საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია

გამოქვეყნების თარიღი: 2024-07-15

მიმდინარე წლის 15 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, შალვა თადუმაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის -„ავადმყოფობის, ხანდაზმულობის ან ორსულობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისა და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები საქართველოში” განხილვის ღონისძიებაში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარაშვილი.

პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა სასჯელის გადავადებისა და გათავისუფლების შესახებ პატიმრებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საშეღავათო მექანიზმები და სასამართლო პრაქტიკა. ანგარიში, ასევე, ითვალისწინებს საშეღავათო მექანიზმების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით რელევანტური სახელმწიფო უწყებების მიმართ კონკრეტულ რეკომენდაციებს.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2026-07-14

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელი ეწვია

მიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს

2026-07-08

იხილეთ სრულად
სამძიმარი

საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბატონი გიორგი გ

2026-07-08

იხილეთ სრულად