მილოცვა

გამოქვეყნების თარიღი: 2025-05-15

ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო მოსამართლეებო, თითოეულ თქვენგანს გულითადად გილოცავთ მოსამართლის დღეს, 15 მაისს! ეს სიმბოლური თარიღი განსაკუთრებულია და ხაზს უსვამს ჩვენს მაღალ პროფესიულ დანიშნულებას და იმ საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც ქართული მართლმსაჯულების სამსახურში მყოფებს მტკიცედ გვაერთიანებს. მინდა, გისურვოთ წარმატებული სამოსამართლო საქმიანობა და პროფესიული სიმტკიცე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და შემდგომი განვითარების გზაზე.

მოსამართლის პროფესია წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველს, რომელიც  დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის მყარ საყრდენს ქმნის. მჯერა, რომ თქვენი ერთგულება კანონის უზენაესობის, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების მიმართ ყოველთვის იქნება ქართული მართლმსაჯულების სიძლიერის გარანტი.

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გაწეული შრომისათვის.

 

ნინო ქადაგიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე


ბოლო სიახლეები

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად
მილოცვა

2025-05-31

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 02 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა.  იხ. დღის წესრიგი.

2025-05-30

იხილეთ სრულად