ბს-110-105(კ-09) 20 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. დ-იას, ნ. ლ-იანის, უ. გ-შვილის, ნ. გ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
27.03.02წ. შ. ხ-იკმა, ნ. გ-ძემ, ნ. ბ-ძემ და სხვებმა, სულ 36-მა პირმა, ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, სს «...» და სს «...» წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.06.02წ. განჩინებით სს «...» მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა და საქმეში თანამოსარჩელედ ჩაება. მოსარჩელეებმა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით სს «...» და მისი დირექტორისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ზედმეტად წაღებული თანხის და ამ თანხის წაღებიდან ყოველ თვეზე თანხის 3%-ის სს «...» და ამავე საზოგადოების ყოფილი მეანაბრეების სასარგებლოდ გადახდის დაკისრება, თბილისის მერიის კაბინეტის 18.04.97წ. ¹08.24.433 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობა, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული 06.06.97წ. ¹23/407-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მე-2 გვერდზე გაკეთებული შენიშვნის ბათილად ცნობა და თბილისის სახელმწიფო ქონების სამმართველოსათვის მაღაზია «...» ყოფილ შენობაზე საკუთრების მოწმობის მხოლოდ სს «...» სახელზე გაცემის დავალდებულება მოითხოვეს.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 28.01.03წ. ნაწილობრივი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს «...» და სს «...» კრედიტორების სარჩელი და სს «...» მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 23 735 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «...».
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.07.03წ. განჩინებით სს «...» სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 29.09.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება გასაჩივრებული იქნა კერძო საჩივრით. კერძო საჩივარი ამავე სასამართლოს 28.11.03წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 16.03.04წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 29.09.03წ. განჩინება.
14.12.04წ. განჩინებით სს «...» მიერ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება სს «...» სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში და მისივე თხოვნით სს «...» საქმეში ჩაბმული იქნა მე-3 პირად. სს «...» საქმეში ჩაბმულ იქნა, აგრეთვე, მესამე პირად.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 23.12.04წ. გადაწყვეტილებით სს «...» კრედიტორების შ. ხ-იკის, ნ. ბ-ძის, მ. ბ-იას, დ. წ-იას და სხვათა, სულ 36 პირის, სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს «...» კრედიტორებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.05წ. განჩინებით დ. ნ-ძის, ლ. გ-იანის, ჟ. დ-ძის, ვ. მ-შვილის, ნ. მ-შვილის, ნ. ა-შვილის და ტ. გ-ოვას სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.08წ. განჩინებით ნ. ბ-ძის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.08წ. განჩინებით შ. ხ-იკის, ნ. გ-ძის, მ. ბ-იას, ე. ა-იანის, ო. ლ-ძის, თ. ფ-ძის, დ. გ-შვილის, უ. გ-შვილის, ნ. ჩ-ძის, ე. გ-ძის, თ. ა-ურის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 23.12.04წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. ხ-იკმა, დ. წ-ია-ჯ-შვილმა, ნ. გ-ძემ, თ. ა-ურმა, ლ. ბ-ძემ, მ. ჭ-იამ, უ. გ-შვილმა, ნ. ნ-ძემ, ნ. ხ-შვილმა, ნ. ლ-იანმა და რ. დ-იამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ-იას, უ. გ-შვილის, ნ. გ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. დ-იას, უ. გ-შვილის, ნ. გ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. დ-იას, უ. გ-შვილის, ნ. გ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.