გამოქვეყნების თარიღი: 2023-05-15
პატივცემულო მოსამართლეებო, ძვირფასო კოლეგებო, თითოეულ თქვენგანს გულითადად გილოცავთ მოსამართლის დღეს, 15 მაისს! უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიისადმი უდიდესი სიყვარულით, მაღალი პასუხისმგებლობითა და კოლეგებისადმი გულწრფელი პატივისცემით გამსჭვალულნი ვულოცავთ ერთმანეთს ამ მნიშვნელოვან თარიღს. მინდა, გისურვოთ წარმატებული სამოსამართლო საქმიანობა კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი განვითარების გზაზე.
მჯერა, რომ სიმშვიდით, ერთიანი ძალისხმევით, კანონის მიმართ ერთგულებითა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით შევძლებთ არაერთი გამოწვევის წარმატებულად დაძლევას მართლმსაჯულებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღირსეულად, სამართლიანი და ჰუმანური მიდგომებით აღგვესრულებინოს მოსამართლის მაღალი დანიშნულება.
მადლობას გიხდით იმ შრომისა და პროფესიული შემართებისთვის, რომელიც ყოველდღიურად თან ახლავს სამოსამართლო საქმიანობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 28 სექტემბერს დანიშნული პლენუმის სხდომა გადაიდო ა/წ 5 ოქტომბერს 17:00 საათისა
2023-09-28
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 25 სექტემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზა
2023-09-26
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმ
2023-09-26
იხილეთ სრულად