მიერ აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,...”.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ი/მ ,,ტ. წ-ძის” სარჩელის გამო, მოპასუხის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის და იპოთეკით დატვირთული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, სარჩელის დაუშვებლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი/მ ,,ტ. წ-ძემ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ი/მ ,,ტ. წ-ძის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ი/მ ,,ტ. წ-ძის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმე ტ. წ-ძეზე 2005 წლის 25 ივლისის ¹6052 ,,საგადასახადო მოთხოვნით” დარიცხული საურავი 10247 (ათიათასორასორმოცდაშვიდი) ლარის და 60 (სამოცი) თეთრის ოდენობით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა ი/მ ,,ტ. წ-ძეს” აღუდგინოს სერია აა-69 ¹006395; სერია აა-69 ¹006305; სერია აა-69 ¹006376, სერია აა-69 ¹001973; სერია აა-69 ¹001771; სერია აა-69 ¹001944; სერია აა-69 ¹001972 ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლა 4590 (ოთხიათას ხუთას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით; შეწყდა საქმის წარმოება ი/მეწარმე ,,ტ. წ-ძის” სარჩელისა გამო, მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, ¹6052 ,,საგადასახადო მოთხოვნის” ბათილად ცნობის თაობაზე, სარჩელის დაუშვებლობის გამო; სარჩელი საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით ტ. წ-ძის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის და გაუქმებული დღგ-ს ჩათვლის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა ი/მ ,,ტ. წ-ძეს” აღუდგინოს სერია აა-69 ¹001742 ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლა 119 (ასცხრამეტი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება აღდგენილი დღგ-ს ჩათვლაზე დარიცხული საურავის- 10247.6 ლარის გაუქმების ნაწილში და მისი შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება – დარიცხული საურავი გაუქმდა 9544,66 ლარის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და 2009 წლის 16 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება (სრულად) დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრები ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.