საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში შეხვდა

გამოქვეყნების თარიღი: 2023-11-30

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL-ის) დირექტორი სარა რუპერტი; აშშ-ის საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი  ლენა ოუენსი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) წარმომადგენლები: ლიზა კოვაჩი და რუსუდან ტაბატაძე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს  სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესზე, საქართველოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.   

ნინო ქადაგიძემ რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.


ბოლო სიახლეები

საქართველოს მოსამართლეთა XXXIV რიგგარეშე კონფერენცია

2025 წლის 25 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომ

2025-04-25

იხილეთ სრულად
მილოცვა

2025-04-14

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 11 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2025-04-10

იხილეთ სრულად