საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებზე დისკუსია გაიმართა

გამოქვეყნების თარიღი: 2023-07-07

მიმდინარე წლის 7 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საერთაშორისო სამართლებრივი გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით გაიმართა დისკუსია თემაზე - ადმინისტრაციული სამართლის აქტუალური საკითხები ევროპული სამართლის ჭრილში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჰამბურგის სოციალური სასამართლოს თავმჯდომარე, ექსპერტი ვოლფგანგ ზივერტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და საერთაშორისო სამართლებრივი გერმანული ფონდის  აღმოსავლეთ ევროპა II-ისა და სამხრეთ კავკასიის პროექტების მენეჯერმა, ხათუნა დიასამიძემ. აქტიური დისკუსიის ფორმატში გერმანელ კოლეგასთან ერთად ქართველმა მოსამართლეებმა განიხილეს ადმინისტრაციული სამართლის ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: ზიანის ანაზღაურება, ინკვიზიციურობის პრინციპი და მედიაცია ადმინისტრაციულ პროცესში, სამშენებლო სამართლის ზოგადი საკითხები.

საერთაშორისო სამართლებრივი გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით, ქართველი და გერმანელი მოსამართლეების მონაწილეობით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში პერიოდულად იმართება შეხვედრები სამართლის სხვადასხვა დარგის მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს მხარეებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.


ბოლო სიახლეები

ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომის გადადების თაობაზე

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 28 სექტემბერს დანიშნული პლენუმის სხდომა გადაიდო ა/წ 5 ოქტომბერს 17:00 საათისა

2023-09-28

იხილეთ სრულად
სამუშაო შეხვედრა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის ექსპერტებთან

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზა

2023-09-26

იხილეთ სრულად
უზენაეს სასამართლოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია ეწვია

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმ

2023-09-26

იხილეთ სრულად