¹ბს-1069-1031(კ-08) 20 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “....” სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა “საქსპეცმშენის ¹28 სამშენებლო მოძრავ-მექანიზებული კოლონის გამოუყენებელი 0,2 ჰა მიწის ფართობის ყოფილ მიწათმოსარგებლეზე დაბრუნებისა და ხელვაჩაურის რაიონში რეგისტრირებულ ფირმა “.....” გადაცემის შესახებ” ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1997 წლის 30 აპრილის ¹86 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ” ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის ¹14 გადაწყვეტილების გაუქმება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში ჩაება მისი სამართალმემკვიდრე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
შპს “....” დამატებით სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: “საქსპეცმშენის ¹28 სამშენებლო მოძრავ-მექანიზებული კოლონის გამოუყენებელი 0,2 ჰა მიწის ფართობის ყოფილ მიწათმოსარგებლეზე დაბრუნებისა და ხელვაჩაურის რაიონში რეგისტრირებულ ფირმა “.....” გადაცემის შესახებ” ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1997 წლის 30 აპრილის ¹86 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ” ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 ივლისის ¹14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება 0,2 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შპს “.....” სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და მურად ნაკაშიძე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “.....” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს გადახდა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს “....”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით მ. ნ-სა და შპს “....” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება; მ. ნ-ეს გადახდა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “....”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე მურად ნაკაშიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს “.....” და მ. ნ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, კოლეგიური წესით განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით მ. ნ-სა და შპს “....” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება; მ. ნ-ეს გადახდა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “....”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “....” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; შპს “....” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინების საფუძველზე, გადაევადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ამდენად, თუ კასატორს გადაევადება სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საბოლოო გადაწყვეტილების (განჩინების) მიღებისას მას დაეკისრება მის მიერ გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს “...” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინების საფუძველზე, გადაევადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაეკისროს მის მიერ გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის _ 1450 ლარის 30 პროცენტი _ 435 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. შპს “...” დაეკისროს მის მიერ გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი _ 435 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.