გამოქვეყნების თარიღი: 2022-10-05
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახალ დირექტორთან საქართველოში, ჯონ პენელთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი, ლეა კაპლანი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის USAID-ის მხრიდან შემდგომი მხარდაჭერის საკითხები.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი დაათვალიერეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის
2025-08-26
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 18 ივლისს, 14:30 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2025-07-17
იხილეთ სრულად