საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმის ვიზიტორთა შესახებ ინფორმაცია

გამოქვეყნების თარიღი: 2024-04-17

საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და მართლმსაჯულების მუზეუმში  ექსკურსიები 2024 წლის იანვრიდან კვლავ აქტიურად გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს 450 სტუმარი ეწვია, რომელთა შორისაც სჭარბობდნენ საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. ამასთანავე, სტუდენტთა მონაწილეობით გაიმართა 21 იმიტირებული პროცესი.

იანვარი-მარტის თვის პერიოდში საქართველოს უზენაეს სასამართლოს სტუმრობდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ,,ოჯახში ძალადობის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების იურიდიული კლინიკის”, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ალტერნატიულ იურისტთა ასოციაციის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ასოციაციის, სტუდენტური პარლამენტის, საქართველოს საჯარო მართვის ინსტიტუტისა (ჯიპა) და ქართული სამართლის აკადემიის სტუდენტები, აგრეთვე, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის, თბილისის 67-ე, 89-ე, 149-ე, 52-ე, 47-ე, 106-ე და  72-ე საჯარო და კერძო სკოლების - ,,კანდიდისა“ და ,,ცოდნას“ მოსწავლეები, პროფესიული განვითარების ასოციაციის დამფუძნებლები და წარმომადგენლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენობასა და მართლმსაჯულების მუზეუმში, საინფორმაციო ტურის ფარგლებში, სტუდენტებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს: მერაბ გაბინაშვილს, რევაზ ნადარაიას, თამარ ზამბახიძეს, ეკატერინე გასიტაშვილს, გოჩა აბუსერიძეს, ზურაბ ძლიერიშვილს, თეა ძიმისტარაშვილს, ლალი ფაფიაშვილსა და თამარ ოქროპირიძეს. „მოსამართლესთან შეხვედრის“ ფორმატში სტუდენტები გაეცნენ საერთო სასამართლოების სისტემასა და სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკას.

ამავე პერიოდში  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმს სტუმრობდნენ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები. მათ შორის, გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და ყაზახეთის სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების დელეგაციების წარმომადგენლები, ასევე, სტუმრები აკადემიური სფეროდან: სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა  საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი, ჟან-ფრანსუა ტონი და ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, ფილიპო მუსკა.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაეს სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს დელეგაცია ეწვია

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ საქართველოს უზენაესი სასამართლო

2024-12-09

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 18 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2024-11-17

იხილეთ სრულად
მილოცვა

2024-11-08

იხილეთ სრულად