2023 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მნახველთა რეკორდული რაოდენობა - 1275 სტუმარი ეწვია

გამოქვეყნების თარიღი: 2024-01-15

2023 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და მართლმსაჯულების მუზეუმს სტუმართა რეკორდული რაოდენობა - 1275 მნახველი ეწვია, რომელთა შორისაც სჭარბობდნენ საჯარო სკოლების მოსწავლეები თბილისიდან და საქართველოს  რეგიონებიდან, აგრეთვე, სტუდენტები საქართველოს  უმაღლესი სასწავლებლებიდან. აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სტუდენტთა მონაწილეობით ჩატარდა 59 იმიტირებული სასამართლო პროცესი, რაც ხელს უწყობს  სტუდენტთა და მოსწავლეთა სამართლებრივი უნარ-ჩვევების ამაღლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენობასა და მართლმსაჯულების მუზეუმში, საინფორმაციო ტურის ფარგლებში, სტუდენტებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და გასცნობოდნენ საერთო სასამართლოების სისტემასა და სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკას.

2023 წელი გამორჩეული იყო უცხოელ მნახველთა რაოდენობითაც. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სტუმრობდნენ საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მყოფი არაერთი მაღალი რანგის დელეგაცია და სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.


ბოლო სიახლეები

მილოცვა

2024-12-31

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 30 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2024-12-29

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლო ღია მმართველობა საქართველოს (OGP) სამოქმედო გეგმის ვალდებულების შესაბამისად აქვეყნებს ინფორმაციას სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული შუამდგომლობების რაოდენობის შესახებ

საქართველოს უზენაესი სასამართლო ღია მმართველობა საქართველოს (OGP) სამოქმედო გეგმის ვალდებულების შესაბამისად აქვეყნებს ინ

2024-12-25

იხილეთ სრულად