ეკატერინე გასიტაშვილი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

2015 წლის 12 ივნისიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი;

2015 წლის 15 ივნისიდან - სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

2017 წლის 8 მაისიდან 2020 წლის 8 მაისამდე იყო საკვალიფიკაციო პალატის წევრი;

დაიბადა 1971  წლის 7 დეკემბერს ქალაქ თბილისში;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

სამუშაო გამოცდილება:

2015 წლის 25 მარტიდან 12 ივნისამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მთავარი კონსულტანტი;

2006-2015 წლებში - სპს იურიდიული ფირმა - ,,გაბრიჩიძე და კომპანია“ ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით;

2014 წლიდან - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის - მიწვეული ლექტორი;

2012 -2014 წლებში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი;

2012 წლიდან - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, 2011 წლიდან -ამავე უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის პედაგოგი;

2012 წლიდან - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი;

2009 -2013 წლებში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ამავე კომისიის თავმჯდომარე, პირველი საპროცესო კოლეგიის თავმჯდომარე;

1999-2006 წლებში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი;

1999 წელს  - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

1998-1999 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი;

1997-1998 წლებში - საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე;

1997 წელს - საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი;

1996-1997 წლებში -  საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შეწყალების საკითხთა განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი;

1994-1996 წლებში -  საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი;

1993-1997 წლებში - საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის მდივანი;

1993-1994 წლებში -  საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის შეწყალების საკითხთა განყოფილების იურისტი;

1989-1994  წლებში -  სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა  იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით წარჩინებით;

1990-1993 წლებში - სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ პროფესიათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (მეორადი განყოფილება) ინგლისური ენის სპეციალობით.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით.

არის რამოდენიმე პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი, წიგნის რედაქტორი და თანარედაქტორი.